bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 34
Ezekiel 34
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 35 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწამეტყველე და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი ისრაელის მწყემსებს, რომელნიც საკუთარ თავს მწყემსავენ! განა მწყემსები ცხვარს არ უნდა მწყემსავდნენ?
3
ლურთებს თქვენა ჭამთ, მატყლით იმოსებით და ნასუქალ ცხვარს იკლავთ, ცხვრის ფარას კი არა მწყემსავთ.
4
დავარდნილებს არ უვლით და ავადმყოფებს არ კურნავთ, ნაჭრილობევს არ უხვევთ და გზააბნეულს არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ, უხინჯოებს კი ძალადობითა და სისასტიკით იურვებთ.
5
და გაიფანტა უმწყემსოდ დარჩენილი ჩემი ფარა და გახდა ველის ნადირთა ლუკმა.
6
გზააბნეულია ჩემი ცხვარი ყველა მთაზე და ყველა გორაკზე, და მთელს ქვეყანაზე გაიბნა ჩემი ფარა და არ არის მომკითხავი და არც მომძებნი.
7
ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა:
8
ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – რაკი ჩემი ცხვარი იყო გასაძარცვავად და ველის ყველა ნადირის ლუკმად ქცეული უმწყემსობის გამო, და არ მოიკითხეს მწყემსებმა ჩემი ცხვარი, და მწყემსეს მათ თავისი თავი და ჩემი ცხვარი არა მწყემსეს, –
9
ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა.
10
ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე მწყემსებთანა მაქვს საქმე, და მათ მოვკითხავ ჩემს ცხვრებს, და აღარ დავანებებ მათ ცხვრის მწყემსვას, და ვეღარც დამწყემსავენ ისინი თავის თავს; და ვიხსნი ჩემს ცხვრებს მათი პირიდან და აღარ გახდებიან მათი კერძი.
11
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: თავად მე მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მე მოვძებნი.
12
როგორც მწყემსი ეძებს თავის ცხვარს, როცა თავის გაფანტულ ფარაში ჩადგება, მეც ისე მოვძებნი ჩემს ცხვარს და დავიხსნი ყველა იმ ადგილიდან, სადაც კი გაიფანტნენ ნისლიან და ღრუბლიან დღეს.
13
და გამოვიყვან მათ ყველა ხალხებიდან და შევაგროვებ ყველა ქვეყნებიდან და მოვიყვან თავიანთ მიწაზე, და დავმწყემსავ მათ ისრაელის მთებზე და წყლის ნაკადებთან, და ამ ქვეყნის ყველა დასახლებულ ადგილას.
14
კარგ სამწყემსურში დავმწყემსავ მათ და ისრაელის მაღალ მთებში იქნება მათი საძოვარი. იქ დაეყრებიან კარგ ფარეხებში და ისრაელის მთების ნოყიერ საძოვრებზე იბალახებენ.
15
მე თავად დავმწყემსავ ჩემს ცხვარს და დავასვენებ მათ, – ამბობს უფალი ღმერთი.
16
დაკარგულს მოვიკითხავ და გაბნეულს დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და დაცემულს მოვაძლიერებ, ჩასუქებულებს და გაჯიქებულებს გავანადგურებ. სამართლიანად დავმწყემსავ მათ.
17
თქვენზე კი, ჩემო ცხვრებო, – ამბობს უფალი ღმერთი, – მე ვიქნები მსაჯული ცხვარსა და ცხვარს შუა, ვერძებსა და ვაცებს შუა.
18
ის არა გყოფნით, რომ საუკეთესო საძოვარზე დაბალახობთ? რომ რაც ვერ გაძოვეთ, იმას ფეხით თელავთ? ანკარა წყალს რომ სვამთ? დარჩენილს რატომღა ამღვრევთ ფეხით?
19
ჩემმა ცხვრებმა თქვენი ფეხით გათელილი უნდა ძოვონ და თქვენი ფეხით ამღვრეული უნდა სვან?
20
ამიტომ ასე ეუბნება მათ უფალი ღმერთი: აჰა, მე თვითონ განვსჯი მსუქან ცხვარსა და მჭლე ცხვარს შორის.
21
რადგან ფერდისა და მხრის კვრით და რქების რქენით ერეკებით ყველა სუსტს გარეთ, –
22
მე ვიხსნი ჩემს ცხვრებს, და აღარ იქნებიან ისინი დასატაცებლად, და განვსჯი ცხვარსა და ცხვარს შუა.
23
და დავუყენებ მათ ერთ მწყემსს, ჩემს მსახურს, დავითს, და ის დამწყემსავს მათ, და ის იქნება მათი მწყემსი.
24
და მე, უფალი, ვიქნები მათი ღმერთი და ჩემი მსახური, დავითი, მათი მთავარი იქნება. მე, უფალმა, ვთქვი ეს.
25
და მე დავდებ მათთან მშვიდობის აღთქმას და მოვსპობ მძვინვარე მხეცებს ამ ქვეყნიდან, რომ ისინი უდაბნოში უსაფრთხოდ დაემკვიდრნენ და ტყეებში მშვიდად იძინონ.
26
და მე ვაკურთხებ მათ და ჩემი ბორცვის შემოგარენს, და დავუშვებ წვიმას თავის დროზე; და ის იქნება კურთხეული წვიმები.
27
და ველის ხეები გამოისხამენ ნაყოფს და მიწა გამოიღებს მოსავალს; და იქნებიან ისინი თავის მიწაზე უსაფრთხოდ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავწყვეტ მათი უღლის აპეურებს და ვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან.
28
და აღარ იქნებიან ხალხების ნადავლად, და ქვეყნის მხეცები არ დაჭამენ მათ; იცხოვრებენ უსაფრთხოდ და ვეღარავინ შეაშინებს მათი.
29
და აღმოვუცენებ მათ დიდებულ ნერგს, და აღარ დაიხოცებიან შიმშილით ამ ქვეყანაში და აღარ დაითმენენ წარმართთაგან შეურაცხყოფას.
30
და მიხვდებიან, რომ მე, მათი უფალი ღმერთი, მათთან ვარ, ისინი კი, სახლი ისრაელისა, ჩემი ხალხია, – ამბობს უფალი ღმერთი, –
31
და რომ, თქვენ ხართ ჩემი ცხვრები, ჩემი სამწყსოს ცხვრები; თქვენ ადამიანები ხართ, მე კი თქვენი ღმერთი, – ამბობს უფალი ღმერთი.
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 35 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48