bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 25
Ezekiel 25
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 26 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! მიაქციე პირი ყამონიანებისკენ, და იწინასწარმეტყველე,
3
და უთხარი ყამონის ძეთ: ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი აუგს ამბობ ჩემს საწმიდარზე, რადგან შეიბღალა იგი, – და ისრაელის მიწაზე, რადგან აოხრდა, და იუდას სახლზე, რადგან ტყვეობაშია წაყვანილი, –
4
ამიტომ აჰა, მე მიგცემ შენ აღმოსავლეთის ძეთ სამკვიდროდ. და მოაწყობენ შენს მიწაზე თავიანთ ბანაკებს და გაშლიან თავიანთ კარვებს, შეჭამენ შენი მიწის ნაყოფს და დალევენ შენს რძეს.
5
რაბას ვაქცევ აქლემთა საძოვრებად, და ყამონიანთა ქვეყანას – ცხვრის ფარეხებად. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
6
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ტაშს რომ უკრავდი და ბუქნას რომ უვლიდი და მთელი შენი სულის ზიზღით ხარობდი ისრაელიანთა უბედურებაზე,
7
ამიტომ, აჰა, ხელს მოგიღერებ და მიგცემ ხალხებს საძარცვავად, და მოგკვეთავ ხალხებიდან, და მოგსპობ ქვეყნებიდან; გაგანადგურებ და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი.
8
ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ასე ამბობენ მოაბი და სეყირი: აჰა, როგორც ყველა სხვა ხალხები, ისეა სახლი იუდასი,
9
ამიტომ, აჰა, მე გავარღვევ მოაბის სიმაგრეებს – ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნიერების მშვენებებს: ბეთ-იეშიმოთს, ბაყალ-მეყონს და კირიათაიმს
10
აღმოსავლეთის ძეთათვის და სამემკვიდრეოდ მივცემ მათ, ყამონის ძეებიანად, რათა აღარ იხსენიებოდნენ ყამონიანები ხალხებში,
11
და მოაბს დავდებ მსჯავრს და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
12
ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შურისგებით ექცეოდა ედომი იუდას სახლს და შესცოდა, მის მიმართ შურისძიებით,
13
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელს მოვუღერებ ედომს და მოვსპობ კაცსა და პირუტყვს, და უდაბნოდ ვაქცევ; თემანიდან დედანამდე ყველა მახვილით დაეცემა.
14
და აღვასრულებ შურისგებას ედომზე ჩემი ერის, ისრაელის ხელით და მოექცევიან ედომს ჩემი რისხვისა და გულისწყრომისამებრ; მაშინ მიხვდებიან ჩემს შურისგებას, – ამბობს უფალი ღმერთი.
15
ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ფილისტიმელნი შურისძიებით იქცეოდნენ და სულის ზიზღით იძიებდნენ შურს მოსასპობად მარადიული მტრობით,
16
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ხელს მოვუღერებ ფილისტიმელებს და მოვსპობ ქერეთელებს და გავანადგურებ მათ ნატამალს ზღვის პირას;
17
და აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებას მრისხანე სასჯელებით; და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა შურს ვიძიებ მათზე.
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48