bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 34
Jeremiah 34
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 35 →
1
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან, როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი, და ქვეყნის ყველა სამეფო, რომლებიც მისი ძალაუფლების ქვეშ იყვნენ, და ყველა ხალხები ალყაში იქცევდნენ იერუსალიმსა და ყველა მისი შემოგარენის ქალაქებს.
2
ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი ცედეკიას, იუდას მეფეს: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, მე ვაძლევ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს ხელთ და ცეცხლში დაწვავს იგი მას.
3
შენ თავს ვერ დააღწევ მისი ხელიდან, რადგან შეგიპყრობენ და მის ხელთ გადაგცემენ, და შენი თვალები იხილავენ ბაბილონის მეფის თვალებს, და მისი ბაგეები დაელაპარაკებიან შენს ბაგეებს, და ბაბილონში წახვალ.
4
მაშ ისმინე უფლის სიტყვა, ცედეკია, იუდას მეფევ! ასე ამბობს უფალი შენზე: შენ მახვილით არ გიწერია სიკვდილი,
5
მშვიდობით მოკვდები. და როგორც შენი მამებისთვის – შენი წინამორბედი მეფეებისათვის – დაკრძალვისას აკმევდნენ საკმეველს, ისევე დააკმევენ შენთვისაც და დაგატირებენ: ვაი, უფალოო! და ეს ახდება, რადგან მე ვიწინასწარმეტყველე ეს, – ამბობს უფალი.
6
და უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ცედეკიას, იუდას მეფეს, ყველა ეს სიტყვა იერუსალიმში.
7
ხოლო ბაბილონის მეფის ლაშქარი კი ალყაში იქცევდა იერუსალიმსა და იუდას ქალაქებს – ლაქიშსა და ყაზეკას; რადგან იუდეის ქალაქებიდან ეს ორი ქალაქიღა იყო გამაგრებული.
8
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან მას შემდეგ, რაც მეფე ცედეკიამ აღუთქვა მთელ ხალხს, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა, რომ თავისუფლება გამოეცხადებინათ;
9
ყოველ კაცს უნდა გაეაზატებინა თავისი ყმა და მხევალი, ებრაელი ქალი და კაცი, რათა აღარავის ჰყოლოდა მონად თავისი მოძმე ებრაელი.
10
და დამორჩილდა ყველა მთავარი და მთელი ხალხი, ვისაც კი აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ თავისუფლად გაუშვებდნენ თითოეულ თავის მსახურს და თითოეულ თავის მხევალს, რათა აღარ დაემონებინათ მეტად, – და დამორჩილდნენ და გაათავისუფლეს.
11
მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს და დაიბრუნეს თავიანთი მსახურები და მხევლები, რომლებიც გააზატეს, და კვლავ დაიმორჩილეს ისინი მსახურებად და მხევლებად.
12
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
13
ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე აღთქმა დავდე თქვენს მამებთან იმ დღეს, როდესაც ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამოვიყვანე ისინი და ვუთხარი:
14
ყოველი შვიდი წლის ბოლოს გაუშვით-მეთქი თითოეულმა თქვენი მოძმე ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ და ექვს წელიწადს გემსახურათ, გააზატეთ-მეთქი. მაგრამ თქვენმა მამებმა არ გამიგონეს, ყურიც არ შეიბერტყეს.
15
დღეს კი თქვენ შემობრუნდით და სწორად მოიქეცით ჩემს თვალში, რომ თავისუფლება გამოუცხადა თითოეულმა თავის მოძმეს, და აღთქმა დადო ჩემს წინაშე სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება;
16
მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეთ და შებღალეთ ჩემი სახელი, და დაიბრუნეთ თითოეულმა თავისი მსახური და თავისი მხევალი, რომლებიც გააზატეთ და გაუშვით, საითაც გული მიუწევდათ, და კვლავ აიძულებთ, რათა გყავდეთ თქვენს მსახურებად და თქვენს მხევლებად.
17
ამიტომ ასე ამბობს უფალი: თქვენ არ მისმინეთ მე, რომ თავისუფლება გამოგეცხადებინათ თითოეულს თავისი მოძმისათვის და თავისი მოყვასისათვის. ამიტომაც აჰა, მე თავისუფლებას გიცხადებთ თქვენ, – ამბობს უფალი, – მახვილის, შავი ჭირისა და შიმშილისათვის, და აბუჩად გაგხდით ქვეყნის ყველა სამეფოსათვის.
18
და ჩემი აღთქმის დამრღვევ ხალხს, რომელთაც არ შეასრულეს ჩემი აღთქმის სიტყვები, ჩემს წინაშე რომ დადეს, როცა ორად გააფეშხოვეს ხბო და მის ნაწილებს შორის გაიარეს,
19
იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, საჭურისებსა და მღვდლებს, ქვეყნის მთელ ერს, ვინც გაფეშხოვებული ხბოს ფეშხოებს შუა გაიარეს,
20
მივცემ მათი მტრებისა და მათი სულის მაძიებელთა ხელთ, და მათი გვამები ცის ფრინველთა და ტყის ნადირთა კერძი გახდება.
21
და ცედეკიას, იუდას მეფეს, და მის მთავრებს ჩავყრი მათ მტერთა, მათი სულის მაძიებელთა და ბაბილონის მეფის ლაშქრის ხელში, რომელმაც უკან დაიხია თქვენგან.
22
აჰა, მე ვუბრძანებ, – ამბობს უფალი, – და მოვაბრუნებ მათ ამ ქალაქისაკენ, და იბრძოლებენ მის წინააღმდეგ, და დაიპყრობენ მას და ცეცხლით გადაბუგავენ, იუდას ქალაქებს კი უკაცრიელ უდაბნოდ ვაქცევ.
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 35 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52