bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 11
Ezekiel 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 12 →
1
და ამიყვანა სულმა და მიმიყვანა უფლის ტაძრის აღმოსავლეთის კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთით იყურება. და, აჰა, კარიბჭის შესასვლელში 25 კაცია, და მე დავინახე მათ შორის იააზანია, ძე ყაზურისა და ფელატია ძე ბენაიასი, ხალხის მთავრები.
2
და მითხრა: ადამის ძევ, ესენი არიან ადამიანები, მზაკვრობის განმზრახველნი და ბოროტი რჩევის მრჩეველნი ამ ქალაქში.
3
ისინი ამბობენ: შორს არის დრო სახლების შენებისა; ეს ქალაქი ქვაბია, ჩვენ კი ხორცი.
4
ამიტომ იწინასწარმეტყველე მათზე, იწინასწარმეტყველე, ადამის ძევ.
5
და გადმოვიდა ჩემზე სული უფლისა და მითხრა: თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ვიცი, რასაც ამბობ, სახლო ისრაელისა, და რაც ფიქრად მოგდის.
6
მრავალი მოკლულია ამ ქალაქში და გავსებულია მისი ქუჩები მათი გვამებით.
7
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: თქვენგან მოკლულები, რომლებიც ქუჩებში დაყარეთ, ხორცია, ის ქალაქი კი ქვაბია; მაგრამ მე თქვენ გამოგიყვანთ იქიდან.
8
მახვილის გეშინიათ თქვენ და მახვილს მოვაწევ მე თქვენზე! – ამბობს უფალი ღმერთი.
9
მე გამოგიყვანთ იქიდან და გადაგცემთ უცხოთესლთა ხელთ; და მე გამოგიტანთ სასჯელს.
10
ისრაელის საზღვრებზე მოგეწევათ ჩემი მახვილი და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
11
ის ქალაქი არ იქნება თქვენთვის ქვაბი და თქვენ არ იქნებით მასში ხორცად. მე თქვენ ისრაელის საზღვარზე განგსჯით.
12
და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი; თქვენ კი ჩემი წესებით არ დადიოდით და არც ჩემი სამართლით იქცეოდით; თქვენ იმ ხალხების სამართალს მიჰყვებოდით, თქვენს ირგვლივ რომ არიან.
13
და ისე მოხდა, რომ როდესაც მე ამას ვწინასწარმეტყველებდი, ბენაიას ძე ფელატია მოკვდა. პირქვე დავემხე და დიდი ხმით შევღაღადე და ვთქვი: ვაგლახ მე, უფალო ღმერთო, ნუთუ სამუდამოდ უნდა მოსპო ისრაელის ნატამალი?
14
და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი:
15
ადამის ძევ! შენს ძმებს, ჰო, შენს ძმებს, შენს ნათესავებს და მთელ ისრაელის სახლს, ყველას, რომელთაც ეუბნებიან იერუსალიმის მცხოვრებნი: მოშორდით უფალს, მან ჩვენ მოგვეცა ეს ქვეყანა სამკვიდროდ.
16
ამიტომ უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუმცა მე განვიშორე ისინი წარმართთა შორის და გავფანტე მთელ ქვეყანაზე, მაინც მე ვიქნები მათთვის თუნდაც მცირე საწმიდარი იმ ქვეყნებში, სადაც შევიდნენ ისინი.
17
ამიტომ უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მე შემოგიკრებთ თქვენ იმ ხალხებიდან და შეგაგროვებთ იმ ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული ხართ, და მოგცემთ ისრაელის მიწას.
18
და შევლენ იქ და მოაცილებენ მას ყოველგვარ სისაძაგლეს.
19
და მე მივცემ მათ სხვა გულსა და ახალ სულს ჩავუდგამ მათ; და ამოვგლეჯ მათ მკერდიდან ქვადქცეულ გულს და მივცემ მათ ცოცხალ გულს,
20
რათა ჩემი წესებით იარონ და ჩემი სამართალი დაიცვან და შეასრულონ. და იქნებიან ისინი ჩემი ერი და მე ვიქნები მათი ღმერთი.
21
ხოლო ვისი გულიც მათი სიბილწისა და სისაძაგლისკენ მიილტვის, მათ საქციელს მათ თავზევე მოვაწევ, – ამბობს უფალი ღმერთი.
22
და გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ბორბლებიც თან გაჰყვათ. და ისრაელის ღმერთის დიდება მაღლა იყო, მათ ზემოთ.
23
და აიმართა უფლის დიდება ქალაქის შუაგულიდან და დადგა მთაზე, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთითაა.
24
და სულმა ამიტაცა და მიმიყვანა ქალდეველთა ქვეყანაში გადასახლებულებთან ხილვაში ღმერთის სულით. და გამშორდა ხილვა, რომელიც ვიხილე.
25
და მე ვუამბე ტყვეებს ყოველი სიტყვა, რაც გამომიცხადა უფალმა.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48