bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 28
Jeremiah 28
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 29 →
1
და იყო იმავე წელს, იუდას მეფე ცედეკიას მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს, ხანანია ყაზურის ძემ, გიბეონელმა წინასწარმეტყველმა, მითხრა მე უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ხალხის თვალწინ:
2
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მე დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს.
3
ორ წელიწადში დავაბრუნებო ამ ადგილას უფლის ტაძრის მთელ ჭურჭელს, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაზიდა აქედან ბაბილონში;
4
და იექონია იეჰოიაკიმის ძეს, იუდეის მეფეს, და ბაბილონში მყოფ ყველა ტყვედ წაყვანილ იუდაელს დავაბრუნებ ამ ადგილას, – ამბობს უფალი, – რადგან მე დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს.
5
და უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს უფლის სახლში მდგომი მთელი ხალხისა და მღვდლების თვალწინ,
6
და თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: ამინ! ეგრე ყოს უფალმა! აღასრულოს უფალმა შენი სიტყვები, რომლებიც იწინასწარმეტყველე უფლის ტაძრის ჭურჭლისა და ყველა ტყვის დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას.
7
მხოლოდ მოისმინე ეს სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი შენს გასაგონად და მთელი ერის მოსასმენად.
8
წინასწარმეტყველნი, რომლებიც ჩემზე უწინ იყვნენ და შენზე უწინაც დიდი ხნით ადრე, უწინასწარმეტყველებდნენ ბევრ ქვეყანას და დიდ სამეფოებს ომებს, უბედურებებსა და შავ ჭირს;
9
თუ წინასწარმეტყველი მშვიდობას წინასწარმეტყველებს, მხოლოდ მაშინ აღიარებენ, უფლის მიერ მოვლინებულ ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად, როცა ახდება მისი წინასწარმეტყველება.
10
მაშინ ახსნა ხანანია წინასწარმეტყველმა წინასწარმეტყველ იერემიას კისრიდან უღელი და დალეწა.
11
და თქვა ხანანიამ მთელი ხალხის თვალწინ: „ასე ამბობს უფალი: ‘ასევე დავლეწავ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, უღელს ორ წელიწადში ყველა ხალხების ქედზე.’“ და წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავისი გზით.
12
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მას შემდეგ, რაც ხანანია წინასწარმეტყველმა ქედიდან მოხსნა წინასწარმეტყველ იერემიას უღელი და დალეწა:
13
წადი და უთხარი ხანანიას: ასე ამბობს-თქო უფალი: შენ ხის უღელი დალეწე, ახლა რკინის უღელი მოვა-თქო მის ნაცვლად.
14
რადგან ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: რკინის უღელი დავადგი მე ყველა ამ ხალხებს ქედზე, რათა დაემორჩილნენ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, და დაემორჩილებიან კიდეც, თვით ველის ნადირიც კი მას დაემორჩილება.
15
და უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: ისმინე, ხანანია, უფალს არ გამოუგზავნიხარ შენ, და ტყუილად აიმედებ ამ ხალხს.
16
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მოგაშორებ მზის ნათელს, ამ წელს მოკვდები, რადგან უფლის წინააღმდეგ ლაპარაკობდი.
17
და მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი იმ წელიწადს, მეშვიდე თვეში.
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52