bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 48
Ezekiel 48
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 47
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
1
და ეს არის ტომთა სახელები. ჩრდილოეთის კიდიდან ხეთლონის გზის გასწვრივ, ხამათისა და ხაცარ-ყენანის მიმართულებით – დამასკოს საზღვარი ჩრდილოეთის ხამათის გასწვრივ – მხარე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეკუთვნის დანს – ერთი ტომი.
2
დანის საზღვართან, აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი აშერისა.
3
აშერის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი ნაფთალისა.
4
ნაფთალის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე ეს არის ერთი წილი მანაშესი.
5
და მანაშეს საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი ეფრემისა.
6
და ეფრემის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი რეუბენისა.
7
და რეუბენის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს არის ერთი წილი იუდასი.
8
და იუდას საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, ეს იქნება შესაწირავი ნაკვეთები, რომელსაც შესწირავთ: სიგანით 25 ათასი წყრთა და სიგრძით, ერთ-ერთი სხვა წილის ტოლი, აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე; და იქნება საწმიდარი მასში.
9
და ნაკვეთი, რომელსაც შესწირავთ თქვენს უფალს, იქნება სიგრძით 25 ათასი წყრთა და სიგანით 10 ათასი.
10
და ეს წმიდა ნაკვეთი მღვდლებს უნდა ეკუთვნოდეს, ჩრდილოეთით 25 ათასი წყრთა და დასავლეთით – სიგანე 10 ათასი და აღმოსავლეთით – სიგანე 10 ათასი და სამხრეთით – სიგრძე 25 ათასი წყრთა. და იქნება უფლის საწმიდარი მის შიგნით.
11
ეს არის განწმედილ მღვდელთათვის, ცადოკის ძეთაგან, რომელთაც აღმისრულეს მოვალეობა და რომელნიც არ განმიდგნენ ისრაელის ძეთა განდგომისას, როგორც განმიდგნენ ლევიანები,
12
იქნება მათთვის შესაწირი ქვეყნის შესაწირიდან წმიდათა წმიდა – ლევიანთა საზღვართან.
13
და ლევიან მღვდელთა საზღვრის გასწვრივ – 25 ათასი წყრთა სიგრძით და 10 ათასი წყრთა სიგანით, მთელი სიგრძე 25 ათასი წყრთა და სიგანე – 10 ათასი წყრთა.
14
და ვერ გაყიდიან მისგან და ვერ გაცვლიან და ვერ გადასცემენ ქვეყნის ნათავარს, რადგან წმიდაა უფლისათვის.
15
და დანარჩენი 5 ათასი წყრთა სიგანით და 25 ათასი სიგრძით არის სადაგი ადგილი ქალაქის დასასახლებლად და მისი სანახებისთვის, და შუაში იქნება ქალაქი.
16
და ესაა მისი ზომები: ჩრდილოეთით – 4 500 წყრთა, სამხრეთით – 4 500, აღმოსავლეთით – 4 500 და დასავლეთით – 4 500.
17
და იქნება სანახები ქალაქისა ჩრდილოეთით – 250 წყრთა, სამხრეთით – 250, აღმოსავლეთით – 250 და დასავლეთით 250 წყრთა.
18
და დარჩენილი სიგრძე წმიდა შეწირულების გასწვრივ – 10 ათასი წყრთა აღმოსავლეთით და – 10 ათასი დასავლეთით. და იქნება ეს წმიდა შეწირულების გასწვრივ, და იქნება მისი მოსავალი ქალაქის მშრომელთა გამოსაკვებად.
19
იმუშავებენ ქალაქში მშრომელები ისრაელის ყოველი ტომიდან.
20
მთელი შეწირული ნაკვეთი სიგრძით – 25 ათასი წყრთა სიგანით – 25 ათას წყრთაზე, კვადრატი, შესწირეთ ეს წმიდა ნაკვეთი ქალაქის საკუთრებასთან ერთად.
21
დანარჩენი კი მთავრისა იქნება წმიდა ნაკვეთისა და ქალაქის საკუთერების ორივე მხარეს; ნაკვეთის გასწვრივ – 25 ათასის გაყოლებაზე აღმოსავლეთის საზღვრამდე და დასავლეთით 25 ათასის გაყოლებაზე დასავლეთის საზღვართან – წილების შესაბამისად – მთვარისაა, ისე რომ, წმიდა ნაკვეთი და საწმიდარი მის შუაგულში იქნება.
22
და ლევიანთა საკუთრებიდან და ქალაქის საკუთრებიდან იმ ნაწილის შიგნით, რომელიც მთავრისაა, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, მთავრისათვის იქნება.
23
დანარჩენი ტომებიდან, აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი ბენიამინს.
24
ბენიამინის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი სიმეონს.
25
სიმეონის საზღვრის გვერდით აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი ისაქარს.
26
ისაქარის საზღვრის გვერდით აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი ზებულუნს.
27
ზებულუნის საზღვრის გვერდით აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ერთი ნაკვეთი გადს.
28
გადის საზღვრის გვერდით სამხრეთის საზღვრისაკენ სამხრეთით იქნება საზღვარი თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლამდე, დიდ ზღვამდე.
29
ეს არის ქვეყანა, რომელსაც გაანაწილებთ წილისყრით ისრაელის ტომების სამკვიდრებლიდან და ესენია ქალაქის კარიბჭენი, – ამბობს უფალი ღმერთი.
30
და ესენია ქალაქის გასასვლელები: ჩრდილოეთის მხრიდან – 4500 წყრთა.
31
ქალაქის კარიბჭეები ისრაელის ტომთა სახელებით იწოდება; სამი კარიბჭე ჩრდილოეთით – ერთი რეუბენის კარიბჭე, ერთი იუდას კარიბჭე, ერთი ლევის კარიბჭე.
32
და აღმოსავლეთის მხარეს 4 500 წყრთა; სამი კარიბჭე: იოსების კარიბჭე, ბენიამინის კარიბჭე და დანის კარიბჭე.
33
სამხრეთის მხარეს 4500 წყრთა; სამი კარიბჭე: ერთი სიმეონის კარიბჭე, ერთი ისაქარის კარიბჭე, ერთი ზებულუნის კარიბჭე.
34
დასავლეთის მხარეს 4 500 წყრთა; და მათი კარიბჭეები სამი: გადის კარიბჭე, აშერის კარიბჭე და ნაფთალის კარიბჭე.
35
ირგვლივ 18 000 წყრთა. და ქალაქის სახელი იმ დღიდან იქნება: უფალი სუფევს იქ.
← Chapter 47
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48