bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 40
Ezekiel 40
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 41 →
1
ჩვენი ტყვეობის ოცდამეხუთე წელს, წლის დასაწყისში, თვის მეათე დღეს, ქალაქის დაცემის მეთოთხმეტე წელს, სწორედ იმ დღეს იყო ჩემზე ხელი უფლისა და მიმიყვანა იქ.
2
ღვთიურ ხილვებში მომიყვანა მე ისრაელის ქვეყანაში და დამსვა ძალიან მაღალ მთაზე, და მასზე, სამხრეთის მხარეს, ქალაქური შენობები იყო;
3
და მიმიყვანა იქ. და, აჰა, ვნახე კაცი, რომელსაც სახე ბრიჯაოსავით უბზინავდა; ხელში სელის ლარი და საზომი ლერწამი ჰქონდა და იდგა იგი კარიბჭეში.
4
და მელაპარაკა ის კაცი: ადამის ძევ! ნახე შენი თვალით და შენი ყურით მოისმინე და გულთან მიიტანე ყოველივე, რასაც მე გიჩვენებ, რადგან მოყვანილი ხარ აქ იმისათვის, რომ გიჩვენო. ყოველივე, რასაც აქ იხილავ, უთხრა ისრაელის სახლს.
5
აჰა, გალავანია ტაძრის ირგვლივ და იმ კაცს ლერწმის ექვსი წყრთის სიგრძის საზომი აქვს ხელთ; იმ წყრთაში – წყრთა და ერთი მტკაველია. და გაზომა სიგანე ამ შენობისა და იყო ერთი ლერწამი, და სიმაღლეც – ერთი ლერწამი.
6
და მივიდა კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისაკენ იყო მიმართული, და ავიდა მის საფეხურებზე და გაზომა კარიბჭის ერთი ზღურბლი; სიგანე ერთი ლერწამი, მეორე ზღურბლის სიგანეც ერთი ლერწამი.
7
და თითო გვერდითა სენაკის სიგრძე ერთი ლერწამი იყო და სიგანეც – ერთი ლერწამი; და სენაკებს შორის ხუთი წყრთა იყო; კარიბჭის ზღურბლი შიდა კარიბჭის სტოასთან ერთი ლერწამი იყო;
8
გაზომა შიდა კარიბჭის სტოა და ერთი ლერწამი იყო.
9
გაზომა კარიბჭის სტოა – რვა წყრთა იყო; და მისი სვეტები ორ-ორი წყრთა იყო; კარიბჭის სტოა შიგნით იყო.
10
აღმოსავლეთის კარიბჭეს ერთ მხარეს სამი სენაკი ჰქონდა, მეორე მხარესაც სამი; ერთი ზომის იყო სამივე; ერთი ზომის იყო ორივე მხარის სვეტები.
11
გაზომა კარიბჭის შესასვლელის სიგანე და ათი წყრთა იყო, სიგრძე – ცამეტი წყრთა;
12
სენაკების წინ ფართობი თითო წყრთა იყო ორივე მხარეს; სენაკები – ექვსი წყრთა ერთ მხარეს და ექვსი წყრთა მეორე მხარეს.
13
გაზომა კარიბჭე ერთი სენაკის სახურავიდან მეორე სენაკის სახურავამდე – სიგანე ოცდახუთი წყრთა; კარი კარის პირდაპირ იყო;
14
სვეტებს შუა 60 წყრთა გამოუვიდა; სვეტების წინ ეზო და კარიბჭე იყო.
15
და შესასვლელის კარიბჭიდან შიდა კარიბჭის სტოამდე – 50 წყრთა.
16
ცხაურიანი სარკმლები ჰქონდა სენაკებს და სვეტებს კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; და ასევე სტოებს; სარკმლები იყო ირგვლივ შიდა მხარეს და სვეტებზე პალმები იყო.
17
და მიმიყვანა მე გარეთა ეზოში და, აჰა, ვნახე სენაკები, და ქვაფენილია დაგებული ეზოში ირგვლივ, 30 სენაკი იმ ქვაფენილზე.
18
ქვაფენილი კარიბჭეთა გვერდით იყო, მთელს სიგრძეზე; ეს იყო ქვედა ქვაფენილი.
19
გაზომა სიგანე ქვედა კარიბჭიდან შიდა ეზოს ბოლომდე 100 წყრთა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით.
20
ჩრდილოეთისკენ მიმართული გარეთა ეზოს კარიბჭის სიგრძე და სიგანეც გაზომა.
21
სენაკები ერთ მხარეს სამი იყო, მეორე მხარესაც სამი; მისი სვეტები და სტოა პირველი კარიბჭის ზომისა იყო – სიგრძე 50 წყრთა და სიგანე 25 წყრთა.
22
სარკმლები, სტოები და ფინიკის ჩუქურთმები იმავე ზომისა ჰქონდა, როგორც აღმოსავლეთის კარიბჭეს; შვიდი საფეხური იყო ასასვლელი და სტოა მის წინ;
23
შიდა ეზოს კარიბჭე ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კარიბჭეთა პირდაპირ იყო; და გაზომა კარიბჭიდან კარიბჭემდე 100 წყრთა.
24
და წამიყვანა მან სამხრეთისაკენ, და აჰა, სამხრეთის კარიბჭე. და გაზომა მისი სვეტები და სტოა და იგივე ზომისა იყო.
25
და ჰქონდა სარკმლები და სტოები ირგვლივ ისეთივე, როგორც სხვა სარკმლები იყო; სიგრძე 50 წყრთა და სიგანე 25 წყრთა.
26
და იყო ასასვლელი შვიდ საფეხურიანი, სტოა მის წინ და პალმის ჩუქურთმები მის სვეტებზე, თითო-თითო ორივე მხარეს;
27
და იყო შიდა ეზოს კარიბჭე სამხრეთისაკენ. გადაზომა იმ კარიბჭიდან მეორე კარიბჭემდე სამხრეთისაკენ 100 წყრთა.
28
და შემიყვანა სამხრეთის კარიბჭით შიდა ეზოში, და გაზომა სამხრეთის კარიბჭე და იგივე ზომისა იყო.
29
მათი გვერდითი სენაკები, მათი სვეტები და სტოები იმავე ზომისა იყო. ირგვლივ სარკმლები ჰქონდა სენაკებსა და სტოებს; სენაკებსა და მათ სტოებს 50 წყრთა ეჭირა სიგრძით და 25 სიგანით.
30
ირგვლივ სტოები იყო სიგრძით 25 და სიგანით ხუთი წყრთა.
31
მისი სტოები გადიოდა გარეთა ეზოსაკენ; და ფინიკები იყო დახატული მის სვეტებზე, და რვა საფეხური ჰქონდა მასზე ასასვლელად.
32
და შემიყვანა აღმოსავლეთის კარიბჭით შიდა ეზოში და გაზომა ის კარიბჭე და იგივე ზომების იყო.
33
მისი სენაკები, სვეტები და სტოები იმავე ზომისა იყო. სარკმლები ჰქონდა ირგვლივ სენაკებსა და მათ სტოებს: სიგრძე 50 წყრთა და სიგანე 25 წყრთა.
34
მისი სტოები გადიოდა გარეთა კარიბჭისაკენ; და მის სვეტებზე ფინიკები იყო ორივე მხრიდან; რვა საფეხური ადიოდა მისკენ.
35
მიმიყვანა მე ჩრდილოეთის კარიბჭესთან და გაზომა და იგივე ზომებისა იყო.
36
თავისი სენაკებით, თავისი სვეტებით, თავისი სტოებით და სარკმლებით ირგვლივ იყო სიგრძით 50 წყრთა და სიგანით 25 წყრთა.
37
მისი სტოა მიმართული იყო წინა ეზოსაკენ, სვეტებს ფინიკის ჩუქურთმები ედგა ორივე მხარეს და ასასვლელი რვა საფეხურიანი იყო.
38
სენაკი ჰქონდა თავისი შესასვლელით კარიბჭის სვეტებთან. იქ ბანდნენ სრულადდასაწველს.
39
კარიბჭის სტოაში ორი მაგიდა იდგა ერთ მხარეს და ორი მაგიდა მეორე მხარეს, რათა ზედ დაეკლათ სრულადდასაწველი და ცოდვის შესაწირავი და დანაშაულის შესაწირავი მსხვერპლები.
40
გარეთა ფრთაზე ასასვლელთან, ჩრდილოეთის კარიბჭის შესასვლელთან ორი მაგიდა იდგა, მეორე ფრთაზე კარიბჭის სტოასთანაც ორი მაგიდა იდგა;
41
ოთხი მაგიდა ერთ მხარეს და ოთხი მაგიდა მეორე მხარეს, კარიბჭის ფრთასთან; რვა მაგიდა იყო მსხვერპლის დასაკლავად.
42
ოთხი მაგიდა სრულადდასაწველისთვის თლილი ქვისაგან გაკეთებული; სიგრძე ერთნახევარი წყრთა, სიგანე ერთნახევარი წყრთა და სიმაღლე ერთი წყრთა; მასზე აწყობდნენ იარაღს, რომლითაც უნდა დაეკლათ სრულადდასაწველი და სხვა მსხვერპლები.
43
და ორკაპი ჩანგლები, ერთი მტკაველის სიგანისა, მიმაგრებული იყო შენობის კედელზე ორივე მხარეს, მაგიდებზე კი სამსხვერპლო ხორცი ეწყო.
44
შიდა კარიბჭის გარეთ მგალობელთა სენაკები იყო; შიდა ეზოში, ჩრდილოეთის კარიბჭის ფრთასთან; ერთი სამხრეთისაკენ იყურებოდა, მეორე კი აღმოსავლეთის კარიბჭის ფრთასთან – ჩრდილოეთისაკენ იყო მიქცეული.
45
და მითხრა მან: ეს საკანი, სამხრეთისაკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისათვისაა, რომლებიც ტაძრის სამსახურს ასრულებენ.
46
ხოლო სენაკი, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, მღვდლებისთვისაა, რომლებიც სამსხვერპლოს სამსახურს ასრულებენ; ესინი ცადოკის ძენი არიან, ლევის ტომიდან, უფლის ახლოს მყოფნი და მისი მსახურნი.
47
და გადაზომა ეზო: სიგრძით 100 წყრთა და სიგანითაც 100 წყრთა. სამსხვერპლო ტაძრის წინ იდგა.
48
და მიმიყვანა ტაძრის სტოასთან და გადაზომა სტოას სვეტებში: ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს, კარიბჭის სიგანე სამი წყრთა ერთ მხარეს და სამი წყრთა მეორე მხარეს.
49
სტოას სიგრძე – 20 წყრთა და სიგანე – 12 წყრთა; აღსავალთან, რომლითაც ადიან, სვეტები იყო, ერთი – ერთ მხარეს, მეორე – მეორე მხარეს.
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 41 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48