bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 42
Ezekiel 42
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 43 →
1
გამიყვანა მე გარეთა ეზოში ჩრდილოეთის გზით და მიმიყვანა სენაკებთან, რომლებიც მოედნის პირდაპირ იყო მოთავსებული ჩრდილოეთის მხარეს.
2
ჩრდილოეთის შესასვლელის წინა მხარის სიგრძე 100 წყრთა იყო, სიგანე – 50.
3
შიდა ეზოს პირდაპირ ოც წყრთაზე და ქვაფენილის პირდაპირ, გარეთა ეზოში, დერეფანი დერეფნის პირდაპირ იყო სამ სართულად.
4
და სენაკთა წინ გასავლელი 10 წყრთა სიგანით და შიდა გზა ერთი წყრთა; მათი კარებები ჩრდილოეთისკენ იყო.
5
ზედა სენაკები უფრო მოკლე იყო, რადგან დერეფნებს მათგან უფრო მეტი ადგილი ეჭირათ, ვიდრე შენობის ქვემო და შუა სართულებს,
6
რადგან სამსართულად იყო ისინი და არ ჰქონდათ სვეტები, ეზოს სვეტების მსგავსად, ამიტომ დაშორებული იყო ქვემო და შუა სართულებს იატაკიდან.
7
და კედელი, რომელიც გარედან იყო სენაკთა პირდაპირ გარეთა ეზოსკენ, 50 წყრთა იყო.
8
რადგან სენაკთა სიგრძე, რომლებიც გარეთა ეზოში იყო, 50 წყრთა იყო, ხოლო ტაძრის წინ 100 წყრთა იყო.
9
ამ სენაკთა ქვევით, აღმოსავლეთის მხრიდან იყო შესასვლელი, გარეთა ეზოდან შესასვლელად.
10
ეზოს გალავნის სიგანეზე აღმოსავლეთით, მოედნისა და შენობის პირდაპირ სენაკები იყო.
11
გზა მათ წინ იყო მსგავსი იმ სენაკების გზისა, რომლებიც ჩრდილოეთისკენ იყო მიმართული: სიგრძით, სიგანით, და ყველა მათი შესასვლელ-გამოსასვლელით ისეთივე იყო.
12
ისეთივე კარებებით როგორიც სენაკებს ჰქონდა სამხრეთისაკენ, და მათში შესასვლელად კარი იყო გზის დასაწყისში, რომელიც მიუყვებოდა კედლის გასწვრივ აღმოსავლეთისკენ.
13
და მითხრა მან: ჩრდილოეთის სენაკები, სამხრეთის სენაკები, რომლებიც ტაძრის დარბაზის წინაა, წმიდა სენაკებია, სადაც უფალს მიახლოებული მღვდლები ჭამენ უწმიდეს მსხვერპლს. იქ აწყობენ უწმიდეს მსხვერპლებს, და პურეულის ძღვენს, ცოდვისა და დანაშაულის შესაწირავს, რადგან წმიდაა ეს ადგილი.
14
როდესაც იქ მღვდლები შედიან, აღარ უნდა გავიდნენ ამ წმიდა ადგილიდან გარეთა ეზოში, ვიდრე იქ არ დააწყობენ თავიანთ სამოსელს, რომლითაც მსახურება აღასრულეს, რადგან წმიდაა ისინი; მათ სხვა სამოსელი უნდა ჩაიცვან და ისე გავიდნენ ხალხთან.
15
დაასრულა მან შიდა ტაძრის გაზომვა და გამომიყვანა კარიბჭის გზით, რომელიც აღმოსავლეთითაა მიმართული, და გაზომა ის ირგვლივ.
16
და გაზომა აღმოსავლეთის მხარე ლერწმის საზომით – 500 წყრთა.
17
გაზომა ჩრდილოეთის მხარე – 500 წყრთა საზომი ლერწმით.
18
სამხრეთის მხარე გაზომა – 500 წყრთა საზომი ლერწმით.
19
მიტრიალდა დასავლეთისკენ და გაზომა 500 წყრთა საზომი ლერწმით.
20
ოთხივ კუთხივ გაზომა მან იგი; გალავანი იყო მის ირგვლივ, სიგრძე – 500 და სიგანე – 500 წყრთა, რათა გამოეცალკევებინა წმიდა ადგილი არაწმიდისაგან.
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 43 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48