bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 32
Ezekiel 32
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 33 →
1
მეთორმეტე წელს, მეთორმეტე თვის პირველ დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! იწყე მოთქმა ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე, და უთხარი მას: როგორც ლომის ბოკვერი ხალხებს შორის და ურჩხული ზღვებზე, ისე აწყდები შენს მდინარეებს და შენი თათებით ამღვრევ წყლებს, და თელავ მათ დინებებს.
3
ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვისვრი შენზე ჩემს ბადეს ხალხთა კრებულში და ამოგათრევენ ისინი ჩემი სათხევლით
4
და მიგაგდებ მიწაზე, მინდვრის პირას მიგატოვებ და დავაბინავებ შენზე ცის ყველა ფრინველს, და გავაძღობ შენით მიწის ყველა მხეცს.
5
და დავყრი შენს ხორცს მთებზე და გავავსებ ხევ-ხუვებს შენი მძორით.
6
შენს სისხლს შევასმევ მიწას მთების კალთებამდე და კალაპოტები გაივსება შენით.
7
და როდესაც ჩაქრები, მე დავფარავ ზეცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს, მზეს ღრუბლით დავფარავ და მთვარე არ გაანათებს თავისი ნათელით.
8
ყველა მნათობს დაგიბნელებ ცაზე და წყვდიადს დავამკვიდრებ შენს მიწაზე, – ამბობს უფალი ღმერთი.
9
შევაშფოთებ მრავალი ხალხების გულს, როდესაც გამოვაცხადებ შენს დაცემას ხალხებში, ქვეყნებში, რომლებიც შენ არ იცოდი.
10
და გავაოგნებ შენით მრავალ ხალხებს, და მათი მეფენი შეძრწუნდებიან შენს გამო, როცა მოვიქნევ ჩემს მახვილს მათ წინაშე, და იკანკალებს ყოველ წამს თითოეული თავისი დაღუპვის შიშით შენი დაცემის დღეს.
11
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბაბილონის მეფის მახვილი მოვაო შენზე.
12
მამაცთა მახვილით დავცემ შენს ხალხს; ყველა ისინი – უსასტიკესნი არიან წარმართთა შორის, და წარწყმედენ ეგვიპტის სიამაყეს; და განადგურდება მთელი მისი სიმრავლე.
13
გავწყვეტ მთელ მის პირუტყვს დიდ წყლებთან, და ადამიანის ფეხი აღარ აამღვრევს მათ, და არც საქონლის ჩლიქი აამღვრევს მათ.
14
მაშინ დავამდორებ მათ წყლებს, და მათ მდინარეებს ზეთივით ვადენ, – ამბობს უფალი ღმერთი.
15
როცა გავაუდაბურებ ეგვიპტის მიწას და დაცარიელდება მისი სავსე ქვეყანა, როდესაც განვგმირავ მის ყველა მცხოვრებს, მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
16
ეს არის საგოდებელი სიმღერა, რომელსაც იგოდებენ; ხალხთა ასულნი იგოდებენ მას; ეგვიპტესა და მის სიმრავლეზე იგოდებენ მას, – ამბობს უფალი ღმერთი.
17
მეთორმეტე წელს, იმ თვის მეთხუთმეტე დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
18
ადამის ძევ! დაიტირე ეგვიპტის ამაყი ხალხი, და ჩაიყვანე ის და ასულნი ძლიერი ხალხებისა შავეთში საფლავებში ჩამავლებთან ერთად.
19
ვის აღემატები შენ? ჩადი და დაწექი წინადაუცვეთელებთან.
20
ისინი დაეცემიან მახვილით დაცემულებთან ერთად, და ისიც მიეცა მახვილს; წაათრიეთ ისიც და მთელი მისი სიმრავლეც.
21
შავეთში ილაპარაკებენ მასზე და მის შემწეებზე უძლიერესნი ძლიერთა შორის; ისინი დაეცნენ და იქვე წვანან მახვილით განგმირულნი წინადაუცვეთელთა გვერდით.
22
იქაა აშური და მთელი მისი მხედრობა; მის ირგვლივაა მისი საფლავები; ყველა მახვილითაა განგმირული და დაცემული.
23
მისი საფლავები შავეთის უფსკრულშია, და მისი მხედრობა მისი საფლავის ირგვლივაა, ყველა განგმირულნი, მახვილით დაცემულნი, ისინი, ვინც შიშის ზარს ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას.
24
იქაა ყელამი მთელი მისი სიმრავლით მისი საფლავის ირგვლივ, ყველა ის განგმირული, მახვილით დაცემული, რომლებიც წინადაუცვეთელებთან ერთად ჩავიდნენ შავეთში, რომლებიც შიშის ზარს ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას და ატარებენ თავიანთ შერცხვენას საფლავებში ჩასულებთან ერთად.
25
განგმირულთა შორის მისცეს მას საწოლი მთელ მის მხედრობასთან ერთად; მის ირგვლივაა მათი საფლავები; ყველანი წინადაუცვეთელნი არიან, მახვილით დაცემულნი; და როგორც ისინი შიშის ზარს ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას, ისე ატარებენ თავიანთ შერცხვენას საფლავში ჩასულებთან ერთად და განგმირულნი არიან განგმირულთა შორის.
26
იქ არიან მეშექი და თუბალი მთელი მათი სიმრავლით; მის ირგვლივაა მათი საფლავები, ყველანი წინადაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმირულნი, რადგან შიშის ზარს ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას.
27
ნუთუ არ უნდა იწვნენ ისინი წინადაუცვეთელ გმირთაგან დაცემულებთან, რომელნიც ჩავიდნენ შავეთში თავიანთი საომარი საჭურვლიანად და თავქვეშ ამოიდეს მახვილები, და მათ ძვლებზე დარჩა მათი ურჯულოება, რადგან ის ძლიერნი შიშის ზარს ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას.
28
და შენ წინადაუცვეთელთა შორის დაილეწები და მახვილით განგმირულებთან ერთად დაწვები.
29
იქაა ედომი და მისი მეფენი და ყველა მისი მთავარნი, რომელნიც თავიანთი ძლიერების მიუხედავად მახვილით დაეცნენ და წინადაუცვეთელთა და საფლავში ჩასულთა შორის წვანან.
30
იქ არიან ჩრდილოეთის ხელმწიფენი, ყველა ისინი, და ყველა ციდონელი, რომელნიც ჩავიდნენ განგმირულებთან ერთად, მათი ზარდამცემი ძლიერებით სირცხვილნაჭამნი და წვანან წინადაუცვეთელნი მახვილით განგმირულებთან ერთად და თან აქვთ წაღებული თავიანთი სირცხვილი საფლავში ჩასულებთან ერთად.
31
მათ იხილავს ფარაონი და ინუგეშებს მთელი მისი სიმრავლის გამო, მახვილით განგმირულთა გამო, ფარაონი და მთელი მისი ლაშქარი, – ამბობს უფალი ღმერთი.
32
რადგან მე მოვგვრი შიშის ზარს ცოცხალთა ქვეყანას, და დაწვება ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე მახვილით განგმირულ წინადაუცვეთელთა შორის, – ამბობს უფალი ღმერთი.
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 33 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48