bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 46
Ezekiel 46
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 45
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 47 →
1
და თქვა უფალმა ღმერთმა: აღმოსავლეთით მიქცეული შიდა ეზოს კარიბჭე დახშული იქნება ექვსი საქმის დღის განმავლობაში, ხოლო შაბათ დღეს და ახალმთვარობის დღეს გაიღება.
2
და შემოვა მთავარი კარიბჭის სტოას გზით გარედან და დადგება კარიბჭის წირთხლებთან; და შესწირავენ მღვდლები მის სრულადდასაწველსა და მის სამადლობელო მსხვერპლს; და თაყვანს სცემს იგი უფალს კარიბჭის ზღურბლთან და გავა, ხოლო კარიბჭე ღია დარჩება საღამომდე.
3
და თაყვანს სცემს იმ ქვეყნის ხალხი უფლის წინაშე იმ ჭიშკრის შესასვლელში შაბათებსა და ახალმთვარობებში.
4
და სრულადდასაწველი, რომელსაც შესწირავს მთავარი უფალს შაბათ დღეს, იქნება ექვსი უხინჯო კრავი და უხინჯო ვერძი,
5
და პურეულის ძღვენი – ერთი ეფა ვერძზე, ხოლო ძღვენი კრავებზე – მისი ხელგაშლილობის მიხედვით, ხოლო ზეთი – ეფაზე ერთი ჰინი.
6
ახალმთვარობის დღეს მან უნდა მოიყვანოს ერთი უხინჯო ხბო ნახირიდან, ასევე ექვსი უხინჯო კრავი და ერთი ვერძი, აგრეთვე უხინჯო.
7
პურეულის ძღვენს ის მოიტანს ერთ ეფას ხბოზე და ერთ ეფას ვერძზე, ხოლო კრავებზე, მისი ხელგაშლილობის მიხედვით, და ზეთს ეფაზე ჰინს.
8
და როდესაც მოვა მთავარი, კარიბჭის სტოას გზით შემოვა და იმავე გზით გავა.
9
და როდესაც მოვა უფლის წინაშე ერი ქვეყნისა დღესასწაულებზე თაყვანისცემად, ჩრდილოეთის კარიბჭის გზით შემოსულნი სამხრეთის კარიბჭით უნდა გავიდნენ, ხოლო სამხრეთის კარიბჭის გზით შემოსულნი ჩრდილოეთის კარიბჭით უნდა გავიდნენ. არ უნდა გავიდნენ იმავე კარიბჭის გზით, რომლითაც შემოვიდნენ, არამედ მოპირდაპირეთი უნდა გავიდნენ.
10
და მთავარიც მათ შორის უნდა იყოს; მათი შემოსვლისას შემოვა და მათი გასვლისას გავა.
11
და დღესასწაულებში და საზეიმო დღეებში მისი პურეულის ძღვენი უნდა იყოს: ერთი ეფა ხბოზე და ერთი ეფა ვერძზე, ხოლო კრავებზე – მისი შეძლებისდაგვარად, და ზეთი – ერთი ჰინი ეფაზე.
12
და თუ მთავარს სურს უფალს შესწიროს სრულადდასაწველი ან სამადლობელო მსხვერპლი, უნდა გაუღონ მას აღმოსავლეთით მიქცეული კარიბჭე, და ის შეასრულებს თავის სრულადდასაწველს და თავის სამადლობელო მსხვერპლშეწირვას ისევე, როგორც შეასრულა შაბათის დღეს, და ამის შემდეგ ის გავა და დაიხურება კარიბჭე.
13
ყოველდღე შესწირე უფალს სრულადდასაწველად უხინჯო თოხლი; ყოველ განთიადზე შესწირე.
14
და პურეულის ძღვენი მოუტანე მას განთიადზე ეფის მეექვსედი და ზეთი ჰინის მესამედი, რათა მოზილოს განმტკიცული ფქვილი. ესაა საუკუნო წესი უფლისთვის პურეულის მიძღვნისა.
15
და მოამზადონ კრავი და პურეულის ძღვენი და ზეთი განთიადზე – სამუდამო სრულადდასაწველად.
16
ასე ამბობს უფალი ღმერთი: თუ მთავარი თავისი მემკვიდრეობიდან საბოძვარს აძლევს თავის ძეთაგან რომელიმეს, მის ძეთა მემკვიდრეობაც იქნება იგი; ეს საკუთრება მემკვიდრეობითი უნდა გახდეს.
17
და თუ ის თავისი სამკვიდრებლიდან თავის რომელიმე მსახურთაგანს რაიმეს უბოძებს, მისი იქნება ეს საჩუქარი მისი გათავისუფლების წლამდე, შემდეგ კი მთავარსვე დაუბრუნდება. მხოლოდ მის ძეებზე გადადის მთავრის მემკვიდრეობა.
18
ვერ აიღებს მთავარი ხალხის სამკვიდრებლიდან რაიმეს საკუთრებიდან მათი გამოძევებით. მხოლოდ თავისი საკუთრებიდან დაუმკვიდრებს თავის ძეთ, რათა ჩემი ხალხიდან არავინ იქნეს გამოძევებული თავისი სამკვიდრებლიდან.
19
და მიმიყვანა შესასვლელთან, რომელიც კარიბჭის გვერდით არის, მღვდელთა წმიდა სენაკებთან, რომლებიც ჩრდილოეთითაა მიქცეული, და მიჩვენა იქ ერთი ადგილი კიდეზე, დასავლეთით.
20
და მითხრა: ეს არის ადგილი, სადაც მღვდლები ხარშავენ დანაშაულისა და ცოდვის მსხვერპლს, სადაც აცხობენ პურეულის ძღვენს, რათა არ იქნეს გატანილი გარეთა ეზოში, რომ არ შეეხოს ხალხი სიწმიდეს.
21
და გამიყვანა გარეთა ეზოში და მომატარა ეზოს ოთხივე კუთხე. და, აჰა, ეზო ეზოს ყოველ კუთხეში.
22
ეზოს ოთხივე კუთხეში ჩაკეტილი ეზოები იყო, 40 წყრთა სიგრძით და 50 სიგანით. ერთი ზომისა ოთხივე კუთხეში.
23
და მათ ოთხივეს ირგვლივ – კედლები, და კედლებში ირგვლივ დატანებული იყო ცეცხლის კერები.
24
და მითხრა: ესაა სამზარეულოები, სადაც ტაძრის მსახურნი ხალხისგან შეწირულ მსხვერპლს ხარშავენ.
← Chapter 45
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 47 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48