bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 10
Ezekiel 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 11 →
1
და ვიხილე, აჰა, ცის თაღზე, ქერუბიმების თავს ზემოთ, რაღაც ლოდი საფირონისა – მსგავსი ტახტისა, მათ მაღლა.
2
და ეუბნებოდა იმ სელით შემოსილ კაცს: შემოდი ბორბლებს შუა, ქერუბიმების ქვეშ, და მუჭები გაივსე ნაკვერჩხლებით, ქერუბიმებს შორის რომ არის, და ქალაქს გადააყარე. და შევიდა იგი ჩემს თვალწინ.
3
ქერუბიმები იდგნენ უფლის ტაძრის მარჯვენა მხარეს, როცა ის კაცი შედიოდა, და ღრუბელმა გაავსო შიდა ეზო.
4
და აიწია უფლის დიდება ქერუბიმიდან ტაძრის ზღურბლისაკენ და გაივსო ტაძარი ღრუბლით და გაივსო ტაძრის ეზო უფლის დიდების ნათლით.
5
ქერუბიმების ფრთების შრიალის ხმა გარეთა ეზომდე ისმოდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერი ღმერთისა, როდესაც ის ლაპარაკობს.
6
და როდესაც მან უბრძანა სელით შემოსილ კაცს: „აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბიმებს შორის“ და შევიდა ის და დადგა ბორბლებთან,
7
გაიწოდა ერთმა ქერუბიმმა ხელი ცეცხლისაკენ, რომელიც ქერუბიმებს შორის ენთო, აიღო იქიდან და მუჭაში ჩაუდო სელით შემოსილ კაცს. და მანაც აიღო და გავიდა.
8
და მოუჩანდათ ქერუბიმებს ადამიანის ხელის მსგავსი რამ ფრთებქვეშ.
9
და დავინახე ოთხი ბორბალი ქერუბიმებთან: თითო ბორბალი თითო ქერუბიმთან და ის ბორბლები თითქოს ქრიზოლითისგან იყო ნაჭედი.
10
და ოთხივე ბორბალი ერთმანეთს ისე ჰგავდა, თითქოს ბორბალი ბორბალში ჩაუსვამთო.
11
სვლისას ოთხივე მხარეს მიდიოდნენ; სვლისას არ ბრუნავდნენ, რადგან იმ მიმართულებით მიდიოდნენ, საითკენაც თავი ჰქონდათ მიქცეული. სვლისას არ ბრუნავდნენ.
12
და მთელი მათი ტანი, მათი ზურგი, მათი ხელები, მათი ფრთები და მათი ბორბლები ირგვლივ სავსე იყო თვალებით, ოთხივე მათგანის ბორბალი.
13
და როგორც ჩემი ყურით გავიგონე, გრიგალი ერქვა მათ.
14
და თითოეულს ოთხი სახე ჰქონდა: ერთი სახე – ქერუბიმის, მეორე – ადამიანის, მესამე – ლომის და მეოთხე – ორბის.
15
და აღიმართნენ ქერუბიმები, ეს ის ცოცხალი არსებები იყვნენ, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას.
16
ქერუბიმების სვლისას ბორბლებიც მიდიოდნენ მათთან ერთად; და, როდესაც ქერუბიმები ფრთებს გაშლიდნენ, რომ მიწიდან აწეულიყვნენ, ბორბლები არ ცილდებოდნენ მათ, არამედ მათთან ერთად იყვნენ.
17
მათი გაჩერებისას ისინიც იდგნენ, და მათი აწევისას ისინიც აიწევდნენ ხოლმე მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული იყო მათში.
18
და კვლავ გავიდა უფლის დიდება ტაძრის ზღურბლიდან და ზედ დაადგა ქერუბიმებს.
19
და გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ჩემს თვალწინ აიმართნენ მიწიდან; და როდესაც ისინი გადიოდნენ, ბორბლებიც მათთან იყო; და დადგნენ უფლის ტაძრის აღმოსავლეთის კარიბჭის შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ.
20
ეს ის არსებანი იყვნენ, რომლებიც მე ვიხილე მდინარე ქებარის პირას, ისრაელის ღმერთის ტახტის ქვეშ რომ იდგნენ, და მივხვდი, რომ ქერუბიმები იყვნენ ისინი.
21
ყოველ მათგანს ოთხი სახე ჰქონდა და ოთხი ფრთა, და თითოეულს ფრთებქვეშ ადამიანის ხელის მსგავსი რამ.
22
და შესახედაობა მათი სახისა მსგავსი იყო იმ სახეთა, რომლებიც მე ვიხილე მდინარე ქებარის პირას, – მათი გამოსახულებაც და თვითონაც. თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48