bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 45
Ezekiel 45
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 44
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 46 →
1
და როდესაც წილისყრით გაინაწილებთ ქვეყანას სამემკვიდრეოდ, გამოუყავით უფალს წმიდა ნაწილი მიწიდან სიგრძით 25 ათასი და სიგანით 10 ათასი წყრთა ლერწმის საზომით; წმიდა იქნება ის ადგილი მთელ მის საზღვრებში ირგვლივ.
2
აქიდან საწმიდრისა იქნება კვადრატული ნაკვეთი 500 წყრთა 500 წყრთაზე და 50 წყრთა სიგანის – მოედანი მის ირგვლივ.
3
და ამ საზომით გადაზომე სიგრძე 25 ათასი წყრთა და სიგანე 10 ათასი, და იქ იქნება საწმიდარი და წმიდათა წმიდა.
4
ამ მიწის წმიდა ნაწილი იქნება საწმიდრის მომსახურე მღვდლებისთვის, რომელნიც მიახლოებულნი არიან უფალს, რათა ემსახურონ. და იქნება ის მათი სახლების ჩასადგმელი ადგილი და წმიდა ნაკვეთი საწმიდრისათვის.
5
და 25 ათასი წყრთა სიგრძე და 10 ათასი სიგანე იქნება ტაძარში მომსახურე ლევიანთა საკუთრებად, მათ საცხოვრებლად.
6
და ქალაქის საკუთრებად გაეცით 5 ათასი სიგანით და სიგრძით 25 ათასი წყრთა უფლისთვის გამოყოფილი წმიდა ადგილის გასწვრივ; ეს მთელი ისრაელის სახლს უნდა ეკუთვნოდეს.
7
მთავარს კი მიეცით წილი თითოეული მხრიდან, წმიდის შესაწირავისა და ქალაქის საკუთრებიდან წმიდის შესაწირავის წინ და ქალაქის საკუთრების წინ ზღვის მხრიდან ზღვისაკენ და აღმოსავლეთის მხრიდან აღმოსავლეთით. და სიგრძე მისი თანაბარი იქნება ერთი ნაწილისა დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე.
8
ეს იქნება მისი მიწა, მისი სამფლობელო ისრაელში, რათა ჩემმა მთავრებმა აღარ შეავიწროვონ ჩემი ერი, და რათა მისცენ ისრაელის სახლს მიწა მათი ტომების მიხედვით.
9
ასე ამბობს უფალი ღმერთი: გეყოთ, ისრაელის მთავარნო! დაივიწყეთ ძალადობა და ძარცვა-გლეჯა, ქმენით მართალი სამართალი და შეწყვიტეთ ჩემი ერის დევნა, – ამბობს უფალი ღმერთი. –
10
გქონდეთ სწორი სასწორი, სწორი ეფა და სწორი ბათი.
11
ეფა და ბათი ერთი ზომისა იყოს, რათა ჩაეტიოს ხომერის მეათედი ბათში და მეათედი ხომერისა ეფაში; ხომერის მიხედვით იყოს მათი ტევადობა.
12
შეკელში 20 გერაა. 20 შეკელი და 25 შეკელი და 15 შეკელი თქვენი ერთი მნა იქნება.
13
ესაა შესაწირავი, რომელსაც უნდა სწირავდეთ: ერთი ხომერი ხორბლიდან მეექვსედი ეფა და მეექვსედი ეფა ერთი ხომერი ქერიდან.
14
ზეთზე დაწესებულია: ერთი ქორი ზეთიდან ბათის მეათედი; 10 ბათი არის ერთ ხომერში, რადგან 10 ქორია ხომერში.
15
ერთი კრავი ყოველი 200 ცხვრიდან, ისრაელის ნოყიერი საძოვრებიდან: ეს ყველაფერი პურეულის ძღვნად და სრულადდასაწველ და სამადლობელო მსხვერპლად, რათა განიწმიდონ, – ამბობს უფალი ღმერთი.
16
ქვეყნის მთელმა ერმა უნდა მიუტანოს ეს შესაწირავი ისრაელის მთავარს.
17
მთავარზე იქნება სრულადდასაწველნი და ძღვენი და პურეულის ძღვენი და საღვრელი დღესასწაულებში, ახალ მთვარობებში და შაბათებში, ისრაელის ტაძრის ყველა დღესასწაულებზე; მან უნდა მიიტანოს ცოდვის მსხვერპლი და პურეულის ძღვენი, და სრულადდასაწველი, და სამადლობელო მსხვერპლი, ისრაელის სახლის განსაწმედად.
18
ასე ამბობს უფალი ღმერთი: პირველი თვის პირველ დღეს მოიყვანე უხინჯო ხბო ნახირიდან და გაწმიდე ცოდვისგან საწმიდარი.
19
აიღოს მღვდელმა ცოდვის შესაწირავის სისხლი და აპკუროს ტაძრის წირთხლებსა და სამსხვერპლოს შვერილის ოთხივე კუთხეს და შიდა ეზოს კარიბჭის წირთხლებს.
20
ასე გააკეთე ამ თვის მეშვიდე დღეს მათთვის, ვინც შესცოდეს უნებლიედ ან უმეცრებით, და ასე განწმიდეთ ტაძარი.
21
პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს უნდა გქონდეთ პასექი, შვიდდღიანი დღესასწაული, როცა უფუარს უნდა ჭამდეთ.
22
იმ დღეს მთავარმა უნდა გაამზადოს თავისთვის და ქვეყნის მთელი ერისთვის ხბო ცოდვის მსხვერპლად.
23
დღესასწაულის შვიდივე დღეს მან უნდა მიუტანოს უფალს სრულადდასაწველად დღეში შვიდი უხინჯო ხბო და შვიდი ვერძი, და ცოდვის მსხვერპლად დღეში ერთი თხა.
24
მიიტანოს ერთი ეფა პურეულის ძღვენი ხბოზე და ვერძზე და ერთი ჰინი ზეთი ეფაზე.
25
მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, დღესასწაულზე, ყოველივე ეს გააკეთოს შვიდი დღის განმავლობაში: იგივე ცოდვის მსხვერპლი, იგივე სრულადდასაწველი, და იმდენივე პურეულის ძღვენი და იმდენივე ზეთი.
← Chapter 44
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 46 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48