bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 22
Ezekiel 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 23 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
და შენ, ადამის ძევ! გინდა, რომ განსაჯო ამ მკვლელთა ქალაქი? გამოუცხადე მას მთელი მისი სისაძაგლე
3
და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოჰ, ქალაქო, შენს კედლებში მართალთა სისხლი რომ დაათხიე, შენს განსაკითხად, და კერპებს რომ აკეთებდი, შენს შესაბილწად!
4
იმ სისხლით, რომელიც დაღვარე, დადანაშაულდი და შენი კერპებით, რომლებიც გააკეთე, შეიბილწე. და მოიახლოვე შენი აღსასრულის დღეები და მიილია შენი წლები. ამის გამო წარმართთა საგინებლად გაქცევ და მთელი ქვეყნის სამასხროდ.
5
ახლობელნი და შორეულნი დაგცინებენ შენ, უწმიდურო და მრავალი ურჯულოებით სავსევ!
6
აჰა, ისრაელის მთავარნი, თითოეული ძალას იკრებდა, რათა სისხლი დაეთხია შენში.
7
მამას და დედას ამცირებენ თქვენში, მწირს უპატიოდ ექცევიან, ქვრივ-ობლებს ჩაგრავენ.
8
ჩემს სიწმიდეებს აბუჩად იგდებ და ჩემს შაბათებს არღვევ;
9
ცილისმწამებელნი არიან შენში, რომლებიც სისხლს ღვრიან; სამსხვერპლო მალობებზე ჭამენ ნაზორევს; გარყვნილებას ეწევიან შენში.
10
მამის სიშიშვლეს აჩენენ თქვენში, წიდოვან ქალზე ძალადობენ,
11
ერთი თავისი მოყვასის ცოლთან სჩადის სისაძაგლეს, მეორე თავის რძალს ბილწავს, და სხვა – თავის დას, თავისი მამის ასულს, ხდის ნამუსს.
12
ქრთამებს იღებენ თქვენში, რათა სისხლი დაღვარონ; ვახშსა და სარგებელს იღებენ და ძალადობით ყვლეფ შენს მოყვასს, მე კი დამივიწყე! – ამბობს უფალი ღმერთი. –
13
და, აჰა, მე ხელი ხელს შემოვკარი შენი ანგარების გამო, რაც აკეთებ, და შენგან დაღვრილი სისხლისღვრის გამო, რაც თქვენში ხდება.
14
თუ დამიდგება შენი გული, ან თუ შერჩება ძალა შენს ხელებს იმ დღეებში, როცა აღვიძვრები შენს წინააღმდეგ? მე, უფალი, ვამბობ ამას და გავაკეთებ.
15
და მე გაგფანტავ შენ წარმართთა შორის, და მიმოგაბნევ სხვადასხვა ქვეყნებში, რათა ბოლო მოვუღო შენს სისაძაგლეს.
16
და შეიბღალები წარმართთა თვალწინ და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი!
17
და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი:
18
ადამის ძევ! ისრაელის სახლი ჩემთვის წიდას დაემსგავსა; ყველა ისინი, როგორც სპილენძი, კალა, რკინა და ტყვია ბრძმედში ყრია და ვერცხლის წიდა და ხენჯი არიან.
19
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან თქვენ ყველანი იქეცით წიდად, ამიტომ მე შეგაგროვებთ იერუსალიმში,
20
როგორც აგროვებენ ვერცხლს და სპილენძს, რკინას, ტყვიასა და კალას ბრძმედში, რათა შეუნთონ ცეცხლი გამოსადნობად, ასე შეგაგროვებთ ჩემი რისხვითა და წყრომით, და ჩაგყრით და გადაგადნობთ.
21
შეგკრებთ და გავაღვივებ თქვენზე ჩემი წყრომის ცეცხლს და გადადნებით მასში.
22
როგორც ვერცხლი დნება ბრძმედში, ისე გადადნებით თქვენ და მიხვდებით, რომ მე, უფალმა, გადმოვანთხიე ჩემი რისხვა თქვენზე.
23
და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი:
24
ადამის ძევ! უთხარი მას: შენა ხარ-თქო გამოგოლვილი მიწა რისხვის დღეს!
25
შეთქმულან იქ მისი წინასწარმეტყველნი, ლომებივით ბრდღვინავენ, ნადავლს გლეჯენ და ცოცხლად ჭამენ; საუნჯესა და განძეულს იტაცებენ, ქვრივებს ამრავლებენ იქ.
26
მისი მღვდლები ჩემს რჯულს აყალბებენ და ჩემს სიწმიდეებს ბღალავენ; წმიდასა და შებღალულს ერთმანეთისაგან ვერ არჩევენ და შებილწულსა და განწმედილს არ აცხადებენ; ჩემს შაბათებს თვალს არიდებენ, და მე შევილახე მათ გარემოში.
27
მისი მთავრები მგლებს ჰგვანან, ნადავლს რომ იტაცებენ; სისხლს ღვრიან; სიცოცხლეს უსწრაფებენ ადამიანებს თავიანთი გამდიდრებისათვის.
28
მისი წინასწარმეტყველნი თვალში ნაცარს აყრიან მათ ამაო ხილვებით და ცრუმისნობით სიცრუეს ეუბნებიან: ასე ამბობსო უფალი ღმერთი, უფალს კი არ უთქვამს.
29
ამ ქვეყნის ერი ერთმანეთზე ძალადობს, ძარცვავს ღარიბსა და ღატაკს, მწირს ავიწროვებს უსამართლოდ.
30
და მე ვეძიე მათში კაცი, რომელიც აღადგენდა ზღუდეს და ჩემს წინაშე დადგებოდა ნანგრევებთან ამ ქვეყნის გადასარჩენად, რათა არ დამეღუპა იგი, მაგრამ ვერ ვიპოვე.
31
ამიტომ გადმოვანთხევ მათზე ჩემს რისხვას, ჩემი მძვინვარების ცეცხლით გავწყვეტ მათ და მათს ნამოქმედარს მათსავე თავზე მოვაქცევ, – ამბობს უფალი ღმერთი.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48