bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 6
Ezekiel 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 7 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! პირი მიაქციე ისრაელის მთებისაკენ და უწინასწარმეტყველე მათ,
3
და უთხარი: მთანო ისრაელისა! ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ასე უთხრა უფალმა ღმერთმა მთებს, ბორცვებს, ველებსა და ღელეებს: აჰა, მე მომაქვს თქვენზე მახვილი და მოვსპობ თქვენს სამსხვერპლო მაღლობებს.
4
და დაინგრევა თქვენი სამსხვერპლოები და დაილეწება თქვენი მზის სვეტები და დაეცემიან თქვენი განგმირულები თქვენი კერპების წინ.
5
და დავყრი ისრაელიანთა გვამებს მათი კერპების წინ და გავფანტავ თქვენს ძვლებს თქვენი სამსხვერპლოების ირგვლივ.
6
მთელს თქვენს სამკვიდროში აოხრდება ქალაქები და დაინგრევა სამსხვერპლო მაღლობები, რათა გატიალდეს და განადგურდეს თქვენი სამსხვერპლოები, და დაილეწოს და მოისპოს თქვენი კერპები, და დაემხოს თქვენი მზის სვეტები და აღმოიფხვრას თქვენი ხელით ნაქნარი.
7
და დაეცემიან განგმირულები თქვენს შორის და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
8
მე დავტოვებ თქვენს ნატამალს, და გეყოლებათ მახვილს გადარჩენილნი, როდესაც გაიფანტებით ქვეყნებში.
9
და გამიხსენებს მე თქვენი ნატამალი იმ ხალხებში, რომელთა შორისაც ტყვეებად იქნებიან, როდესაც შევმუსრავ მათ გარყვნილ გულებს, რომლებიც განდგნენ ჩემგან, და მათ თვალებს, რომლებიც მეძაობდნენ თავიანთი კერპების კვალზე, და შეზიზღდებათ საკუთარი თავი იმ უკეთურების გამო, რასაც სჩადიოდნენ მთელ თავიანთ სისაძაგლეებთან.
10
და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი და ამაოდ არ ვამბობდი, რომ მოვაწევდი მათ ამ უბედურებას.
11
ასე ამბობს უფალი ღმერთი: შემოჰკარი ხელი ხელს და ფეხი დაჰკარ მიწას და თქვი: ვაგლახ! ისრაელის სახლის ყველა ბოროტი სისაძაგლის გამო, რადგან დაეცემიან მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით!
12
შორსმყოფი შავი ჭირით მოკვდება და ახლოსმყოფი მახვილით დაეცემა; ხოლო გადარჩენილი და ალყაშემორტყმული შიმშილით მოკვდება. და ასე დავასრულებ ჩემს რისხვას მათზე.
13
და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, როდესაც თქვენი განგმირულები დაეცემიან თავიანთ კერპებს შორის, მათი სამსხვერპლოების ირგვლივ, ყველა მაღალ ბორცვზე, ყველა მთის თხემზე და ყველა ხემხვივანის ქვეშ და ყველა რტოგაშლილი მუხის ქვეშ, იმ ადგილებზე, სადაც კეთილსურნელებებას უკმევდნენ კერპებს.
14
და გავიწვდენ ჩემს ხელს მათზე და ვაქცევ იმ ქვეყანას ოხრად და ტიალად დიბლას უდაბნოზე უარესად, ყოველ მათ სამკვიდროში და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48