bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 8
Ezekiel 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 9 →
1
იყო მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს, როცა ვიჯექი მე ჩემს სახლში და იუდას უხუცესნი ისხდნენ ჩემს წინ. და დაეშვა იქ ჩემზე ხელი უფალი ღმერთისა.
2
და, აჰა, დავინახე რაღაც მსგავსება ცეცხლის კაცისა. წელს ქვემოთ ცეცხლი იყო, წელს ზემოთ კი გავარვარებული ლითონივით ელვარებდა.
3
და მან გამოიწვდინა თავისი ხელის მსგავსება, თმებში ჩამავლო, და ამწია სულმა ცასა და მიწას შორის, და მიმიყვანა ღვთიურ ხილვებში იერუსალიმში ჩრდილოეთით მიმართულ შიდა კარიბჭის შესასვლელთან, იქ, სადაც დადგმული იყო შურისგების კერპი, რომელიც უფლის რისხვას აღძრავს.
4
და იქ იყო ისრაელის ღმერთის დიდება, მსგავსი ჩვენებისა, რომელიც ვიხილე ველზე.
5
და მითხრა: ადამის ძევ! მიაპყარ თვალი ჩრდილოეთის გზას. და მივაპყარ თვალი ჩრდილოეთის გზას და დავინახე სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით ის შურისგების კერპი.
6
და მითხრა: ადამის ძევ! განა არ ხედავ რას აკეთებენ? დიდ სისაძაგლეს, რომელსაც ისრაელის სახლი აკეთებს აქ, რათა მოვშორდე ჩემს ტაძარს! მაგრამ წამომყევი და ნახავ სხვა დიდ სისაძაგლეებს.
7
და მიმიყვანა ეზოს შესასვლელში და ვიხილე ერთი ხვრელი კედელში.
8
და მითხრა: ადამის ძევ! გამოთხარე კედელი. გამოვთხარე კედელი და ვნახე შესასვლელი.
9
და მითხრა: მიდი და ნახე ბოროტი სისაძაგლენი, რასაც ისინი სჩადიან აქ.
10
და მივედი მე და ვნახე ყველანაირი გამოსახულება ქვეწარმავლისა და ბილწი ცხოველისა. ყველანაირი კერპი ისრაელის სახლისა ამოკვეთილი იყო ირგვლივ მთელ კედელზე.
11
ისრაელის სახლის უხუცესთაგან 70 კაცი დგას მათ წინ და იააზანია შაფანის ძეც იდგა მათ შორის. და იდგნენ ისინი კერპების წინაშე და თითოეულს თავისი სასაკმევლე ეჭირა ხელში და სქელი ბოლქვები საკმევლისა ადიოდა მაღლა.
12
და მითხრა: ხომ ნახე, ადამის ძევ, რასაც ისრაელის სახლის უხუცესნი აკეთებენ სიბნელეში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ: უფალი ვერ გვხედავსო ჩვენ. დატოვაო უფალმა ეს ქვეყანა!
13
და კიდევ მითხრა: კიდევ დაბრუნდი და ნახავ დიდ სისაძაგლეებს, რომელთაც ისინი აკეთებენ.
14
და მიმიყვანა მე უფლის ტაძრის კარიბჭის შესასვლელთან, რომელიც ჩრდილოეთისკენაა, და ვიხილე იქ ქალები, რომლებიც ისხდნენ და თამუზსა ჰგოდებდნენ.
15
და მითხრა: ხომ ხედავ, ადამის ძევ? კიდევ წამოდი, ნახავ ამაზე დიდ სისაძაგლეებს.
16
და შემიყვანა უფლის ტაძრის შიდა ეზოში და დავინახე უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, ოცდახუთიოდე კაცი ზურგშექცევით რომ იდგნენ უფლის ტაძრისაკენ. მათ პირი აღმოსავლეთისკენ ჰქონდათ მიპყრობილი და თაყვანს სცემდნენ მზეს აღმოსავლეთით.
17
და მითხრა: ხომ ნახე, ადამის ძევ? ცოტაა იუდას სახლისათვის ამ სისაძაგლეთა კეთება, რომელსაც ისინი აკეთებენ აქ? რადგან აავსეს ეს ქვეყანა ძალადობით და მიიქცნენ ჩემს გასაწყრომად; და, აჰა, რტოები თავადვე მიაქვთ თავის ცხვირთან.
18
და მეც მოვექცევი მათ გულისწყრომით, არ შეიცოდებს ჩემი თვალი მათ და არ შევიბრალებ მე. და, თუნდაც ყურში ჩამკიოდნენ, არ მოვუსმენ მათ.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48