bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 27
Ezekiel 27
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 28 →
1
იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
და შენ, ადამის ძევ! იწყე გოდება ცორზე,
3
და უთხარი ცორს, დასახლებულს ზღვის მისადგომებში, მრავალი კუნძულის ხალხებთან მოვაჭრეს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ცორო, შენ ამბობ, სრულქმნილი მშვენება ვარო.
4
ზღვის გულშია შენი საზღვრები; შენმა მშენებლებმა სრულქმნეს შენი მშვენება.
5
სენირის კვიპაროსებისგან გაგითალეს ყველა ფიცარი, ლიბანიდან კედარი მოზიდეს, რომ გაეკეთებინათ შენთვის ანძები;
6
ბაშანის მუხის ნიჩბები გაგითალეს; მერხები ქითიმელთა კუნძულების წიფლისაგან გაგიკეთეს და სპილოსძვლით მორთეს;
7
ეგვიპტური მოქარგული ქსოვილისა იყო შენი იალქნები, რათა გქონოდა დროშად. ელიშას კუნძულებიდან მოტანილი ცისფერი და მეწამული იყო შენი გადასაფარებელი.
8
ციდონის და არვადის მცხოვრებნი იყვნენ შენი მენიჩბენი; მესაჭეებად შენივე მცოდნე ხალხი გყავდა.
9
ღებალის უხუცესნი და მისი მცოდნენი გყავდნენ შენი გემების ბზარების შესაკეთებლად; ყველა გემი და ყველა მათი მეზღვაური იყო თქვენში საქონლის გაცვლა-გამოცვლისვის.
10
სპარსელნი, ლუდელნი და ფუტელნი იყვნენ შენი ჯარისკაცნი; ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ; ისინი გიქმნიდნენ დიდებას.
11
არვადელები და შენი ლაშქარი ირგვლივ იცავდნენ შენს ზღუდეებს, და გამადელნი გუშაგობდნენ შენს გოდლებზე. თავიანთ კაპარჭებს ჰკიდებდნენ შენს კედლებზე ირგვლივ; ისინი სრულჰყოფდნენ შენს მშვენებას.
12
თარშიში, შენთან ვაჭრობდა შენი სიმდიდრის გამო; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას სცვლიდა შენს საქონელში.
13
იავანი, თუბალი და მეშექი ვაჭრობდნენ შენთან ადამიანთა სულადობითა და სპილენძით.
14
თოგარმას სახლიდან საომარ და საფერხე ცხენებს და ჯორებს ცვლიდნენ შენს საქონელში.
15
დედანელები ვაჭრობდნენ შენთან. მრავალი კუნძული გიცვლიდა საქონელს; სპილოსძვალსა და ებანოზს გთავაზობდნენ.
16
არამელნი ვაჭრობდნენ შენთან შენი დიდძალი ნახელავის გამო; ზურმუხტს, ძოწეულს და ნაქარგ ქსოვილს, ბისონს, მარჯანს და ლალს გიცვლიდნენ შენს საქონელში.
17
იუდა და ისრაელი ვაჭრობდა შენთან; მინითის ხორბალსა და ტკბილეულს, თაფლს, ზეთსა და ბალზამს გიცვლიდნენ შენს საქონელში.
18
დამასკო ვაჭრობდა შენთან შენი მრავალი ნახელავის გამო და აურაცხელი დოვლათის გამო, ხელბონის ღვინითა და თეთრი მატყლით.
19
ვედანი და იავანი უზალიდან შენს საქონელში გამოჭედილ რკინას, კასიასა და სურნელოვან ლერწამს გიცვლიდნენ.
20
დედანი ვაჭრობდა შენთან ცხენის შატროვნებით.
21
არაბნი და კედარის ყველა მთავარი გაცვლა-გამოცვლას ეწეოდა შენთან კრავებით, ვერძებითა და ვაცებით.
22
შებასა და რაყმას ვაჭარნი ვაჭრობდნენ შენთან ყოველგვარი საუკეთესო სურნელითა და პატიოსანი ქვებით, და ოქროს გაძლევდნენ შენს საქონელში.
23
ხარანი, ქანე, ყედენი, შებას მოვაჭრენი, აშური და ქილმადი შენთნ ვაჭრებდნენ.
24
ისინი ვაჭრობდნენ შენთან ბრწყინვალე ტანსაცმლით, აბრეშუმისა და ნაქარგი ქსოვილებით, რაც მოჰქონდათ შენს ბაზრებში კედარის ძვირფას ყუთებში ჩაწყობილი.
25
თარშიშის ხომალდები იყო შენი სავაჭრო ქარავნები, და გამდიდრდი და სახელი გაითქვი მთელს ზღვებზე.
26
დიდ წყლებზე გატარეს შენმა ნიჩბოსნებმა; აღმოსავლეთის ქარმა დაგლეწა შენ ზღვების გულში.
27
შენი სიმდიდრე და შენი საქონელი, შენი სავაჭრო, შენი მეზღვაურნი და შენი მესაჭენი, შენი ბზარების შემკეთებელნი და შენი საქონლის გამსაღებლები, და ყველა შენი მებრძოლი, და მთელი შენი კრებული, ზღვის გულში ჩაინთქმებიან შენი დაცემის დღეს.
28
შენს მესაჭეთა ღრიალით შეირყევიან შემოგარენი.
29
და მათი ხომალდებიდან ჩამოვა ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაური, ყველა ზღვის მესაჭე და ხმელეთზე დადგება.
30
მაღალი ხმით იყვირებენ შენს გამო, და მწარედ აქვითინდებიან თავზე ნაცარგადაყრილნი და მტვერში დაიწყებენ გორვას.
31
თავებს გადიპარსავენ, ძაძებს ჩაიცვამენ და იტირებენ შენზე სულგამწარებულნი და მწარე გოდებით.
32
და აამაღლებენ შენზე მჭმუნვარე გოდებას, და ასე ივალალებენ შენზე: ვინ არის, რომ ცორივით დადუმებულიყოს შუაგულ ზღვაში?!
33
როდესაც ზღვებიდან გადიოდა შენი საქონელი, აძღობდი ხალხებს შენი სიმდიდრით, და შენი საქონლით ამდიდრებდი ქვეყნის მეფეებს.
34
და ახლა, როცა დაგლეწეს შენ ზღვებმა წყლების ჯურღმულებში, შენი სავაჭრო და მთელი შენი კრებული შთაინთქა.
35
კუნძულთა მცხოვრებნი შეძრწუნდნენ შენს გამო, მათი მეფეები შეირყნენ და სახე შეეშალათ.
36
სხვა ხალხთა ვაჭრებმა დაგისტვინეს; საშინელებად იქეცი და აღარ იქნები საუკუნოდ.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48