bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 13
Jeremiah 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 14 →
1
ასე მითხრა უფალმა: წადი და იყიდე სელის სარტყელი, შემოირტყი წელზე და წყალში არ დაგისველდეს.
2
ვიყიდე სარტყელი უფლის სიტყვისამებრ და შემოვირტყი თეძოებზე.
3
და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ მეორედ:
4
აიღე ეს სარტყელი, რომელიც იყიდე და თეძოებზე გაქვს შემორტყმული; ადექი და წადი ევფრატზე და დამალე იქ, კლდის ნაპრალში.
5
და წავედი ევფრატზე და დავმალე, როგორც მიბრძანა მე უფალმა.
6
მრავალი დღის შემდეგ მითხრა მე უფალმა: ადექი, წადი ევფრატზე და აიღე იქიდან ის სარტყელი, რომლის იქ დამალვაც გიბრძანე.
7
და წავედი მე ევფრატზე და ამოვთხარე და ავიღე ის სარტყელი იქიდან, სადაც დავმალე და, აჰა, დამპალიყო სარტყელი, აღარაფრად ვარგოდა.
8
და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ:
9
ეს არის, რასაც ამბობს უფალი: ასე დავალპობო იუდას მედიდურებას და იერუსალიმის ამპარტავნებას.
10
ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ უნდა ჩემი სიტყვის გაგონება, დადის თავისი უკუღმართი გულის შეუპოვრობით და მიჰყვება სხვა ღმერთებს, რათა ემსახუროს მათ და თაყვანი სცეს, იქნება, როგორც ეს სარტყელი, რომელიც არაფრისათვის აღარ გამოდგება.
11
რადგან როგორც სარტყელი ეკრობა კაცის თეძოებს, ისე მივიახლოვე მე მთელი ისრაელის სახლი და იუდას სახლი, – ამბობს უფალი, – რათა ყოფილიყვნენ ისინი ჩემს ერად, ჩემს დიდებად, საქებრად და მშვენებად; მაგრამ არ მისმინეს.
12
და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: ყველა ტიკი ღვინით ივსება. და გეტყვიან ისინი: განა არ ვიცით, რომ ყველა ტიკი ღვინით ივსება?
13
უთხარი მათ, რომ ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, მე ღვინით გავბრუჟავ ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებს და ყველა მეფეებს, დავითის ტახტზე რომ სხედან, და ყველა მღვდელს და წინასწარმეტყველს და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს,
14
და ერთმანეთს შევალეწ მათ, მამებს და შვილებს ერთიანად, – ამბობს უფალი; – არ შევიბრალებ და არ დავინდობ, და არ ვინანებ მათ გაწყვეტას!
15
მოისმინეთ და გაიგონეთ: ნუ გამედიდურდებით, რადგან უფალი ლაპარაკობს.
16
პატივი მიაგეთ უფალს, თქვენს ღმერთს, სანამ არ ჩამოუბნელებია მას, და სანამ არ წაფორხილებულხართ წყვდიადის მთებზე. თქვენ დაელოდებით სინათლეს, მაგრამ ის სიკვდილის აჩრდილად და სიბნელედ აქცევს მას.
17
და თუ არ მოისმენთ, მალულად იტირებს ჩემი სული თქვენი სიამაყის გამო, მწარედ იგოდებს და ცრემლებად დაიღვრება ჩემი თვალები; რადგან ტყვედ გაირეკავენ უფლის სამწყსოს.
18
უთხარი მეფესა და დედოფალს: ტახტიდან გადმოდით-თქო, ქვემოთ დასხედით, რადგან თავიდან მოგეხადათ გვირგვინი თქვენი დიდებისა.
19
სამხრეთის ქალაქები ალყაშია და არავინაა შემწე: ტყვედ გაირეკეს მთელი იუდა, სრულად წაასხეს.
20
გაიხედეთ, შეხედეთ ჩრდილოეთიდან მომავალთ. სადაა სამწყსო, შენ რომ მოგეცა, შენი მშვენიერი ფარები?
21
მაშინ რას იტყვი, სიონის ასულო, როდესაც მოგიხილავს უფალი? განა შენ არ ასწავლე მათ, როგორ გაგბატონებოდნენ? განა ტკივილები არ გაგაწამებენ მაშინ მშობიარე ქალივით?
22
და თუ იტყვი შენს გულში: რატომ დამემართაო ეს ყოველივე? განა შენი მრავალი ცოდვების გამო არ გადაგეხადა კალთები და გამოგიჩნდა ტერფები.
23
თუ ქუშელი შეძლებს შეიცვლოს კანის ფერი და ჯიქი თავის ხალებს, მაშინ თქვენც, ბოროტებას ჩვეულნი, შეძლებთ სიკეთის ქმნას.
24
და გავანიავებ როგორც ბზეს, უდაბნოს ქარი რომ წარიტაცებს.
25
ეს არის შენი ხვედრი, ჩემგან გამოზომილი შენი წილი, – ამბობს უფალი, – რადგან დამივიწყე და სიცრუით სასოებდი.
26
და მეც წამოგხდი კალთებს სახემდე და გამოჩნდება შენი სირცხვილი,
27
ვიხილე შენი გახრწნილება და შენი ავხორცი ჭიხვინი, უხამსობა შენი სიძვისა, ველად ვიხილე შენი სისაძაგლე ბორცვებზე. ვაი შენ, იერუსალიმ! როდისღა განიწმიდები?!
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52