bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 41
Ezekiel 41
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 40
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 42 →
1
შემდეგ შემიყვანა მან ტაძარში და გაზომა სვეტებს შუა ექვსი წყრთა სიგანე ერთი მხრიდან და ექვსი წყრთა სიგანე მეორე მხრიდან. ეს იყო კარვის სიგანე.
2
სიგანე შესასვლელისა 10 წყრთა; შესასვლელის ფრთა ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს; გაზომა მისი სიგრძე 40 წყრთა და სიგანე 20 წყრთა.
3
და შევიდა შიგნით და გაზომა შესასვლელის სვეტებში კართან ორი წყრთა და შესასვლელი ექვსი წყრთა, და შესასვლელის სიგანე – შვიდი წყრთა.
4
და გაზომა მისი სიგრძე 20 წყრთა და სიგანეც 20 წყრთა ტაძრისა, და მითხრა: ეს არის წმიდათა წმიდა.
5
და გაზომა ტაძრის კედელი ექვსი წყრთა და სიგანე გვერდითი სენაკებისა ოთხ-ოთხი წყრთა ტაძრის ირგვლივ.
6
გვერდითი სენაკები 33 იყო, სენაკი სენაკის გვერდით; და მიუყვებოდა ტძრის კედელს ირგვლივ, რომ ერთმანეთით ყოფილიყვნენ გამაგრებული და ტაძრის კედელს არ დაყრდნობოდნენ.
7
გვერდითი სენაკების სიგანე ფართოვდებოდა მაღლა და მაღლა ტარძრის გარშემო, რადგან ტაძარიც განივრდებოდა მაღლა და მაღლა, ისე რომ ქვედა სართულიდან ზედა სართულზე შუადან იყო ასასვლელი.
8
დავინახე, სახლს ჰქონდა შემაღლებული ბაქანი ირგვლივ; გვერდითი სენაკების საფუძველი სრული ექვსი წყრთა იყო.
9
გვერდითი სენაკების გარეთა კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო, ხოლო ცარიელი ადგილი იყო ტაძრის გვერდით სენაკებს შორის.
10
მანძილი სენაკებს შორის 20 წყრთა იყო ტაძრის ირგვლივ.
11
გვერდითი სენაკიდან ღია სივრცეში იყო გასასვლელები, ერთი გასასვლელი ჩრდილოეთისკენ და ერთი გასასვლელი სამხრეთისკენ; ღია სივრცის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ.
12
შენობა, რომელიც მოედნის წინ იდგა დასავლეთისკენ, სიგანით 70 წყრთა იყო; შენობის კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ და სიგრძე – 90 წყრთა.
13
გაზომა ტაძრის სიგრძე 100 წყრთა; მოედანი შენობითურთ და მისი კედლები სიგრძით 100 წყრთა.
14
ტაძრის სიგანე წინა მხარეს და მოედნისა აღმოსავლეთისკენ 100 წყრთა.
15
გაზომა შენობის სიგრძე მოედნის წინ, მის უკანა მხარეს, თავისი გვერდითი სენაკებით ორივე მხარეს გაზომა 100 წყრთა შიდა ტაძრიანად და ეზოს სტოებითურთ.
16
კარების ზღურბლები და ცხაურიანი სარკმლები და გვერდითი სენაკები ირგვლივ, სამთავე სართულად, ზღურბლების წინ, ხით იყო მოპირკეთებული, ასევე იატაკიდან სარკმლებამდე; სარკმლები ყრუ იყო.
17
შესასვლელის თავზე, როგორც ტაძრის შიგნით, ასევე გარეთ, და მთელ კედელზე ირგვლივ, შიგნიდან და გარედან, მოჩუქურთმებული გამოსახულებები იყო.
18
და ამოკვეთილი იყო ქერუბიმები და ფინიკები. და ფინიკი იყო ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის, და ორ-ორი სახე ჰქონდა ყოველ ქერუბიმს.
19
ადამიანის სახე იყო მიმართული ფინიკისაკენ ერთი მხრიდან, და ლომის ბოკვერის სახე ფინიკისაკენ მეორე მხრიდან. ასე იყო ირგვლივ მთელ ტაძარში.
20
იატაკიდან შესასვლელის თავამდე ქერუბიმები და ფინიკები იყო გამოსახული, ასევე ტაძრის კედლებზე.
21
ტაძრის კარის წირთხლები ოთხკუთხედი იყო, და საწმიდარსაც ისეთივე შესახედაობა ჰქონდა.
22
ხის სამსხვერპლო სიმაღლით სამი წყრთა იყო, სიგრძე – ორი წყრთა. მისი კუთხეები, მისი კვარცხლბეკი და მისი კედლები ხისა იყო; და მითხრა მან: ეს არის მაგიდა, რომელიც უფლის წინაშეა.
23
ორ-ორი კარი ჰქონდა ტაძარსაც და წმიდათა წმიდასაც.
24
თითოეულ კარს ორი ფრთა ჰქონდა, ორივე იღებოდა. ორი ფრთა ერთ კარს და ორი ფრთა მეორე კარს.
25
ტაძრის კარებზე ქერუბიმები და ფინიკები იყო გამოსახული, ისეთი, როგორც კედლებზე. გარეთ, სტოას წინ, ხის ზღურბლი იყო.
26
და ცხაურიანი სარკმლები ფინიკებით სტოას კედლების ორივე მხარეს.
← Chapter 40
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 42 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48