bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 30
Ezekiel 30
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 31 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ივალალეთ, ვაი, უბედურ დღეს!
3
რადგან ახლოს არის ის დღე, და ახლოს არის დღე უფლისა, დღე ღრუბლიანი. დგება ხალხების ჟამი!
4
და მოვა მახვილი ეგვიპტეზე და იქნება ძრწოლა ქუშში, როცა მახვილით დაეცემიან ეგვიპტეში, როცა წაიღებენ მის სიმდიდრეს და დაანგრევენ მის ფუძეებს.
5
ქუში და ფუტი, ლუდი და მათთან ერთად ყოველნი მწირნი და ქუბი და მათი მეკავშირენი მათთან ერთად დაეცემიან მახვილით.
6
ასე ამბობს უფალი: დაეცემიან ეგვიპტის მხარდამჭერნი და დამდაბლდება მისი ძლიერების ამპარტავნება. მიგდოლიდან სიენემდე მახვილით დაეცემიან, – ამბობს უფალი ღმერთი.
7
და მოოხრდება განადგურებულ ქვეყნებს შორის და მისი ქალაქები ნაოხარ ქალაქთა შორის იქნება.
8
და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა ცეცხლს მივცემ ეგვიპტეს და გაცამტვერდება ყველა მისი შემწე.
9
იმ დღეს ხომალდებით გავლენ ჩემგან წარგზავნილნი, რათა შეაშინონ უზრუნველი ქუშელნი, და დათესონ მათში საშინელება ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოდის იგი.
10
ასე ამბობს უფალი ღმერთი: და მე ბოლოს მოვუღებ ეგვიპტელთ ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის ხელით.
11
ის და მისი ხალხი, უსასტიკესნი ხალხთაგან, მოყვანილნი იქნებიან ეგვიპტის ქვეყნის მოსასპობად, და მახვილებს იშიშვლებენ ეგვიპტეზე, და გაავსებენ ქვეყანას განგმირულებით.
12
და ამოვაშრობ მის მდინარეებს, და ამ ქვეყანას ჩავაგდებ ბოროტეულთა ხელთ, და წარვწყმედ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით. მე, უფალმა, ვთქვი ეს.
13
ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავანადგურებ კერპებს და აღვგვი ცრუღმერთებს ნოფში, და მბრძანებელი აღარ იქნება ეგვიპტის მიწიდან, და შიშის ზარს დავცემ ეგვიპტის ქვეყანას.
14
და გავაუდაბურებ ფათროსს, ცეცხლს წავუკიდებ ცოყანს, და სასჯელს დავადებ თებეს.
15
და გადმოვღვრი ჩემს რისხვას სინიზე, ეგვიპტის სიმაგრეზე, წარვწყმედ თებელთა სიმრავლეს.
16
და ცეცხლს გავუგზავნი ეგვიპტეს. ძრწოლით აწრიალდება სინი, და დაინგრევა თებე, ნოფს კი მტერი მოადგება დღისით.
17
ჭაბუკნი ონისა და ფი-ბესეთისა მახვილით დაეცემიან და მათ ცოლებს ტყვეობაში წაიყვანენ.
18
თახფანხესში დღე დაბნელდება, როცა დავლეწავ იქ ეგვიპტის უღელს და შეწყდება იქ ამპარტავნება მისი ძლიერებისა. ღრუბელი დაფარავს მას და ტყვეობაში წავლენ მისი ასულნი.
19
სასჯელს დავადებ ეგვიპტეს და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
20
მეთერთმეტე წელს, პირველი თვის მეშვიდე დღეს, იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ ნათქვამი:
21
ადამის ძევ! მე შევმუსრე მკლავი ფარაონისა, ეგვიპტის მეფისა, და, აჰა, ჯერ კიდევ შეუხვეველია იგი, რომ განკურნებულიყო; არტახებით არ შეუკრავთ, რომ გამაგრებულიყო მახვილის ამოსაწვდელად.
22
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ფარაონის, ეგვიპტის მეფის, წინააღმდეგ ვარ და შევმუსრავ მის მკლავებს – მთელსაც და მოტეხილსაც, და გავაგდებინებ მახვილს ხელიდან.
23
და გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და გავაბნევ ქვეყნებში.
24
და გავუმაგრებ ბაბილონის მეფეს მკლავებს და მივცემ ჩემს მახვილს ხელში, ფარაონს კი გადავუმსხვრევ მკლავებს, და იკვნესებს სასიკვდილოდ დაჭრილის კვნესით მის წინაშე.
25
და გავუმაგრებ ბაბილონის მეფეს მკლავებს და ჩამოუცვივა ფარაონს მკლავები. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა მივცემ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს ხელში და მოუღერებს მას ეგვიპტის ქვეყანას.
26
და გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და გავაბნევ მათ ქვეყნებში, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48