bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 5
Ezekiel 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 6 →
1
შენ კი, ადამის ძევ, აიღე მჭრელი დანა და დალაქის სამართებელივით გადაიტარე თავზე და წვერზე. აიღე სასწორი და გაანაწილე თმა.
2
ერთი მესამედი ცეცხლში დაწვი ქალაქის შუაგულში, როცა ალყის დღეები დასრულდება; აიღე მესამედი და მახვილით დაკეპე ქალაქის განაპირას; სხვა მესამედი კი ქარს გაატანე, და მე მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
3
იქიდან მცირეოდენი აიღე და შენი სამოსლის კალთაში გამოიკარი.
4
და მათგან კიდევ აიღე და ჩაყარე ცეცხლში და დაწვი. და გამოვა იქიდან ცეცხლი მთელ ისრაელის სახლზე.
5
და ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს იერუსალიმია! წარმართთა შორის დავადგინე მე იგი, და ქვეყნებია მის ირგვლივ.
6
ის კი წინ აღუდგა ჩემს სამართალს და შესცოდა წარმართებზე მეტად და წინ აღუდგა ჩემს წესებს იმ ქვეყნებზე უარესად, რომლებიც მის ირგვლივაა; რადგან ჩემი სამართალი შეიჯავრეს და ჩემი წესებით არ დადიან.
7
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ურჯულოებით გადააჭარბეთ წარმართებს, რომლებიც თქვენს ირგვლივ არიან, ჩემი წესებით არ დადიხართ და ჩემს სამართალს არ მიჰყვებით, და არც წარმართთა სამართალს, რომლებიც თქვენს ირგვლივ არიან.
8
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მეც შენს წინააღმდეგ ვიქნები და შენს შიგნით აღვასრულებ სამართალს წარმართთა თვალწინ.
9
და გაგიკეთებ იმას, რაც არასოდეს გამიკეთებია და რის მსგავსსაც მეტად აღარ გავაკეთებ მთელი შენი სისაძაგლის გამო.
10
ამიტომ თქვენში მამები შვილებს დაუწყებენ ჭამას და შვილები შეჭამენ თავიანთ მამებს; და აღვასრულებ შენში სამართალს და გავფანტავ მთელ შენს ნატამალს ყველა ქარისაკენ.
11
და თუ ვყოფილვარ! – ამბობს უფალი ღმერთი, – იმიტომ, რომ ჩემი საწმიდარი შებილწე შენი ყოველი სისაძაგლით და შენი ყოველი საზიზღრობით, მე დაგამცირებ შენ, და არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არც მე დაგინდობ.
12
შენი მესამედი შავი ჭირით დაიხოცება და სხვა მესამედი შიმშილით გაწყდება შენ შორის, მესამედი მახვილით დაეცემა შენს ირგვლივ, მესამედს ყველა ქარისაკენ გავფანტავ და მახვილს გავაშიშვლებ მათ კვალზე.
13
და დასრულდება ჩემი რისხვა და დავაცხრობ ჩემს გულისწყრომას მათზე, და დავწყნარდები და გაიგებენ, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი ჩემი ეჭვიანობისას, მათზე ჩემი რისხვის დასრულებისას.
14
და მიგცემ შენ ასაოხრებლად და შესარცხვენად ხალხებს, შენს ირგვლივ რომ არიან, და ყოველი გამვლელის თვალში.
15
და იქნები სამარცხვინოდ და სასაცილოდ, სალექსოდ და საშინელებად იმ ხალხებისათვის, შენს ირგვლივ რომ არიან, როცა აღვასრულებ შენზე მსჯავრს რისხვით და წყრომითა და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.
16
როცა გავუშვებ მათკენ შიმშილის ულმობელ ისრებს, რომლებიც თქვენი დამღუპველნი იქნებიან, რადგან თქვენს დასაღუპად მოვავლენ, და შიმშილს გავაძლიერებ თქვენზე და შევმუსრავ თქვენს პურის მარაგებს.
17
და მოგივლენთ შიმშილსა და მძვინვარე მხეცებს, და შენი შვილები მათ მსხვერპლად იქცევიან; და შავი ჭირი და სისხლი გადაგივლის და მახვილს მოვაწევ შენზე. მე, უფალი ვამბობ ამას!
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48