bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 52
Jeremiah 52
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 51
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
1
21 წლისა იყო ცედეკია მისი გამეფებისას და თერთმეტ წელს იმეფა იერუსალიმში. დედამისი, სახელად ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან იყო.
2
ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც იეჰოიაკიმი სჩადიოდა,
3
ამიტომაც უფლის გულისწყრომა იყო იერუსალიმსა და იუდეაზე, ვიდრე თვალიდან არ მოიცილა მან ისინი, და განუდგა ცედეკია ბაბილონის მეფეს.
4
მისი მეფობის მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს იერუსალიმს ბაბილონის მეფე, ნაბუქოდონოსორი, მოადგა მთელი თავისი ლაშქრით, ალყაში მოიქცია ქალაქი და ირგვლივ მიწაყრილი აღმართა.
5
და იყო ქალაქი ალყაშემორტყმული მეფე ცედეკიას მეფობის მეთერთმეტე წლამდე.
6
მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და პური აღარ ჰქონდა ხალხს.
7
და გატყდა ქალაქი და ყველა მეციხოვნე გაიქცა, და ღამით გავიდა ქალაქიდან ორ გალავანს შორის მოქცეულ კარიბჭის გზით, რომელიც მეფის ბაღთან იყო, და დაადგნენ ყარაბას გზას. ქალდეველნი კი ქალაქის ირგვლივ იყვნენ დაბანაკებულნი.
8
და დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს და დაეწია ცედეკიას იერიხოს გაღმა უდაბნოში, და მთელი მისი მსახურნი შემოეფანტნენ მას.
9
და შეიპყრეს მეფე და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მან განაჩენი გამოუტანა ცედეკიას.
10
და დაკლა ბაბილონის მეფემ ცედეკიას ძენი მის თვალწინ და იუდეის ყველა მთავარიც დაკლა რიბლაში.
11
ცედეკიას კი თვალები დასთხარა და ბორკილები დაადო. და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ ბაბილონში და საპყრობილეში ჩასვა სიკვდილის დღემდე.
12
მეხუთე თვის მეათე დღეს – ეს იყო მეცხრამეტე წელი ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მეფობისა, მოვიდა იერუსალიმში ნებუზარადანი, ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის წინაშე მდგომელი
13
და დაწვა უფლის სახლი, მეფის სასახლე და იერუსალიმის ყველა სახლი; და ყველა დიდი სახლი ცეცხლში დაწვა.
14
და დაანგრია ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონდაქართუხუცესს ახლდა, იერუსალიმის ირგვლივ მთელი გალავანი.
15
და მდაბიო ხალხი და ქალაქში დარჩენილი ხალხის ნატამალი და შევრდომილნი, რომლებიც ბაბილონის მეფეს თავისით დანებდნენ, და ბრბოს ნატამალი გადაასახლა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა.
16
ქვეყნის მდაბიოთაგან ნაწილი მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა ქონდაქართუხუცესმა ნებუზარადანმა.
17
და ბრინჯაოს სვეტები, რომელიც უფლის ტაძარს ედგა, და კვარცხლბეკები და ბრინჯაოს ზღვა, რომელიც უფლის სახლში იყო, დაამტვრიეს ქალდეველებმა და მთელი ბრინჯაო ბაბილონში გაზიდეს.
18
და ქვაბები და აქანდაზები, დანები და თასები, კოვზები და ბრინჯაოს მთელი ჭურჭელი, რაც ღვთისმსახურებისას იხმარებოდა, თან წაიღეს.
19
თეფშები, მაშები, სასხურებლები, ქვაბები, ლამპრები, სასაკმევლეები, საწდეები, რაც ოქროსი და ვერცხლისა იყო, წაიღო ქონდაქართუხუცესმა.
20
ასევე წაიღო ორი სვეტი, ერთი ზღვა და ბრინჯაოს 12 ხარი, რომლებიც კვარცხლბეკის ქვეშ იდგნენ, სოლომონ მეფემ რომ გააკეთებინა უფლის ტაძრისათვის. მთელ ამ ბრინჯაოს ჭურჭელს წონა არ ჰქონდა.
21
სვეტების სიმაღლე 18 წყრთა იყო და 12 წყრთის სიგრძე ლარი ევლებოდა გარშემო; კედელს სისქე ოთხი თითის დადება ჰქონდა და ღრუ იყო.
22
და მისი გვირგვინი ბრინჯაოსი იყო, გვირგვინის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; და ბადე და ბროწეულები გვირგვინის ირგვლივ მთლიანად ბრინჯაოსი იყო; და ასეთივე იყო მეორე სვეტი და ბროწეულები.
23
და 96 ბროწეული იყო გარედან, და ბროწეული ბადეზე ირგვლივ სულ 100 იყო.
24
და წაიყვანა ქონდაქართუხუცესმა ტყვეებად სერაია, მთავარი მღვდელი, და ცეფანია, მეორე მღვდელი და ზღურბლის სამი მცველი.
25
ქალაქიდან აიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მებრძოლთა ზედამხედველი იყო, და მეფის წინაშე წარჩინებული შვიდი კაცი, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ, და მხედართმთავრის მწიგნობარი, ქვეყნის ხალხის აღმწერელი, და 60 კაცი ქალაქში მყოფი ქვეყნის ხალხიდან.
26
და წაიყვანა ისინი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, და მიიყვანა ბაბილონის მეფესთან რიბლაში.
27
და სცემა მათ ბაბილონის მეფემ და დახოცა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში. და გადაასახლა მან იუდეა თავისი მიწა-წყლიდან.
28
ეს არის ხალხის რაოდენობა, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა: მეშვიდე წელს 3023 იუდაელი;
29
თავისი მეფობის მეთვრამეტე წელს 832 სული იერუსალიმიდან.
30
და ოცდამესამე წელს ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, გადაასახლა 745 სული იუდაელი: მთლიანად 4600 სული.
31
იუდეის მეფის, იეჰოიაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წლის მეთორმეტე თვის მეხუთე დღეს ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი მეფობისას განადიდა იეჰოიაქინი, იუდეის მეფე, და გამოიყვანა იგი საპყრობილიდან.
32
კეთილად ელაპარაკა მას და ტახტი დაუდგა იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც მასთან იყვნენ ბაბილონში.
33
გამოიცვალა იოაქინმა ტუსაღის სამოსი და პურს მუდამ მეფის სუფრაზე ჭამდა, მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე.
34
და ეძლეოდა მას თავისი მუდმივი ულუფა ბაბილონის მეფისაგან ყოველდღე მისი სიკვდილის დღემდე, მთელი სიცოცხლის მანძილზე.
← Chapter 51
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52