bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 12
Ezekiel 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 13 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! მეამბოხეთა სახლში ცხოვრობ შენ, რომელთაც თვალები აქვთ დასანახავად და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ მოსასმენად და არ ესმით, რადგან მეამბოხენი არიან ისინი.
3
და შენ, ადამის ძევ, გაიმზადე ხიზნის ბარგი და დღისით-მზისით გადი მათ თვალწინ ხიზნად, და გადასახლდი შენი ადგილიდან სხვა ადგილას მათ თვალწინ, იქნებ გონს მოეგონ, თუმცა მეამბოხეთა სახლია ის.
4
და გამოიტანე შენი ბარგი, როგორც ბარგი ხიზნისა დღისით, მათ თვალწინ, და გადი საღამოთი მათ თვალწინ, როგორც გადიან გადასასახლებად.
5
მათ თვალწინ გაანგრიე კედელი და იქიდან გაიტანე შენი ბარგი.
6
მათ თვალწინ მოიკიდე ზურგზე შენი ტვირთი და სიბნელეში გაიტანე; სახე დაიფარე, რომ არ დაინახო მიწა; რადგან ნიშნად მივეცი შენი თავი ისრაელის სახლს.
7
და გავაკეთე ისე, როგორც მებრძანა: ჩემი ბარგი, როგორც საჭირო ნივთები გადასახლებაში მიმავლისა, გავიტანე დღისით, საღამოთი კი ხელით გავანგრიე კედელი, ბნელეში გავიტანე ბარგი და ზურგზე მოვიკიდე მათ თვალწინ.
8
და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ დილით:
9
ადამის ძევ! განა არ გკითხა ისრაელის სახლმა, მეამბოხეთა სახლმა, რას აკეთებო?
10
უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ეს განაჩენი ეხება იერუსალიმის მთავარს და მთელ ისრაელის სახლს, ყველას, ვინც იქ არის.
11
უთხარი მათ: მე ნიშანი ვარ-თქო თქვენთვის. რასაც მე ვაკეთებ, იგივე გადახდება იერუსალიმელთ, – ხიზნად და ტყვეებად მოუწევთ წასვლა.
12
და მთავარი, რომელიც მათ შორისაა, ზურგზე მოიკიდებს ტვირთს სიბნელეში და გავა. კედელს გამოუთხრიან წინ, რათა გაიყვანონ იქიდან. სახეს დაიფარავს, რათა აღარ იხილოს თვალით ეს ქვეყანა.
13
და მოვისვრი მასზე ჩემს ბადეს და გაებმება ჩემს სათხეველში; და მოვიყვან მას ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვეღარ იხილავს მას, და იქ მოკვდება.
14
და ყველას, ვინც მის ირგვლივ არიან, მის შემწეებს და მთელ მის ლაშქარს, გავფანტავ ყველა ქარის მიმართულებით, და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.
15
და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა გავაბნევ მათ ხალხებში და ქვეყნებში მიმოვფანტავ.
16
და მათგან მცირეოდენთ დავიფარავ მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირისაგან, რათა მოუთხრონ მთელი თავიანთი სისაძაგლე წარმართებს, რომლებთანაც მივლენ. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
17
და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი:
18
ადამის ძევ! შენი პური ტკივილით ჭამე და შენი წყალი ჭირითა და ტანჯვით სვი.
19
და უთხარი ამ ქვეყნის ხალხს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმისა და ისრაელის ქვეყნის მკვიდრებზე: თავის პურს ტკივილით შეჭამენ და თავის წყალს ჭირითა და ტანჯვით შესვამენ, რადგან დაცარიელდება მათი ქვეყანა მისი სისავსისაგან მის მცხოვრებთა ძალადობის გამო.
20
დასახლებული ქალაქები დაინგრევა და გაუდაბურდება ქვეყანა; და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
21
და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი:
22
ადამის ძევ! ეს რა ანდაზა გაქვთ თქვენ ისრაელის მიწაზე ნათქვამი: ჟამი გაივლის და ყოველი ხილვა გაქარწყლდებაო?
23
ამიტომ უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმებ მე ამ ანდაზას და აღარ იტყვიან მას ისრაელში. უთხარი მათ: ახლოსაა-თქო ჟამი, და აღსრულება ყოველი ხილვისა.
24
რადგან აღარ იქნება არავითარი ცრუ ხილვა და მაცდუნებელი მისნობა ისრაელის სახლში.
25
რადგან მე ვარ უფალი, და რასაც მე ვლაპარაკობ, ის მოხდება და აღარ გადაიდება, რადგან თქვენს დღეებში, მეამბოხეთა სახლო, ვიტყვი სიტყვას და ავახდენ მას! – ამბობს უფალი ღმერთი.
26
და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი:
27
ადამის ძევ! აჰა, ისრაელის სახლი ამბობს: ის წინასწარმეტყველური ხილვა, რომელიც მან იხილა, აღსრულდება მრავალი დღეების შემდეგ, და ის წინასწარმეტყველებს შორეულ დღეებზე.
28
ამიტომ უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აღარ გადაიდება არც ერთი ჩემი სიტყვა, რადგან სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი, შესრულდება! – ამბობს უფალი ღმერთი.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48