bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 7
Ezekiel 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 8 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
შენ კი, ადამის ძევ, თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აღსასრული! აღსასრული მოადგა ისრაელის ქვეყანას ოთხივ მხრით.
3
ახლა შენი აღსასრულიც დადგა; და მოვავლენ ჩემს რისხვას შენზე, და განგსჯი შენი გზებისამებრ, და თავს დაგათევ ყველა შენს სისაძაგლეს.
4
და არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ შეგიწყალებ, რადგან შენი გზებისამებრ მოგიზღავ! და შენი სისაძაგლენი შენში იქნება და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი!
5
ასე ამბობს უფალი ღმერთი: უბედურება, გაუგონარი უბედურება მოდის!
6
აღსასრული დგება, მოვიდა აღსასრული, თავს გატყდება, აჰა, მოვიდა!
7
მოვიდა შენი რიგი, ამ ქვეყნის მკვიდრო! მოვიდა ჟამი, მოახლოებულია დღე შეშფოთებისა და არა მთებზე მხიარული ყიჟინისა.
8
ახლა მალე გადმოგანთხევ ჩემს გულისწყრომას და დავასრულებ ჩემს რისხვას შენს მიმართ, და განგსჯი შენი გზებისამებრ, და შენ აგკიდებ ყველა შენს სისაძაგლეს.
9
არ შეგიცოდებს ჩემი თვალი, და არ შეგიბრალებ. შენი გზებისამებრ მოგიზღავ. და შენი სისაძაგლენი შენთანვე იქნება და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი შემმუსრველი!
10
გაფრთხილდით, დადგა სასჯელის დღე! კვერთხი აყვავდა, ამპარტავნება გაიფურჩქნა.
11
ძალადობა აღდგა ბოროტეულის კვერთხად. არ დარჩება არაფერი არც მათგან, არც მათი სიმდიდრიდან, არც მათი ზარ-ზეიმიდან, და არც მათი ბრწყინვალებიდან.
12
მოვიდა ჟამი, დადგა ის დღე. მყიდველო, ნუ გიხარია და, გამყიდველო, ნუ იგლოვ, რადგან უფლის რისხვა მოაწევს მთელ ამ ხმაურიან ბრბოზე.
13
რადგან გამყიდველი გაყიდულს ვერ დაუბრუნდება, თუნდაც ცოცხლები დარჩნენ ისინი, რადგან წინასწარმეტყველური ხილვა მთელ მათ სიმრავლეზე არ შეიცვლება და თავისი ურჯულოებით სიცოცხლეს ვერავინ შეინარჩუნებს.
14
ნაღარას დაჰკრავენ და განემზადებიან, მაგრამ აღარავინ იქნება ომში წამსვლელი, რადგან ჩემი წყრომაა მთელ მათ სიმრავლეზე.
15
მახვილი გარეთაა, შავი ჭირი და შიმშილი კი სახლში. ვინც ველადაა, მახვილით მოკვდება, და ვინც ქალაქშია, შიმშილი და შავი ჭირი შეჭამს მას.
16
მათ შორის გადარჩენილნი მთებისკენ გაიქცევიან და იქ იქნებიან როგორც ველის მტრედები; ყოველი მათგანი იკვნესებს თავისი ურჯულოების გამო.
17
ყველას ჩამოსწყდება მკლავები და მუხლები მოეკვეთება.
18
ძაძებს ჩაიცვამენ და კანკალი აიტანთ, სახეზე ყველას სირცხვილი დაეწერება და ყველა თავი გაქაჩლდება.
19
თავიანთ ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან და მათი ოქრო სიბილწედ იქცევა; ოქრო-ვერცხლი ვერ იხსნის მათ უფლის წყრომის დღეს. სულს ვერ გაიძღობენ და სტომაქს ვერ ამოიყორავენ, რადგან იგი იყო მათი უკეთურების მიზეზი.
20
და თავიანთი სამკაულების მშვენიერებით გაამაყდნენ და თავიანთ სიბილწეთა და სისაძაგლეთა კერპები შექმნეს, ამიტომ სიბინძურედ ვაქცევ მას მათთვის.
21
უცხოთა საძარცვავად გავხდი მას და ქვეყნის ბოროტთა ნადავლად, და ისინი შებღალავენ მას.
22
პირს ვიბრუნებ მათგან, და შებღალავენ ჩემს საუნჯეს, შიგ შემოვლენ მძარცველნი და შებღალავენ მას.
23
გააკეთე ჯაჭვი, რადგან ქვეყანა აივსო სისხლიანი ბოროტმოქმედებით და ქალაქი სავსეა ძალადობით.
24
მოვიყვან უპირსისხლიანესთ ხალხებიდან და ისინი დაიმკვიდრებენ მათ სახლებს. და გავანადგურებ მძლავრთა სიამაყეს, და შეიბღალებიან მათი სიწმიდენი.
25
დაღუპვა ახლოვდება და მშვიდობას დაუწყებენ ძებნას და არ იქნება ის.
26
უბედურება უბედურებაზე მოვა და ამბავი ამბავზე იქნება, და მოითხოვენ ხილვას წინასწარმეტყველისაგან, და რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა – უხუცესს.
27
მეფე იგლოვებს და მთავარი ძრწოლით აღივსება, და ქვეყნის ერს ხელი აუკანკალდება. მათი გზებისამებრ მოვექცევი მათ და მათი სიმართლისამებრ განვსჯი მათ; და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48