bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 18
Ezekiel 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 19 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
რას გულისხმობთ, ისრაელის მიწის შესახებ რომ ანდაზას ამბობთ: პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრაო კბილი?
3
მე არ ვიყო ცოცხალი ღმერთი, – ამბობს უფალი ღმერთი, – თუღა გქონდეთ თქვენ მომავალში სათქმელად ეს ანდაზა ისრაელში!
4
ყველა სული ჩემია, როგორც სული მამისა, ისევე სული ძისა. შემცოდე სული კი მოკვდება.
5
და თუ კაცი მართალია და სამართლიანად და ჭეშმარიტებით იქცევა,
6
სამსხვერპლო მაღლობებზე არ ჭამს და თვალი ისრაელის სახლის კერპებისაკენ არა აქვს მიპყრობილი, მოყვასის ცოლს არ ბილწავს და წიდოვან ქალს არ ეკარება,
7
არავის ჩაგრავს და თავის მევალეს ვალს უბრუნებს; ძარცვით არავის ძარცვავს, თავის ლუკმას მშიერს უყოფს და შიშველ-ტიტველს ტანზე აცმევს.
8
ვახშით არ არის გამსესხებელი და სარგებელს არ იღებს; უსამართლობისგან შორს არის მისი ხელი და კაცსა და კაცს შორის სწორ სამართალს აჩენს;
9
ჩემი წესებით დადის და ჩემს სამართალს იცავს, რათა ჭეშმარიტება აკეთოს – ის არის მართალი კაცია და იცოცხლებს, – ამბობს უფალი ღმერთი. –
10
მაგრამ თუ შეეძინება მოძალადე ძე, სისხლისმღვრელი, რომელიც თავის მოძმეს გაუკეთებს ისეთ რამეს,
11
რაც მის მამას არასდროს ჩაუდენია, და სამსხვერპლო მაღლობებზე ჭამს, მოყვასის ცოლს ბილწავს,
12
ღარიბ-ღატაკს ჩაგრავს, მტაცებლობს, ვალს არ აბრუნებს და კერპებისაკენ უჭირავს თვალი, სისაძაგლეს სჩადის,
13
ვახშით გასცემს სესხს და სარგებელს იღებს – უნდა იცოცხლოს? არ უნდა იცოცხლოს. ყოველივე ამ სისაძაგლის ჩამდენი უცილოდ მოკვდება და მისი სისხლი მის თავზე იქნება.
14
და, აჰა, შვა ძე, რომელიც ხედავდა მამამისის ყოველ ცოდვას, რასაც ის აკეთებდა, ხედავდა და არ აკეთებდა მის მსგავს საქმეებს,
15
სამსხვერპლო მალობებზე არ ჭამდა და თვალი ისრაელის სახლის კერპებისაკენ არ ეჭირა, მოყვასის ცოლს არ ბილწავდა,
16
არავინ დაუჩაგრავს, გირაოს არ იღებდა და ძარცვით არავის ძარცვავდა, თავის ლუკმას მშიერ-მწყურვალს უყოფდა და შიშველ-ტიტველს აცმევდა,
17
ღარიბის ჩაგვრაში მისი ხელი არ გარეულა, ვახშსა და სარგებელს არ იღებდა, ჩემს სამართალს ასრულებდა და ჩემი წესებით დადიოდა, ის არ მოკვდება მამამისის ურჯულოების გამო, ის იცოცხლებს.
18
მამამისი კი, რადგან ჩაგრავდა, მოძმეს ძარცვავდა და ბოროტებას სჩადიოდა თავის ხალხში, თავის ურჯულოებაში მოკვდება.
19
თქვენ ამბობთ: რატომ არ უნდა იტვირთოსო შვილმა მამის ცოდვა? თუ შვილი სამართალსა და სიმართლეს იქმს, ჩემს ყველა წესს იცავს და ასრულებს – ის იცოცხლებს.
20
ცოდვილი სული კი მოკვდება. შვილმა არ უნდა იტვირთოს მამის დანაშაული და არც მამამ – შვილის ურჯულოება. მართლის სიმართლე მასზევე იქნება და ბოროტის ბოროტებაც – მასზევე.
21
ბოროტი კი, თუ მოიქცევა თავისი ცოდვებისგან, რაც ჩაუდენია და დაიცავს ყველა ჩემს წესს და იქმს სამართალსა და სიმართლეს, იცოცხლებს, არ მოკვდება.
22
ყველა მის დანაშაულს, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენებენ მას. თავისი სიმართლით, რომელსაც მისდევდა, იცოცხლებს.
23
განა მე ვისურვებ ბოროტის სიკვდილს? – ამბობს უფალი ღმერთი, – განა არ მინდა, რომ მოიქცეს თავისი გზიდან და იცოცხლოს?
24
მართალი კი, თუ მიიქცა თავისი სიმართლიდან და უსამართლობას სჩადის, ყველა იმ სისაძაგლის მსგავსს, რასაც ბოროტი სჩადის, განა იცოცხლებს? ყოველ მის სიმართლეს, რაც ადრე აკეთა, არ გაუხსენებენ. და მოკვდება თავისი მუხთლობით, რომლითაც მუხთლობდა, და თავისი ცოდვით, რომლითაც სცოდავდა.
25
და თქვენ ამბობთ: არ არისო სწორი უფლის გზა. მომისმინე, სახლო ისრაელისა, ჩემი გზა არ არის სწორი? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის?
26
თუ მართალი თავისი სიმართლიდან მიიქცევა და ჩაიდენს უსამართლობას, ამის გამო მოკვდება; თავისი უსამართლობის გამო, რომელიც ჩაიდინა, მოკვდება იგი.
27
და თუ ბოროტი თავისი ჩადენილი ბოროტებიდან მოიქცა და იქმს სამართალსა და სიმართლეს, ის თავის სულს თავად გაიცოცხლებს.
28
თუ შეიგნებს და მოიქცევა თავისი დანაშაულებებიდან, რაც ჩაუდენია, ის იცოცხლებს, არ მოკვდება.
29
ისრაელის სახლი ამბობს: არ არისო სწორი უფლის გზა. ჩემი გზა არ არის სწორი, ისრაელის სახლო? განა თქვენი გზები არის სწორი?
30
ამიტომ თითოეულს თავისი გზის მიხედვით განგსჯით, ისრაელის სახლო, – ამბობს უფალი ღმერთი, – მოინანიეთ და მოიქეცით თქვენი ყველა დანაშაულიდან და არ გექცევათ ურჯულოება დაბრკოლებად.
31
მოიშორეთ ყველა თქვენი ცოდვები, რომლითაც სცოდეთ, და შეიქმენით ახალი გული და ახალი სული; და რატომღა უნდა ამოწყდეთ, ისრაელის სახლო?
32
რადგან მე არ მსურს მოსაკლავთა სიკვდილი, – ამბობს უფალი ღმერთი, – მაშ, მოიქეცით და იცოცხლებთ.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48