bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 4
Ezekiel 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 5 →
1
და შენ, ადამის ძევ, აიღე თიხის ფირფიტა, წინ დაიდე და ზედ დახაზე იერუსალიმი.
2
გამოსახე ალყა მის წინააღმდეგ, მოაწყვე სანგრები და აღმართე მის წინააღმდეგ მიწაყრილები, და განალაგე მის წინააღმდეგ ბანაკები, და დააყენე ტარანები ირგვლივ.
3
შენ კი აიღე რკინის დაფა და დადგი იგი რკინის კედლად შენსა და ქალაქს შორის, და მიმართე სახე მისკენ, და შემოარტყი ალყა. ეს იქნება ნიშანი ისრაელის სახლისა.
4
დაწექი მარცხენა გვერდზე და ზედ დაიდე ისრაელის სახლის ცოდვა. და რამდენ დღესაც იწვები მასზე, იმდენ ხანს ატარებ მათ ცოდვებს.
5
და მე მიგითვლი მათი უკეთურების წლებს დღეების რიცხვის მიხედვით – 390 დღეს – და ატარებ ისრაელის სახლის უკეთურებას.
6
და შეასრულე ეს და შემდეგ დაწექი მარჯვენა გვერდზე, და ატარე იუდას სახლის უკეთურება 40 დღეს; თითო წელზე თითო დღეს ჩაგითვლი.
7
იერუსალიმის ალყისაკენ მიმართე შენი სახე და შიშველი მკლავი და იწინასწარმეტყველე მასზე.
8
და მე დაგადებ შენ ბორკილებს და ვერ გადატრიალდები ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე შენი ალყის დღეების დასრულებამდე.
9
შენ კი, აიღე შენთვის ხორბალი და ქერი, ცერცვი და ოსპი, ფეტვი და ასლი და ჩაყარე ერთ ჭურჭელში და გქონგეს საჭმელად იმდენ ხანს, რამდენსაც გვედზე იწვები – 390 დღეს უნდა ჭამო ის.
10
საჭმელი, რაც უნდა ჭამო, წონით დღეში 20 შეკელი უნდა იყოს. ჟამიდან ჟამზე ჭამე.
11
და წყალი წყვით სვი – მეექვსედი ჰინი, ჟამიდან ჟამზე სვი.
12
და ჭამე ქერის კვერებივით იგი და ადამიანის სკორეს ფუნაზე გამოაცხვე მათ თვალწინ.
13
და თქვა უფალმა: ასე შეჭამენ ისრაელის ძენი თავიანთ უწმიდურ პურს იმ ხალხებში, რომლებთანაც განვდევნი მათ.
14
და ვთქვი: ოჰ, უფალო, ღმერთო! აჰა, ჩემი სული არ შებილწულა და მძორი და ნამხეცავი არ მიჭამია ჩემი სიჭაბუკიდან დღემდე, და ჩემს პირში არ ჩასულა უწმიდური ხორცი.
15
და მითხრა მან მე: ნახე! მე გაძლევ ძროხის წივას, ადამიანის სკორეს ნაცვლად და მასზე გამოიცხვე პური.
16
და კიდევ მითხრა: ადამის ძევ, აჰა, მე შევმუსრავ პურის მარაგს იერუსალიმში და ისინი პურს წონითა და სიმწრით შეჭამენ; და წყალს წყვითა და შიშით შესვამენ.
17
რადგან მოაკლდებათ მათ პური და წყალი; და შეძრწუნებულნი დაუწყებენ ყურებას ერთმანეთს და ჩამოდნებიან თავიანთი უკეთურებით.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48