bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezekiel 13
Ezekiel 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 14 →
1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი თქმული:
2
ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარმეტყველთა მიმართ და უთხარი თავიანთი გულიდან მოწინასწარმეტყველთ: ისმინეთ-თქო სიტყვა უფლისა.
3
ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი, უგუნურ წინასწარმეტყველთ, რომელნიც თავიანთ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ.
4
წინასწარმეტყველნი შენნი, ისრაელ, როგორც ტურები უდაბურ ნანგრევებში!
5
თქვენ არ გადიხართ განგრეულ კედელში და ზღუდეს არ ავლებთ ისრაელის სახლს, რათა მტკიცედ დადგეს ბრძოლაში უფლის დღეს.
6
ამაოა მათი ხილვები და სიცრუეა მათი მისნობა და მათი ნათქვამი: უფალმა ბრძანაო. უფალს არ გამოუგზავნია ისინი; მათ კი იმედი აქვთ, რომ უფალი აღასრულებს მათ სიტყვას.
7
განა ამაო ხილვა არ იხილეთ და სიცრუეს არ მისნობდით, რომ ამბობდით: უფლის სიტყვა არისო! მე კი არაფერი მითქვამს.
8
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან თქვენი სიტყვები სიცრუეა და მისნობა თქვენი ამაო, ამიტომ იცოდეთ, რომ თქვენს წინააღმდეგ ვარ, – ამბობს უფალი ღმერთი.
9
და მისწვდება ჩემი ხელი წინასწარმეტყველთ, რომელთაც ამაო ხილვები აქვთ და სიცრუეს მისნობენ; ჩემი ერის საფიხვნოში ვერ დასხდებიან ისინი და ისრაელის სახლის წიგნში ვერ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მოვლენ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.
10
იმის გამო, რომ ჩემს ერს აცდუნებენ და ეუბნებიან: მშვიდობა არისო, მაგრამ არ არის მშვიდობა. ჩემი ხალხი აშენებს კედელს, ისინი კი ტალახით აბათქაშებენ.
11
უთხარი ტალახით გამბათქაშებლებს: ჩამოწვება-თქო თქვენი კედელი. დაუშვებს კოკისპირული წვიმა, წამოვა კოხივით სეტყვა და ამოვარდება ქარიშხალი.
12
და, აჰა, ჩამოწვება კედელი და ხომ გეტყვიან, სად არისო ის ბათქაში, რომლითაც შელესეთ?
13
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: განრისხებული ამოვაგდებ ქარიშხალს და წამოვა კოკისპირული წვიმა ჩემი გულისწყრომით; გაცეცხლებული დავუშვებ კოხივით სეტყვას შესამუსრად.
14
და მე დავანგრევ იმ კედელს, რომელიც თქვენ გააბათქაშეთ ტალახით, და დავცემ მიწაზე და გამოჩნდება მისი საძირკველი. ჩამოწვება და დაიღუპებით მის ნანგრევებში და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
15
და დავასრულებ ჩემს რისხვას იმ კედელზე და ტალახის ბათქაშით მის გამბათქაშებლებზე, და გეტყვით: აღარ არის კედელი და აღარ არიან მისი გამბათქაშებელნი;
16
ისრაელის წინასწარმეტყველნი, რომელნიც უწინასწარმეტყველებდნენ იერუსალიმს და აღუთქვამდნენ მშვიდობის ხილვას, მშვიდობა კი არ არის! – ამბობს უფალი ღმერთი.
17
და შენ, ადამის ძევ! პირი ქენი შენი ერის ასულებისაკენ, რომელნიც წინასწარმეტყველებენ საკუთარი გულით, და იწინასწარმეტყველე მათზე.
18
უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი, იმ ქალებს, რომლებიც სულების მოსანადირებლად სამისნო ტომსიკებს იკერავენ საიდაყვეებად და მათ, რომლებიც თავსაბურავებს ამზადებენ ყოველი სიმაღლის ადამიანისთვის. ნუთუ გგონიათ, რომ ჩემი ერის სულების მონადირებით თქვენს სულებს გადაარჩენთ?
19
და სახელს მიტეხავთ მე ჩემი ხალხის თვალში ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისათვის, როცა ხოცავთ სულებს, რომლებიც არ არიან დასახოცი და ცოცხლად ტოვებთ სულებს, რომლებიც არ არიან სასიცოცხლო, რომ ატყუებთ ჩემს ერს, სიცრუის დამჯერებელს.
20
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, აღვდგები თქვენი სამისნო ტომსიკების წინააღმდეგ, რომლებითაც სულებს იჭერთ. მე დაგაგლეჯთ მკლავებზე იმ ტომსიკებს და იმ სულებს, რომლებიც თქვენ დაიჭირეთ, გავათავისუფლებ.
21
და დავფხრეწ თქვენს თავსაბურავებს და ვიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან, და აღარ იქნებიან ისინი თქვენი ნანადირევი. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
22
რადგან მართლის გულს სიცრუით ამწუხრებდით, მე კი არ დამიმწუხრებია იგი; და ბიწიერს ხელებს უმაგრებდით, რომ არ მობრუნებულიყო ბოროტი გზიდან თავისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
23
ამიტომ ამაო ხილვებს აღარ იხილავთ და მისნობით აღარ იმისნებთ. და მე ვიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48