bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 47
Ezekiel 47
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 46
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 48 →
1
და დამაბრუნა ტაძრის კართან და, აჰა, წყალი გამოდის ტაძრის ზღურბლის ქვეშიდან აღმოსავლეთისაკენ, რადგან ტაძარი პირით აღმოსავლეთისაკენ იდგა, და წყალი ჩამოდიოდა ტაძრის მარჯვენა მხრის ქვეშიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით.
2
და გამომიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭით, და გარეთა გზით გამატარა გარეთა კარიბჭისაკენ, იმ გზით, რომელიც აღმოსავლეთით მიდიოდა; და, აჰა, წყალი მოედინება მარჯვენა მხრიდან.
3
როდესაც ეს კაცი წავიდა აღმოსავლეთით, მას ხელში ლარი ეჭირა და გადაზომა ათასი წყრთა და გამიყვანა წყალში – წყალი კოჭებამდე მწვდებოდა.
4
კვლავ გადაზომა ათასი და გამიყვანა წყალში – მუხლებამდე მწვდებოდა წყალი; და კვლავ გადაზომა ათასი და კვლავ გამიყვანა წყალში – წყალი ამჯერად წელამდე მწვდებოდა.
5
და კვლავ გადაზომა ათასი – და ისეთი დინება იყო, რომლის გადალახვა არ შემეძლო, რადგან აიწია წყალმა. წყალი გადასაცური იყო, დინების გადალახვა კი შეუძლებელი იყო.
6
და მითხრა მან: ნახე, ადამის ძევ? და წამიყვანა და დამაბრუნა მდინარის ნაპირას.
7
და როდესაც დავბრუნდი, მდინარის ნაპირებზე მრავალი ხე დავინახე, ორივე მხარეს.
8
და მითხრა მან: ეს წყალი მიედინება დედამიწის აღმოსავლეთის მხარეს, გადაივლის ტრამალს და ჩაედინება ზღვაში, რომლის წყალსაც გააჯანსაღებს.
9
და ყოველი სულიერი არსება, რომელიც იძვრის ყველგან, სადაც ეს ორი ნაკადი ჩაივლის, გაცოცხლდება, და გამრავლდება თევზი, რადგან სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერი განიკურნება და გაცოცხლდება.
10
და დადგებიან მასთან მებადურნი ყენ-გედიდან ყენ-ეგლაიმამდე, ბადეებს მოისვრიან. ისეთივე იქნება მათი თევზი, როგორც დიდი ზღვისა; და უამრავი იქნება თევზი.
11
მისი ჭაობები და მისი ჭყანტობები არ განიკურნება – მარილისთვის დარჩება.
12
მდინარის ორსავე ნაპირას გაიზრდება ყველანაირი ნაყოფიერი ხე, ფოთოლი რომ არ დაუჭკნება და ნაყოფი რომ არ მოელევა. ყოველ თვეს დამწიფდება ახალი ხილი, რადგან მისთვის წყალი საწმიდრიდან გამოედინება; და იქნება მათი ნაყოფი საჭმელად და მათი ფოთოლი – წამლად.
13
ასე ამბობს უფალი ღმერთი: ესაა საზღვრები, რომელთა თანახმად უნდა დაუნაწილოთ მიწა, ისრაელის თორმეტ ტომს: იოსებს ექნება ორი წილი.
14
და დაიმკვიდრეთ იგი, როგორც ერთმა, ისე მეორემ, თითოეულმა თანაბრად; რადგან ხელის აღმართვით შევფიცე თქვენს მამებს, რომ მათ მივცემდი ამ ქვეყანას, ამიტომაც თქვენი სამკვიდრო იქნება ეს ქვეყანა.
15
ეს არის ამ ქვეყნის საზღვრები: ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ხეთლონის გზის ცედადამდე.
16
ხამათამდე, ბეროთამდე, სიბრაიმამდე, რომელიც დამასკოს საზღვარსა და ხამათის საზღვარს შორის არის მოქცეული, და შუა ხაცერ-ჰათიქონამდე, რომელიც ხავრანის საზღვართან მდებარეობს.
17
საზღვარი გავა ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე, საზღვარი დამასკოსა და ცაფონის საზღვართან, ჩრდილოეთით, და ხამათის საზღვართან. ეს არის ჩრდილოეთის მხარე.
18
აღმოსავლეთის მხრიდან ხავრანსა და დამასკოს შორის, და გალაადსა და ისრაელს შორის – იორდანე; ჩრდილოეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის ზღვამდე გადაზომე. ეს იქნება აღმოსავლეთის მხარე.
19
და სამხრეთის საზღვარი – სამხრეთისაკენ თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლებამდე, მდინარის გაყოლებაზე დიდი ზღვისაკენ. და ეს არის სამხრეთის საზღვარი, სამხრეთით.
20
და დასავლეთის საზღვარი – დიდი ზღვა, სამხრეთის საზღვრიდან ხამათში მიმავალ გზამდე. ეს არის დასავლეთის საზღვარი.
21
გაინაწილეთ წილისყრით ეს ქვეყანა თქვენს შორის, ისრაელის ტომების მიხედვით.
22
და გაანაწილეთ წილისყრით თქვენთვის და თქვენს შორის მცხოვრებ ხიზანთათვის, რომელთაც თქვენს შორის შობეს შვილები; და ისინიც, როგორც ისრაელის ძენი, ბუნებრივ მკვიდრთა თანასწორად უნდა ჩაითვალნენ, და თქვენთან ერთად უნდა იყარონ წილი ისრაელის ტომთა შორის.
23
და იმ ტომში, რომელშიც ხიზანი იცხოვრებს, იქ მისცემთ მას მის წილს, – ამბობს უფალი ღმერთი.
← Chapter 46
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 48 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48