bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 4
Jeremiah 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 5 →
1
თუ მოიქცევი, ისრაელ, – ამბობს უფალი, – თუ ჩემსკენ მოიქცევი; შენს სისაძაგლეებს მომაშორებ, აღარ იწანწალებ.
2
თუ დაიფიცავ უფლის სახელით ჭეშმარიტად, სამართალსა და სიმართლეში, იკურთხებიან შენს მიერ ხალხები და შენს მიერვე განითქმებიან.
3
რადგან ასე ეუბნება უფალი იუდას ხალხსა და იერუსალიმს: მოიხანით ახალი მინდვრები და ნუ დათესავთ ეკალ-ბარდებში.
4
წინადაიცვითეთ უფლისათვის და მოიცილეთ წინადაუცვეთლობა თქვენი გულისა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა ცეცხლივით არ გამოვარდეს ჩემი რისხვა და თქვენი ბოროტმოქმედების გამო ისე არ აგიზგიზდეს, რომ ვერავინ ჩააქროს.
5
გამოაცხადეთ იუდაში და გაახმიანეთ იერუსალიმში, ამცნეთ და ბუკის კვრა გააჩაღეთ ქვეყანაში; იყვირეთ მთელი ხმით და აუწყეთ: შეგროვდით და წავიდეთ-თქო გამაგრებულ ქალაქებში!
6
სიონისკენ მიმართეთ ბაირაღი, გაიქეცით, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მომაქვს ჩრდილოეთიდან.
7
ლომი გამოდის შამბნარიდან, ხალხების გამანადგურებელი დაიძრა: გამოდის თავისი ბუნაგიდან, რათა უდაბნოდ აქციოს შენი მიწა. აოხრდება შენი ქალაქები, კაცი არ დარჩება იქ.
8
ამიტომ შემოირტყით ძაძები, იგლოვდეთ და მოთქვამდეთ, რადგან უფლის რისხვა არ აგვცდება.
9
და იქნება იმ დღეს, – ამბობს უფალი, – რომ გული შეუდრკებათ მეფეს და მთავრებს, მღვდლები შეძრწუნდებიან და წინასწარმეტყველნი გაოგნდებიან.
10
და ვთქვი მე: ოჰ, უფალო ღმერთო, ნუთუ მართლა შენ მოატყუე ეს ხალხი და იერუსალიმი, რომ უთხარი: მშვიდობა გექნებათო? მაგრამ მახვილი ყელზეა მობჯენილი.
11
იმ დროს ეტყვიან ამ ერსა და იერუსალიმს: ხორშაკი უბერავს უდაბნოს ხრიოკი მაღლობებიდან ჩემი ერის ასულის გზაზე – ვერც კალოს განფიწლავ ამ ქარით და ვერც ნაწმენდს გამოაცლი ხვავს.
12
მასზე ძლიერი ქარი ატყდება ჩემი ნებით იქიდან – მაშინ მეც გამოვუცხადებ განაჩენს მათ.
13
აჰა, ღრუბელივით ამოდის იგი და ქარბორბალასავითაა მისი ეტლები. ორბებზე უსწრაფესნი არიან მისი ცხენები, ვაი ჩვენს თავს, ვერ გადავრჩებით!
14
გულიდან ამოირეცხე ბოროტება, იერუსალიმ, რომ გადარჩე! როდემდე უნდა ელოლიავებოდე ბოროტ ზრახვებს?
15
ყვირილი ისმის დანიდან და ავის ნიშანია ეფრემის მთიდან.
16
გამოუცხადეთ ხალხებს, ხმა მიაწვდინეთ იერუსალიმს, დამპყრობლები მოდიან შორეული ქვეყნიდან და ყიჟინით აყრუებენ იუდას ქალაქებს.
17
როგორც მეველეები, გარს ერტყმიან მას, რადგან მე ამიჯანყდა ის, – ამბობს უფალი.
18
შენმა საქციელმა და შენმა საქმეებმა დაგმართეს შენ ეს ყოველივე; შენი ბოროტებაა იმის მიზეზი, რომ გული ვარამით გეფლითება.
19
ვაიმე, ჩემი გულ-ღვიძლი, გულ-ღვიძლი მეწვის! გულის ფიცარი მტკივა, მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები; რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა!
20
უბედურება უბედურებაზე: მთელი ქვეყანა ისპობა, უცებ გაიძარცვა ჩემი კარვები, წამიერად – ჩემი ჩარდახები.
21
როდემდე უნდა ვუყურებდე დროშებს და მესმოდეს ბუკისცემის ხმა?
22
რეგვენია ჩემი ხალხი, მე არა მცნობს! ბრიყვი ბავშვები არიან ისინი. უგნურნი არიან ისინი, ჭკუა მხოლოდ ბოროტებისთვის ჰყოფნით, სიკეთის გაკეთება კი არ იციან.
23
დავყურებ მიწას და, აჰა, უსახური და უდაბურია, შევყურებ ზეცას – და იქ სინათლე არ ჩანს.
24
მთებს ვუყურებ და, აჰა, ზანზარებენ ისინი და ირყევა ყველა ბორცვი.
25
ვუყურებ, და, აჰა, ადამიანი აღარ ჩანს და ცის ფრინველნიც გაფრენილან;
26
ვუყურებ და, აჰა, ნაყოფიერი მხარე უდაბნოდ ქცეულა და ყველა მისი ქალაქი გაცამტვერებულა უფლის წინაშე, მისი მრისხანე გულისწყრომისაგან.
27
რადგან ასე ამბობს უფალი: მთელი ეს ქვეყანა უდაბნოდ იქცევა, მაგრამ საბოლოოდ არ მოვსპობ.
28
ამაზე იგლოვებს დედამიწა და მაღლა ცა დაბნელდება, რადგან მე უკვე ვთქვი ჩემი განაჩენი და არ ვნანობ და უკან არ დავიხევ.
29
მხედართა და მშვილდოსანთა ხმას გაურბიან ქალაქები, შევიდნენ უღრანებში და კლდეებში შეიხიზნენ, მთელი ქალაქები მიტოვებულია და ძეხორციელი არ დარჩენილა მათში.
30
შენ კი, გაპარტახებულო, რას გააკეთებ? თუმცა ძოწეულით იმოსები, თუმცა ოქროს სამკაულებით იმოსები, თვალებს იღებავ, მაგრამ ამაოდ ლამაზდები – საყვარლებმა შეგიძულეს, შენი მოკვლა სურთ.
31
რადგან ხმა მესმა, თითქოს მშობიარე ქალები ყვირიანო, თითქოს პირველმშობიარე კივისო, ხმა – სიონის ასულისა; ქვითინით იწვდის ხელებს: ვაიმე, დაიქანცაო ჩემი სული მკვლელების წინაშე!
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52