bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 16
Jeremiah 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 17 →
1
და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი:
2
ნუ მოიყვან აქ ცოლს და ნუ იყოლიებ ძეთა და ასულთ.
3
რადგან ასე ამბობს უფალი აქ შობილ ძეებსა და ასულებზე, მათ მშობელ დედებსა და შემქმნელ მამებზე:
4
საზარელი ტკივილებით გაწყდებიან ისინი; არ ეყოლებათ მოზარე და დამმარხველი; ფუნასავით ეყრებიან ველზე; მახვილითა და შიმშილით აღესრულებიან, და მათი მძორები ცის ფრინველთა და ტყის ნადირთა საჯიჯგნი გახდება.
5
ასე ამბობს უფალი: ნუ შეხვალ მგლოვიარეთა სახლში. ნუ მიხვალ მათ სატირალზე და სამძიმარზე, რადგან განვაშორე ჩემი მშვიდობა ამ ხალხს, წავართვი ჩემი წყალობა და შებრალება.
6
და მოისრებიან დიდიან-პატარიანად ამ ქვეყანაში, არავინ დამარხავს და არავინ დაიტირებს მათ, სახეს არავინ ჩამოიხოკავს და ნაწნავებს არავინ დაიჭრის მათთვის;
7
პურს არავინ გატეხს ჭირისუფლის სანუგეშებლად, დედ-მამის შესანდობარ თასს არავინ შეასმევს მათ.
8
ნადიმის სახლში ნუ მიხვალ მათთან დასაჯდომად სმა-ჭამისთვის.
9
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე შევწყვეტ თქვენს თვალწინ და თქვენს დღეებში ამ ადგილიდან შვების ხმასა და სიხარულის ხმას, ნეფის ხმასა და პატარძლის ხმას.
10
როდესაც ეტყვი ამ ერს ყველა ამ სიტყვას და ისინი გკითხავენ: რატომ გვიქადისო უფალი ჩვენ ამ დიდ უბედურებას? ან: რა ბრალი მიგვიძღვისო მის წინაშე და რა არისო ჩვენი ცოდვა, რომლითაც ჩვენ შევცოდეთო უფალს, ჩვენს ღმერთს?
11
ასე უთხარი მათ: უფალი ამბობს-თქო: ის, რომ თქვენმა მამებმა მიმატოვეს და სხვა ღმერთებს გაჰყვნენ და ემსახურებოდნენ მათ, და თაყვანს სცემდნენ, მე კი განმიდგნენ და ჩემი რჯული არ დაიცვეს.
12
და თქვენც თქვენს მამებზე მეტ ბოროტებას შვრებით: ყოველი თქვენგანი თავის ბოროტ გულისთქმას აჰყოლია და მე აღარ მისმენს.
13
ამიტომ მე გადაგყრით ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობთ არც თქვენ და არც თქვენი მამები იცნობდნენ; და მოემსახურებით იქ სხვა ღმერთებს დღე და ღამე, რადგან მე არ შეგიწყალებთ თქვენ.
14
ამიტომ აჰა, დადგება ჟამი, – ამბობს უფალი, – როცა აღარ იტყვიან: „ვფიცავთ უფალს, რომელმაც ისრაელიანები გამოიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან!“
15
არამედ: „ვფიცავთ უფალს, რომელმაც გამოიყვანა ისრაელიანები ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც გაფანტა ისინი!“ და მე კვლავ დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მივეცი მათ მამებს.
16
მე გამოვგზავნი ბევრ მეთევზეს, – ამბობს უფალი, – მათ დასაჭერად. ამის შემდეგ გავგზავნი მრავალ მონადირეს და ჩამორეკავენ ისინი მათ ყოველი მთიდან, ყოველი ბორცვიდან და კლდეთა ნაპრალებიდან,
17
რადგან თვალი მიჭირავს ყველა მათ გზაზე, ვერ დამემალებიან და არც მათი დანაშაული გამოეპარება ჩემს თვალს.
18
და ორმაგად მივაგებ მათ მათი დანაშაულისა და ცოდვების გამო, რადგან შებილწეს ჩემი მიწა, თავის სისაძაგლეთა გვამებით და თავის საზიზღრობებით გაავსეს ჩემი სამკვიდრებელი.
19
უფალო, ძალო ჩემო და შემწევ ჩემო, შესავედრებელო ჩემო გაჭირვების ჟამს! შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა, მხოლოდ ამაოება, და ის, რასაც სარგებლობა არ ჰქონდა.
20
განა შეძლებს კაცი, რომ გაიკეთოს ღმერთები, რომლებიც სინამდვილეში ღმერთები არ არიან?
21
ამიტომ, აჰა, მე ახლა ვუჩვენებ მათ ჩემსმკლავსა და ძლიერებას, და გაიგებენ ისინი, რომ: ჩემი სახელი არის უფალი.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52