bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 21
Ezekiel 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 22 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! მიმართე შენი პირი იერუსალიმისაკენ და იქადაგე საწმიდრებზე და უწინასწარმეტყველე ისრაელის მიწას,
3
და უთხარი ისრაელის მიწას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ; ამოვიწვდი ჩემს მახვილს ქარქაშიდან და მოვკვეთ შენგან მართალსა და ბოროტს.
4
რომ მოვკვეთო შენგან მართალი და ბოროტი, ამოიწვდება ჩემი მახვილი მისი ქარქაშიდან ყველა ხორციელზე – სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე –
5
და მიხვდება ყველა ხორციელი, რომ მე, უფალმა, ამოვიწოდე მახვილი ქარქაშიდან, და აღარ ჩაეგება ის.
6
და შენ, ადამის ძევ! იკვნესე წელმოტეხილმა და გამწარებულმა, იკვნესე მათ თვალწინ.
7
და რადგან გკითხავენ: რატომ კვნესიო? უთხარი: ხმის გამო, რომელიც მოდის-თქო, და დადნება ყოველი გული, და მოდუნდება ყოველი მკლავი, და დაუძლურდება ყოველი სული, და ყოველი მუხლი გაწყალდება. აჰა, ეს მოვა და ახდება, – ამბობს უფალი ღმერთი.
8
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
9
ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი: თქვი: მახვილი, მახვილი გალესილია და გაფერილი!
10
გალესილია, რომ დახოცოს, დაფერილია, რომ ელავდეს! უნდა გვიხაროდეს რომ, ჩემი ძის კვერთხი დასცინის ყველა ხეს?
11
და მივეცი დასაფერად, ხელში ასაღებად. გალესილია ეს მახვილი და დაიფერა მკვლელის ხელში გადასაცემად.
12
ზარი თქვი და ივალალე, ადამის ძევ! რადგან ის ჩემი ერის, ისრაელის, ყველა მთავრის წინააღმდეგ არის მოღერებული! მახვილს არიან მიცემულნი ჩემს ერთან ერთად, ამიტომ უნდა ირტყა თეძოებზე ხელი;
13
რადგან ის მახვილი უკვე გამოცდილია. და რა არის, თუ კვერთხსაც დასცინის? – ამბობს უფალი ღმერთი.
14
და შენ, ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და შემოჰკარი ხელი ხელს და გაორკეცდება მახვილი და გასამკეცდება განგმირულთა ზედა, მახვილი დიდი ძლევისა, მათი მდევარი.
15
რათა დადნეს გულები და გამრავლდნენ დაცემულნი. ყველა მათ კარიბჭეზე დავდებ ბასრ მახვილს – მოელვარეს, საკლავად დაფერილს.
16
გაემზადე და წადი მარჯვნივ ან გაემართე მარცხნივ – საითკენაც კი შენი სახე იქნება მიმართული.
17
და მეც შემოვკრავ ხელი ხელს და დავიცხრობ რისხვას. მე, უფალმა, ვთქვი ეს.
18
და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი:
19
და შენ, ადამის ძევ! დაადგინე ორი გზა, საიდანაც უნდა შემოვიდეს ბაბილონის მეფის მახვილი. ორივე ის გზა ერთი ქვეყნიდან გამოვა; და დასვი გზამკვლევი ბოძი, ქალაქის გზის დასაწყისში დასვი.
20
დასახე გზა, რომლითაც შემოვა მახვილი ყამონიანთა რაბასა და იუდაში, გამაგრებულ ქალაქ იერუსალიმში;
21
რადგან დადგა ბაბილონის მეფე გზათა გასაყართან, ორი გზის დასაწყისში, სამისნოდ: შეარხია ისრები, ჰკითხა თერაფიმებს, ათვალიერებს ღვიძლს.
22
მის ხელმარჯვნივ იერუსალიმზე იყო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები, ხოცვა-ჟლეტისთვის გაეხსნათ პირი, აეტეხათ საომარი ყიჟინა, ტარანები კარიბჭეებისკენ მიეშვირათ, აღემართათ მიწაყრილები და აეგოთ გოდლები.
23
და იქნება ეს მათ თვალში, როგორც ფუჭი მისნობა; ფიცთა ფიცი აქვთ დადებული, მაგრამ ის ახსენებს იმ ურჯულოებას, რის გამოც შეპყრობილ იქნებიან.
24
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან თქვენ გაიხსენეთ თქვენი ურჯულოება, როდესაც გამოამჟღავნეთ თქვენი დანაშაულებანი, რათა გეჩვენებინათ თქვენი ცოდვანი თქვენს ყველა ნამოქმედარში, ისე, როგორც თქვენ იყავით გახსენებულნი, ხელით იქნებით შეპყრობილნი.
25
და შენ, ისრაელის ბოროტო მთავარო, რომელსაც დაუდგა ჟამი, როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს,
26
და ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება; დამდაბლებული ამაღლდება და ამაღლებული დამდაბლდება.
27
ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას. და ისიც აღარ იქნება, სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო.
28
და შენ, ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი ყამონიანებზე და მათ შერცხვენაზე. და თქვი: მახვილი, მახვილია გაშიშვლებული დასახოცად, დაფერილია შესამუსრად, რათა ელვასავით ელავდეს.
29
ყალბი ხილვებით, ცრუ მისნობით მიგაგდებენ დახოცილ ბოროტეულთა გვამებთან, რომელთაც დაუდგათ ჟამი, როცა ბოლო უნდა მოეღოს დანაშაულს.
30
ჩააგე ქარქაშში. იმ ადგილას, სადაც შეიქმენი, შენი შობის ქვეყანაში განგსჯი შენ.
31
და გადმოვანთხევ შენზე ჩემს რისხვას, ჩემი წყრომის ცეცხლს დავბერავ შენზე და მიგცემ მძვინვარე, მკვლელობაში გაწაფულ, ადამიანთა ხელთ.
32
ცეცხლის შესაჭმელი იქნები შენ, შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში იქნება და არ გაგიხსენებენ, რადგან მე, უფალმა, ვთქვი ეს.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48