bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 44
Ezekiel 44
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 43
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 45 →
1
და დამაბრუნა მან საწმიდრის აღმოსავლეთისაკენ მიქცეული გარეთა კარიბჭის გზით, და დახშული იყო იგი.
2
და მითხრა მე უფალმა: ეს კარიბჭე დახშული იქნება, არ გაიღება და კაცი არ შევა მასში, რადგან ისრაელის უფალი ღმერთი შევიდა მასში, და იქნება იგი დახშული.
3
ხოლო მთავარი კი დაჯდება იქ, როგორც მთავარი, რათა ჭამოს პური უფლის წინაშე. სტოას კარიბჭის გზით შევა და იმავე გზით გამოვა.
4
შემდეგ მიმიყვანა მან ჩრდილოეთის კარიბჭის გზით ტაძრის წინ და დავინახე, რომ უფლის დიდებამ გაავსო ტაძარი უფლისა, და პირქვე დავემხე.
5
და მითხრა უფალმა: ადამის ძევ! დაიმახსოვრე და დაინახე შენი თვალით, და გაიგონე შენი ყურით ყოველივე, რასაც გეუბნები უფლის ტაძრის ყველა წესსა და რჯულზე, და დაიმახსოვრე ტაძარში ყველა შესასვლელი და საწმიდრის ყველა გასასვლელი.
6
და უთხარი ისრაელის მეამბოხე სახლს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გეყოფათ სისაძაგლეთა კეთება, სახლო ისრაელისა!
7
რომ მოგყავდათ უცხოტომელნი, წინადაუცვეთელნი გულით და წინადაუცვეთელნი ხორცით, რათა ყოფილიყვნენ ისინი ჩემს საწმიდარში, რათა შეებღალათ ჩემი ტაძარი, როდესაც მსხვერპლად მოგქონდათ ჩემი პური, ლურთები და სისხლი და არღვევდით ჩემს აღთქმას მთელი თქვენი სისაძაგლეებით.
8
არ ასრულებდით მოვალეობას ჩემს სიწმიდეთა მიმართ, და თქვენს ნაცვლად მათ აყენებდით ჩემი საწმიდრის გუშაგებად.
9
ასე ამბობს უფალი ღმერთი: არც ერთი უცხოთესლი, რომელიც ისრაელის ძეთა შორის ცხოვრობს – წინადაუცვეთელი გულითა და წინადაუცვეთელი ხორცით – არ უნდა შემოვიდეს ჩემს საწმიდარში, თვით ის უსხოთესლი, რომელიც ისრაელიანთა შორის ცხოვრობს.
10
რადგან ლევიანებიც, რომელნიც განმიდგნენ ისრაელის განდგომისას, რომელთაც მიმატოვეს და კერპებს გაედევნენ, იტვირთავენ სასჯელს თავიანთი ურჯულოების გამო.
11
და იქნებიან ლევიანები ჩემს საწმიდარში ტაძრის კარიბჭეთა მცველებად და ტაძრის სამსახურის აღმსრულებლებად; ისინი დაკლავენ ხალხისთვის სრულადდასაწველს და სხვა მსხვერპლებს და იდგებიან მათ წინაშე, რათა მოემსახურონ მათ.
12
რადგან ისინი ემსახურებოდნენ მათ მათი კერპების წინაშე და აცდუნებდნენ ისრაელის სახლს ურჯულოებისაკენ, ამიტომაც მე ხელი აღვმართე მათზე, – ამბობს უფალი ღმერთი, – და იტვირთავენ ისინი თავიანთ ცოდვების სასჯელს.
13
ვერ მომეახლებიან ისინი, რომ მღვდლობა გამიწიონ და მიეახლონ ყოველ ჩემს სიწმიდეს, ჩემს წმიდათა წმიდას, არამედ იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს და თავიანთ სისაძაგლეს, რაც ჩაიდინეს.
14
და დავაყენებ მათ ჩემი ტაძრის სამსახურის შესასრულებლებად ყველა საქმეში და ყველაფერში, რაც აქ კეთდება.
15
ლევიანი მღვდლები, ცადოკის შთამომავალნი, რომელნიც ასრულებდნენ სამსახურს ჩემს საწმიდარში, როდესაც ისრაელის ძენი განმიდგნენ, მომიახლოვდებიან, რათა მემსახურონ და იდგნენ ჩემს წინაშე, რათა შემომწირონ მე ლურთები და სისხლი, – ამბობს უფალი ღმერთი.
16
ისინი შემოვლენ ჩემს საწმიდარში და მიუახლოვდებიან ჩემს ტრაპეზს, რათა მემსახურონ მე და აღასრულონ თავიანთი მოვალეობა.
17
და როდესაც მივლენ შიდა ეზოს კარიბჭესთან, სელის სამოსელი უნდა ეცვათ და არაფერი მატყლისა შიდა ეზოს კარიბჭეებში და ტაძარში მსახურებისას.
18
სელის კიდარი ედგმებათ თავზე და სელის არდაგი ექნებათ შემორტყმული წელზე. ისეთი არაფერი უნდა შემოიხვიონ, რომ გაიოფლონ.
19
და როდესაც გარეთა ეზოში გავლენ ხალხთან, უნდა გაიხადონ სელის სამოსელი, რომლითაც მსახურობენ და დააწყონ წმიდა სენაკებში, და ჩაიცვან სხვა სამოსელი, რათა არ შეეხონ ხალხს თავიანთი წმიდა სამოსლით.
20
თავი არ უნდა გადაიპარსონ, მაგრამ თმაც არ უნდა დაიგრძელონ – თავი უნდა გაიკრიჭონ.
21
და ღვინო არ უნდა დალიონ მღვდლებმა შიგნითა ეზოში შესვლისას.
22
ქვრივი ან ქმრისგან გაშვებული არ უნდა შეირთონ ცოლად, არამედ მხოლოდ ქალწული ისრაელის სახლის თესლიდან და მღვდლის ქვრივი.
23
ჩემს ერს ასწავლონ გარჩევა წმიდისა და არაწმიდისა და განსხვავება უსუფთაოსა და სუფთას შორის აუწყონ მათ.
24
როცა დავის დროს დადგებიან განსასჯელად, ჩემი სამართლით განსაჯონ; ჩემი რჯული და ჩემი წესები დაიცვან ჩემს ყველა დღესასწაულზე და ჩემი შაბათები წმიდად შეინახონ.
25
მკვდარს არ შეეხონ, რათა არ შეიბილწონ; შეუძლიათ მხოლოდ მამას და დედას, ძესა და ასულს, ძმასა და გაუთხოვარ დას არ მოერიდნენ.
26
და მისი განწმედის შემდეგ შვიდ დღეს გადაუთვლიან მას.
27
და იმ დღეს, როდესაც შევა ის წმიდაში, შიდა ეზოში, რათა იმსახუროს წმიდაში, შესწირავს თავისი ცოდვის მსხვერპლს, – ამბობს უფალი ღმერთი.
28
და ნუ ექნებათ მათ სამკვიდრო, მე ვარ მათი სამკვიდრო; და საკუთრებას ნუ მისცემთ მათ ისრაელში, რადგან მე ვარ მათი საკუთრება.
29
მათ ჭამონ პურეულის ძღვენი, მსხვერპლი ცოდვისა და დანაშაულისა; და ყოველი დარისხებული ისრაელში მათ ეკუთვნით.
30
ყოველი ნათავარი, ყოველი პირველმოწეული და ყოველი აღსამართავი შესაწირი თქვენს აღსამართავთაგან მღვდლებს ეკუთვნით. თქვენი ცომის ნათავარი მღვდელს მიეცით, რომ კურთხევამ დაივანოს თქვენს სახლზე.
31
არავითარი უსულადო და ნამხეცავი არ ჭამონ მღვდლებმა – არც ფრინველისა და არც პირუტყვისა.
← Chapter 43
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 45 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48