bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 31
Ezekiel 31
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 32 →
1
მეთერთმეტე წლის, მესამე თვის პირველ დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მის ხალხს: თავს ვის უტოლებ-თქო შენი სიდიადით?
3
აჰა, აშური – კედარი ლიბანისა, რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტევრი; ზრომაღალი იყო და ღრუბლებს სწვდებოდა მისი კენწერო.
4
წყლებმა გაზარდეს ის და უფსკრულმა აამაღლა; მდინარეები გარს უვლიდნენ მის ნერგს და თავიანთ ნაკადებს უგზავნიდნენ ველის ყოველ ხეს.
5
ამიტომაც ამაღლდა ველის ყველა ხეზე მეტად და გაუხშირდა რტო; და, როცა ზრდა დაიწყო, ბევრი წყლისაგან დაუგრძელდა ტოტები.
6
მის რტოებში იბუდებდა ცის ყველა ფრინველი; მისი ტოტების ქვეშ შობდა ველის ყველა ცხოველი; და მის ჩრდილში ცხოვრობდნენ მრავალრიცხოვანი ხალხები.
7
მშვენდებოდა თავისი სიმაღლით, თავისი გრძელი ტოტებით, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული.
8
ღვთის ბაღის კედრებმა ვერ დაჩრდილეს იგი; კვიპაროსები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით; და ჭადრები ვერ იყო მისი რტოების მსგავსი; ღვთის ბაღის ვერც ერთი ხე ვერ უსწორდებოდა მის სილამაზეს.
9
მშვენიერი შევქმენი იგი თავისი ხშირი ტოტებით; და შურდა მისი სილამაზე ყველა ხეს ღვთის ბაღში.
10
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმიტომ, რომ ზრო აიყარა და კენწეროთი ღრუბლებს მისწვდა და აღზევდა მისი გული მისი სიმაღლით,
11
ხელთ მივეცი იგი ხალხთა მბრძანებელს; და მან მიაგო მას მისაგებელი მისი; მისი ბოროტების გამო უარვყავ იგი.
12
და მოკვეთეს ის უცხოთესლისებმა, უსასტიკესებმა ხალხთა შორის, და მიატოვეს მთებსა და ხეობებში; და დაიყარა მისი ტოტები ველ-მინდვრებზე და ჩაილეწა მისი რტოები ღარტაფებში. და გამოვიდნენ მისი ჩრდილიდან ქვეყნიერების ყველა ხალხები და მიატოვეს ის.
13
ცის ფრინველებმა დაიბუდეს მის დაყრილ ტოტებში და მიწის მხეცებმა დაიდეს ბუნაგები.
14
ნუ გამედიდურდებიან თავისი სიმაღლით წყლის პირს გაზრდილი ხეები და არ მისწვდნენ კენწეროთი ღრუბღრუბლებს, და წყლის პირს გაზრდილმა ხეებმა არ დაჩაგრონ სხვა ხეები; რადგან ყველანი სასიკვდილოდ არიან განწირულნი ქვეშეთისათვის საფლავში ჩასულ ადამის ძეთა შორის.
15
ასე ამბობს უფალი ღმერთი: შავეთში მისი ჩასვლის დღეს გლოვა გავუმართე მას, უფსკრული დავგმანე მის გამო, და შევაჩერე მისი მდინარეები, და შევაკავე დიდი წყლები და დავამწუხრე მასზე ლიბანი, და ველ-მინდვრის ყოველი ხე დაღონდა მის გამო.
16
მისი დაცემის ხმაზე შევაძრწუნე ხალხები, როდესაც შავეთში ჩავიყვანე ის, საფლავებში ჩასულებთან, და გაიხარა შავეთის ქვეყანაში ედემის ყველა ხემ, ლიბანის რჩეულმა და საუკეთესომ, ყველა წყლის მსმელმა.
17
რადგან ისინიც მასთან ერთად ჩავიდნენ შავეთში მახვილით დაცემულებთან, და მისი შემწენიც მის ჩრდილში მსხდომნი, ხალხებს შორის.
18
ვის ედარები პატივითა და სიდიდით ედემის ხეთა შორის? ახლა კი ედემის ხეთა მსგავსად ჩაყვანილ იქნები შავეთში და მახვილით დაცემულ წინადაუცვეთელთა შორის დაწვები. ასე მოუვა ფარაონსა და მთელ მის გამედიდურებულ ხალხს, – ამბობს უფალი ღმერთი.
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 32 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48