bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 39
Ezekiel 39
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 38
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 40 →
1
და შენ, ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გაფრთხილდი, შენს წინააღმდეგ ვარ, გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის მთავარო!
2
მოგაბრუნებ და წამოგიძღვები, და ამოგიყვან ჩრდილოეთის კიდეებიდან და მოგიყვან ისრაელის მთებზე.
3
და გაგდებინებ მშვილდს მარცხენა ხელიდან და ისრებს – მარჯვენა ხელიდან.
4
ისრაელის მთებზე დაეცემით შენ, და მთელი შენი ურდოები და ხალხები, რომლებიც შენთან არიან. მტაცებელ ფრინველებსა და ველის ნადირს მიგცემ შესაჭმელად.
5
ტრიალ მინდორზე დაეცემი, რადგან მე ვთქვი, – ამბობს უფალი ღმერთი.
6
გავგზავნი ცეცხლს მაგოგში და უზრუნველ ზღვისპირელებში და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
7
და ჩემს წმიდა სახელს გამოვაცხადებ ჩემს ერში, ისრაელიანებში, და აღარ შეიბღალება ჩემი წმიდა სახელი, და მიხვდებიან წარმართნი, რომ მე, უფალი, წმიდა ვარ ისრაელში.
8
აჰა, ეს მოდის და ახდება, – ამბობს უფალი ღმერთი, – ეს ის დღეა, რომელზეც მე ვლაპარაკობდი.
9
და გამოვლენ ისრაელის ქალაქების მცხოვრებნი და გააჩაღებენ ცეცხლს და დაწვავენ საჭურველს, დიდსა და პატარა ფარებს, მშვილდებსა და ისრებს, კომბლებსა და შუბებს და გააჩაღებენ ყველაფერ ამით ცეცხლს შვიდ წელიწადს.
10
და აღარ გაზიდავენ მინდვრიდან შეშას, და აღარ გაჩეხავენ ტყეებს, რადგან საჭურვლით გააჩაღებენ ცეცხლს, და გაძარცვავენ თავიანთ მძარცველთ და წაართმევენ თავიანთ დამყაჩაღებელთ, – ამბობს უფალი ღმერთი.
11
და იმ დღეს იქნება, რომ მივცემ გოგს დასამარხ ადგილს ისრაელში, დასავლეთიდან მომავალთა ხეობაში, და გზას გადაუღობავს მომავალთ; იქ დამარხავენ გოგს და მთელს მის ურდოს; და დაერქმევა მას გოგის ურდოსხევი.
12
შვიდ თვეს მოუნდება მათ დამარხვას ისრაელის სახლი, რათა გაწმინდოს ქვეყანა.
13
და დამარხავს მათ ამ ქვეყნის მთელი ერი; და სასახელო იქნება ის დღე, როცა დიდებით გამოვჩნდები, – ამბობს უფალი ღმერთი.
14
და საგანგებო კაცებს გამოარჩევენ ქვეყნად მავალთაგან, რომ მათთან ერთად დამარხონ ზემოთ დარჩენილნი, რათა გაწმინდონ მიწა. შვიდი თვის ბოლოს დაუწყებენ ძებნას ზემოთ დაყრილთ.
15
და გაივლიან ქვეყნად მავალნი და დაინახავს ვინმე ადამიანის ძვალს, დადგამს მის გვერდით ნიშანს, სანამ არ დამარხავენ მას მესაფლავენი გოგის ურდოსხევში.
16
და ქალაქის სახელი იქნება ხამონა (ურდო). და ასე გაწმენდენ ქვეყანას.
17
და შენ, ადამის ძევ, – ასე ამბობს უფალი ღმერთი, – უთხარი ყოველ ფრთოსანსა და ველის ყოველ ცხოველს: შეგროვდით და მოდით, შეიკრიბეთ ყოველი მხრიდან ჩემს მსხვერპლთან, რომელსაც მე დავკლავ თქვენთვის, დიდ მსხვერპლთან ისრაელის მთებზე; და შეჭამთ ხორცსა და შესვამთ სისხლს.
18
ძლიერთა ხორცს შეჭამთ და შესვამთ ამ ქვეყნის მთავართა სისხლს, როგორც ბაშანში ნასუქალი ვერძების, კრავების, ვაცებისა და ხარების სისხლს.
19
მაძღრივ შეჭამთ ლურთებს და დათრობამდე შესვამთ სისხლს ჩემი საკლვი მსხვერპლისა, რომელსაც თქვენთვის დავკლავ.
20
და გაძღებით ჩემს სუფრაზე ცხენიცა და მხედარიც, და ყოველი მეომარი, – ამბობს უფალი ღმერთი.
21
და გამოვაჩენ ჩემს დიდებას წარმართთა შორის და დაინახავს ყველა წარმართი ჩემს სამართალს, რომელიც აღვასრულე, და ჩემს ხელს, რომელსაც დავდებ მათზე.
22
და მიხვდება ისრაელის სახლი, რომ მე ვარ მათი უფალი ღმერთი ამ დღიდან და შემდგომაც.
23
და მიხვდებიან წარმართნი, რომ თავისი ურჯულოების გამო წარიტყვენა ისრაელის სახლი; იმის გამო, რომ მიმუხთლეს და მე ზურგი ვაქციე მათ და მივეცი ისინი მათ მტრებს; და მახვილით დაეცნენ ყველა ისინი.
24
მათი სიბილწისა და დანაშაულის გამო გავაკეთე მე ეს და ზურგი ვაქციე მათ.
25
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ახლა დავაბრუნებ იაკობს ტყვეობიდან და შევიწყნარებ მთელ ისრაელის სახლს, და შურს ვიძიებ ჩემი წმიდა სახელისათვის.
26
და მიხვდებიან ისინი თავიანთ სირცხვილს და მთელ თავიანთ ურჯულოებას, რასაც აკეთებდნენ ჩემს წინაშე, როცა იცხოვრებენ თავიანთ მიწაზე უსაფრთხოდ და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი.
27
როდესაც დავაბრუნებ მათ ხალხებიდან და შემოვკრებ მათ მათი მტრების ქვეყნებიდან, და გამოვაჩენ ჩემს დიდებას მრავალი ხალხების თვალწინ,
28
და მიხვდებიან ისინი, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც განვდევნე ისინი წარმართებში და კვლავ შევკრიბე თავიანთ მიწაზე და არ დავტოვებ იქ არც ერთ მათგანს;
29
და აღარ დავფარავ მეტად ჩემს სახეს მათგან, რათა გადმოვღვარო ჩემი სული ისრაელის სახლზე, – ამბობს უფალი ღმერთი.
← Chapter 38
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 40 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48