bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 26
Ezekiel 26
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 27 →
1
მეთერთმეტე წლის პირველი თვის პირველ დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! იმის გამო, რომ ცორი ამბობს იერუსალიმზე: აჰა! ვაშა! შემუსრულია ის – კარიბჭე ხალხთა; ის ჩემსკენ მოიქცევა და ავივსები, ის კი გაუკაცრიელდება.
3
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ შენს წინააღმდეგ, ცორო, და აღვძრავ შენზე მრავალ ხალხებს, როგორც ზღვა აღძრავს თავის ტალღებს,
4
და დაანგრევენ ცორის ზღუდეებს და დააქცევენ მის გოდლებს; მიწას ჩამოვრეცხავ და პიტალო კლდეებად ვაქცევ.
5
ბადეების გასაფენი ადგილი იქნება ის შუაგულ ზღვაში, რადგან მე ვთქვი, – ამბობს უფალი ღმერთი, – და იქნება იგი ხალხების სათარეშოდ.
6
და ხმელეთზე მყოფი მისი ასულნი მახვილით დაეცემიან. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
7
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე მოვიყვან ცორზე ჩრდილოეთიდან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მეფეთა მეფეს, ცხენებითა და ეტლებით, მხედრებითა და კრებულით და მრავალი ხალხით.
8
ხმელეთზე მყოფ შენს ასულებს მახვილით დახოცავს; საალყო კოშკებს მოგადგამს და მიწაყრილს შემოგავლებს გარს; და ფარს აღმართავს შენს წინააღმდეგ.
9
ტარანებს დადგამს შენს კედლებთან და შენს გოდლებს წერაქვით დაანგრევს.
10
მისი ცხენების კორიანტელი დაგფარავს; მხედრებისა და ეტლების ხმა შეარყევს შენს კედლებს, როდესაც შემოვლენ შენს კარიბჭეებში, როგორც ზღუდეგარღვეულ ქალაქში შედიან.
11
მისი ცხენების ფლოქვები გადაჯეგავენ შენს ქუჩებს, შენი ხალხი მახვილით დაეცემა და შენი ძლიერების სვეტები მიწაზე დაემხობა.
12
გაძარცვავენ შენს დოვლათს, და დაიტაცებენ შენს ნავაჭრს, დაანგრევენ შენს კედლებს, შენს მშვენიერ სახლებს გააცამტვერებენ; შენს ქვასა და ხეს, შენს მიწას წყალს მისცემენ.
13
დავადუმებ შენი სიმღერების გუგუნს და შენი ქნარების ხმა მიწყდება.
14
შიშველ კლდეებად გაქცევ, ბადეების გასაფენი იქნები და აღარ აშენდები მეტად, რადგან მე, უფალმა, ვთქვი, – ამბობს უფალი ღმერთი.
15
ასე ეუბნება უფალი ღმერთი ცორს: ნუთუ შენი დაცემის ხმისგან, ხოცვა-ჟლეტისას დაჭრილთა კვნესისაგან არ შეირყევიან კუნძულები?
16
ჩამოვლენ თავიანთი ტახტებიდან ზღვის ხალხების ხელმწიფენი და მოიხსნიან მოსასხამებს, და ნაქარგ სამოსელს გაიხდიან, ძრწოლით შეძრწუნებულნი მიწაზე დასხდებიან და კვნესას მოჰყვებიან შენზე.
17
გოდებას დაიწყებენ შენზე და გეტყვიან: როგორ დაიღუპე, ზღვაოსნებით დასახლებულო, განთქმულო ქალაქო, ზღვებზე რომ მძლავრობდით შენცა და შენი მკვიდრნიც, შიშის ზარს რომ სცემდით ყველას!
18
ახლა, შენი დაცემის დღეს, შეძრწუნდებიან კუნძულები; და შეძრწუნდებიან ზღვის კუნძულები, შენი დაცემის გამო.
19
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: როდესაც გაქცევ აოხრებულ ქალაქად, უკაცრიელ ქალაქთა მსგავსად, როდესაც წამოიმართება შენზე უფსკრული და დაგფარავს ბევრი წყლები,
20
ჩაგიყვან საფლავად ჩამავლებთან, უწინდელ ხალხთან, და დაგამკვიდრებ ქვესკნელში, მარადიულ უდაბნოში, საფლავში ჩასულებთან, რათა აღარ დასახლდე; და დიდებას მივცემ ცოცხალთა ქვეყანას.
21
საშინელებად გაქცევ შენ, და აღარ იარსებებ, ძებნას დაგიწყებენ და ვეღარ გიპოვიან საუკუნოდ, – ამბობს უფალი ღმერთი.
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48