bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 23
Ezekiel 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 24 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! იყო ორი ქალი, ასული ერთი დედისა.
3
და მეძაობდნენ ისინი ეგვიპტეში, სიყმაწვილეშივე იმეძავეს. იქ დაუსრისეს მათ ძუძუები და დაუჭყლიტეს დვრილნი ქალწულობისა.
4
და სახელები მათი: უფროსისა – ოჰოლა და მისი დისა – ოჰოლიბა. და ჩემები იყვნენ ისინი და მიშვეს ძენი და ასულნი. და სახელები მათი: ოჰოლა სამარია არის და ოჰოლიბა – იერუსალიმი.
5
და გაბოზდა ოჰოლა ჩემს ხელში და ეტრფოდა თავის საყვარლებს, აშურელ მეომრებს,
6
ძოწეულით შემოსილ სპასპეტსა და ერისმთავრებს. ყველანი ლამაზი ჭაბუკები იყვნენ – მხედრები, ცხენებზე ამხედრებულნი.
7
და იმეძავა მათთან, აშურის ყველა რჩეულ ძესთან, ვისაც ეტრფოდა, და ყველა მათი კერპით შეიბილწა.
8
და თავისი მეძაობა ეგვიპტეში არ მიატოვა, რადგან იწვნენ მასთან მის სიყმაწვილეში და მათ სრისეს მისი სიქალწულის დვრილები და დაღვარეს თავიანთი სიძვა მასზე.
9
ამიტომ მივეცი მე იგი მისი საყვარლების ხელთ, აშურის ძეთა ხელთ, რომლებსაც ეტრფოდა.
10
მათ გამოაჩინეს მისი სიშიშვლე, მისი ძენი და ასულნი წაიყვანეს, ის კი მახვილით მოკლეს. და გახდა მისი სახელი სირცხვილად ქალთა შორის და მსჯავრი დასდეს მას.
11
და დაინახა ეს მისმა დამ, ოჰოლიბამ, და თავის დაზე მეტად გახრწნა თავისი ტრფიალება, და მეძაობით თავისი დის მეძაობას გადააჭარბა.
12
ისიც აშურის ძეთ ეტრფოდა, სპასპეტთა და ერისმთავართ, თავის მეზობლებს ბრწყინვალედ შემოსილთ, მხედრებს, ცხენებზე ამხედრებულთ – ყველა რჩეულ ჭაბუკს.
13
და მე ვნახე, რომ შეიბილწა – ერთი გზა ჰქონდა ორივე დას.
14
მოუმატა თავის მეძაობას: ნახა კაცები გამოხატულნი კედელზე, გამოსახულებანი ქალდეველთა, სინგურით დახატული,
15
წელზე სარტყელშემორტყმულნი, თავზე დოლბანდჩამოფარებულნი, მსგავსნი მხედართმთავართა, შესადარნი ბაბილონის ძეთა, რომელთა მშობლიური ქვეყანა ქალდეა არის.
16
და მიეტრფო მათ თვალის ერთი შეხედვით და გაგზავნა მათთან მოციქულნი ქალდეაში.
17
და მივიდნენ მასთან ძენი ბაბილონისა სასიყვარულო სარეცელზე და შებილწეს იგი თავიანთი სიძვით. და შეიბილწა მათგან და განშორდა მათ მისი სული.
18
და გამოაჩინა მან თავისი მეძაობა და გამოაჩინა თავისი სასირცხვო. და განშორდა ჩემი სული მას, როგორც განშორდა ჩემი სული მის დას.
19
და ამრავლა მან თავისი მეძაობა, როცა იხსენებდა თავის სიყმაწვილის დღეებს, როდესაც მეძაობდა ეგვიპტის ქვეყანაში,
20
და ეტრფოდა თავის საყვარლებს, რომელთა ხორციც ვირების ხორცია და ულაყთა ქუქუნია მათი ქუქუნი.
21
შენ გაიხსენე გარყვნილება შენი სიყმაწვილისა, როცა ეგვიპტელნი გისრესდნენ შენი სიყმაწვილის ძუძუთა დვრილებს.
22
ამიტომ, ოჰოლიბა, – ასე ამბობს უფალი ღმერთი, – აჰა, მე აღვძრავ შენს საყვარლებს შენზე, რომელთაც მოშორდა შენი სული და მოგისევ მათ ყოველი მხრიდან,
23
ბაბილონის ძეთ და ყველა ქალდეველს, ფეკოდელს, შოაყელს და კოაყელს, აშურის ყველა ძეს მათთან ერთად, ლამაზ ჭაბუკთ, სპასპეტთ და ერისმთავართ, მხედართმთავართ და დიდებულთ – ცხენებით მოდგრიალეთ.
24
შეგესევიან საჭურვლით, ცხენებითა და ეტლებით ხალხთა ბრბოები; გარს მოგიცავენ თოროსნები ფარმუზარადით. და მე მიგცემ მათ სამსჯავროდ და დაგდებენ მსჯავრს თავიანთი სამართლით.
25
და მოვაწევ ჩემს გულისწყრომას შენზე და რისხვით მოგექცევიან ისინი, ცხვირსა და ყურებს დაგაჭრიან და შენი დანარჩენები მახვილით დაეცემიან. შენს ძეთ და შენს ასულთ ტყვეებად გაირეკავენ და შენს დანარჩენს ცეცხლი შეჭამს.
26
სამოსელს შემოგძარცვავენ და წაიღებენ შენს სამკაულებს.
27
და აღვკვეთავ შენს გარყვნილებას და შენს ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ შენს მეძაობას, და აღარ მიაპყრობ თვალებს მათ და ეგვიპტეს აღარ გაიხსენებ.
28
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: მე გადაგცემ შენ იმათ ხელთ, ვინც შეიძულე, იმათ ხელთ, ვინც მოიშორა შენმა სულმა,
29
მოგექცევიან შენ სიძულვილით და წაიღებენ მთელ შენს ქონებას, და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს, და გამოჩნდება შენი უხამსობის სირცხვილი, შენი გარყვნილება და შენი მეძაობა.
30
ეს დაგემართება შენი მეძაობის გამო წარმართებთან, მათი კერპებით რომ შეიბილწე.
31
შენი დის გზაზე დადიოდი; ამიტომ მოგცემ ხელთ მის სასმისს.
32
ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენი დის სასმისს შესვამ, ღრმასა და ფართოს და იქნები დასაცინი და მასხარად აგდებული; ბევრს იტევს იგი.
33
სიმთვრალითა და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთილებისა და გატიალების სასმისია შენი დის, სამარიის, სასმისი.
34
შესვამ მას და გამოწრუპავ, ნაპირებს მოულოკავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი ეს! – ამბობს უფალი ღმერთი.
35
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან შენ დამივიწყე და ზურგსუკან მომისროლე, ატარე ახლა შენი გარყვნილებისა და მეძაობის სასჯელი.
36
და მითხრა უფალმა მე: ადამის ძევ! მსჯავრი გინდა დასდო ოჰოლასა და ოჰოლიბას? უთხარი მათ მათი სისაძაგლეები.
37
რადგან ისინი მეძაობდნენ და ხელი სისხლში აქვთ გასვრილი. თავიანთ კერპებთან მეძაობდნენ და თავის ძეებს, რომლებიც მე მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ კერპების შესაჭმელად.
38
კიდევ აი რა გამიკეთეს მე: შებღალეს ჩემი საწმიდარი იმ დღეს და ჩემი შაბათები შელახეს.
39
და როდესაც სწირავდნენ თავის შვილებს თავიანთ კერპებს, იმავე დღეს მოდიოდნენ ჩემს საწმიდარში და ბღალავდნენ მას. აი როგორ იქცეოდნენ ისინი ჩემს სახლში.
40
ამას გარდა შორიდან მოსასვლელ ხალხსაც კი იბარებდნენ; მოციქული იგზავნებოდა; მოდიოდნენ ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იოლავდი და სამკაულებით ირთვებოდი;
41
ბრწყინვალე საწოლზე ჯდებოდი და გაწყობილი ტაბლა იდგა მის წინ და ზედ ჩემს საკმეველსა და ჩემს ზეთს აწყობდი.
42
უდარდელი ბრბოს ხმა გაისმოდა იქ და ამ უამრავ ხალხთან მოჰყავდათ უდაბნოდან საბეელები, რომლებიც სამაჯურებს უკეთებდნენ ხელებზე მათ და თავზე ლამაზ გვირგვინებს ადგამდნენ.
43
და მე ვთქვი მეძაობით გაცვეთილებზე: ახლა კი დამთავრდება მისი მეძაობა მასთან ერთად.
44
და მოდიოდნენ მასთან, როგორც მიდიან მეძავ ქალთან, ისე მოდიოდნენ ოჰოლასთან და ოჰოლიბასთან – გარყვნილ ქალებთან.
45
მაგრამ მართალი ხალხი განსჯის მათ გარყვნილთა მსჯავრით და სისხლისმღვრელთა მსჯავრით, რადგან გარყვნილნი არიან და სისხლია მათ ხელებზე.
46
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი ისინი ძრწოლასა და ძარცვა-გლეჯას.
47
და ჩაქოლავს მათ კრებული ქვით, და დაჩეხავენ მათ თავისი მახვილებით, მათ ძეთა და ასულთ დახოცავენ და მათ სახლებს ცეცხლში დასწვავენ.
48
და შევწყვეტ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე და ყველა ქალი ისწავლის ჭკუას და არ მოიქცევიან თქვენი გარყვნილებისამებრ.
49
და თქვენზევე მოაქცევენ თქვენს გარყვნილებას და იტვირთავთ თქვენს კერპთა ცოდვებს, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48