bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 1
Jeremiah 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 2 →
1
სიტყვები იერემიასი, ხილკიას ძისა, იმ მღვდელთაგანისა, რომლებიც ყანათოთში იყვნენ, ბენიამინის მიწაზე.
2
რომლის მიმართაც იყო უფლის სიტყვა იუდას მეფის იოშია ამონის ძის დროს, მისი მეფობის მეცამეტე წელს,
3
და იუდეის მეფის იეჰოიაკიმ იოშიას ძის დროს, და იუდას მეფის იოშიას ძის, ცედეკიას მეთერთმეტე წლის ბოლოს, იერუსალიმის ტყვეობამდე, მეხუთე თვეს.
4
იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ თქმული:
5
სანამ გამოგსახავდი დედაშენის მუცელში, მე გიცნობდი შენ, და სანამ გამოხვიდოდი დედის საშოდან, მე წმიდა-გყავ შენ და ხალხების წინასწარმეტყველად დაგადგინე.
6
მე ვუპასუხე: ეჰ, უფალო, ღმერთო! მე არ ვიცი ლაპარაკი, რადგან ყმაწვილი ვარ.
7
და მითხრა მე უფალმა: ნუ ამბობ: ყმაწვილი ვარო, რადგან, ყველგან წახვალ სადაც მიგავლენ, და ყველაფერს ილაპარაკებ, რასაც გიბრძანებ.
8
ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანა ვარ შენს გადასარჩენად, – ამბობს უფალი.
9
და გამოიწოდა უფალმა ხელი და შეეხო ჩემს ბაგეებს, და მითხრა მე უფალმა: აჰა, ბაგეებში ჩაგიდე ჩემი სიტყვა.
10
იცოდე, მე დღეს დაგაყენე შენ ხალხებსა და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრა და შემუსრო, მოსპო და დაანგრიო, ააშენო და დარგა.
11
და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი: რას ხედავ შენ, იერემია? და ვუთხარი მე: ნუშის ხის კვერთხს ვხედავ.
12
და მითხრა მე უფალმა: კარგად ხედავ, რადგან მე ვჩქარობ ჩემი სიტყვის შესრულებას.
13
და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ მეორედ: რას ხედავ შენ? და ვუთხარი: მოთუხთუხე ქვაბს ვხედავ, ჩრდილოეთიდან რომ ეშვება.
14
და მითხრა მე უფალმა: ჩრდილოეთიდან დაატყდება უბედურება ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს.
15
რადგან მე მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოების ყველა ტომს, – ამბობს უფალი, – და მოვლენ და დადგამს თითოეული თავის ტახტს იერუსალიმის კარიბჭეესთან, მისი კედლების ირგვლივ, ყველგან, იუდას ყველა ქალაქში.
16
განაჩენს გამოვუტან ყველა მათი ბოროტების გამო, რადგან მიმატოვეს მე და სხვა ღმერთებს უკმევდნენ და თავიანთ ნახელავს სცემდნენ თაყვანს.
17
შენ კი შემოისარტყლე წელი, ადექ და უთხარი ხალხს ყოველივე, რასაც მე გიბრძანებ, ნუ შეგეშინდება მათი, რომ არ დაგამხო მათ წინაშე.
18
მე გაქციე შენ დღეს გამაგრებულ ქალაქად, რკინის სვეტად და ბრინჯაოს ზღუდედ მთელი ამ ქვეყნის წინააღმდეგ, იუდას მეფეების, მისი მთავრების, მისი მღვდლებისა და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ.
19
და შეგებრძოლებიან ისინი, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან მე შენთანა ვარ – შენს გადასარჩენად! – ამბობს უფალი.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52