bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 29
Ezekiel 29
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 30 →
1
მეათე წელს, მეათე თვის მეთორმეტე დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! პირი ქენი ეგვიპტის მეფის, ფარაონის, მიმართ, და იწინასწარმეტყველე მასზე და მთელ ეგვიპტეზე,
3
ელაპარაკე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ, ფარაონო, ეგვიპტის მეფევ, დიდო ურჩხულო, რომელიც გაწოლილხარ შენს მდინარეთა შორის და ამბობ: ჩემია მდინარე და მე წარმოვშვიო იგი ჩემთვის.
4
მაგრამ მე გაგიყრი ჩანგლებს ყბებში და აგაკრავ შენი მდინარეების თევზებს ქერეჭებზე, და ამოგათრევ შენი მდინარეებიდან და ყველა შენი მდინარის თევზი ქერეჭზე გექნება მიკრული;
5
და დაგყრით უდაბნოში შენ და შენი მდინარეების თევზებს. ვრცელ ტრამალზე დაეცემი; არავინ აგკრეფთ და არავინ შეგაგროვებთ; ტყის ნადირსა და ცის ფრინველებს მიგცემ საჯიჯგნად.
6
და გაიგებს ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ მე ვარ უფალი; რადგან ეგვიპტელნი ლერწმის საყრდენი იყვნენ ისრაელის სახლისთვის.
7
როდესაც გიბჯენდნენ, შენ იმსხვრეოდი და მხრებში ესობოდი მათ; და როდესაც გეყრდნობოდნენ, ტყდებოდი და წელს უსერავდი.
8
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე მომაქვს შენზე მახვილი და მოვსრავ შენს კაცსა და პირუტყვს.
9
გაპარტახდება და გაუდაბნოვდება ეგვიპტის ქვეყანა, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, რადგან ის ამბობს: ჩემია მდინარე და მე წარმოვშვიო იგი;
10
ამიტომ, აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ და შენი მდინარეების წინააღმდეგ, და გავხდი ეგვიპტის ქვეყანას უდაბურად, უკაცრიელად, მიგდოლიდან სიენემდე და ქუშის საზღვრამდე.
11
არ გაიჭაჭანებს იქ ადამიანის ფეხი და პირუტყვის ჩლიქი არ დაეკარება მას, და არავინ დასახლდება იქ ორმოც წელიწადს.
12
და უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას უკაცრიელ ქვეყნებს შორის; და მისი ქალაქები უდაბურ ქალაქებს შორის უკაცრიელნი იქნებიან ორმოც წელიწადს. და გავფანტავ ეგვიპტელთ ხალხებში და გავაბნევ ქვეყნებში.
13
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: 40 წლის ბოლოს შევკრებ ეგვიპტეს იმ ხალხებიდან, რომლებშიც გაიფანტნენ ისინი.
14
და დავაბრუნებ ეგვიპტის ტყვეებს, დავაბრუნებ მათ ფათროსის ქვეყანაში, მათი წარმოშობის ქვეყანაში, და იქნებიან იქ დამდაბლებულ სამეფოდ.
15
სხვა სამეფოებს შორის დამდაბლდება და ვეღარ აღზევდება ხალხებზე; და მე შევამცირებ მას, რათა ვეღარ გაუბატონდეს ხალხებს.
16
და აღარ იქნება ის ისრაელის სახლის საყრდენად, მათი ურჯულოების გამახსენებლად, როდესაც მიმართავდნენ მას. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.
17
ოცდამეშვიდე წელს, პირველი თვის პირველ დღეს, იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
18
ადამის ძევ! ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა მოქანცა თავისი ლაშქარი ცორის წინააღმდეგ; ყველა თავი გაქაჩლდა და ყველა ბეჭი გადატყავდა, მაგრამ ვერც მან და ვერც მისმა ლაშქარმა ჯილდო ვერ მიიღო ცორიდან იმ კირთებისათვის, რასაც ირჯებოდა მის წინააღმდეგ.
19
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტის ქვეყანას, და წაიღებს ის მის ქონებას, მიიტაცებს მის ნადავლს, და გაძარცვავს მას და ექნება ჯილდო მის ლაშქარს.
20
მისი გარჯის ჯილდოდ, რომელიც გასწია მან იქ, ვაძლევ ეგვიპტის ქვეყანას, რადგან ისინი ჩემთვის ირჯებოდნენ, – ამბობს უფალი ღმერთი. –
21
იმ დღეს დავუბრუნებ რქას ისრაელის სახლს, და გაგიხსნი ბაგეს მათ შორის და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48