bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 33
Jeremiah 33
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 34 →
1
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მეორედ, როდესაც ის ჯერ ისევ დამწყვდეული იყო ყარაულთა ეზოში.
2
ასე ამბობს უფალი, რომელმაც შექმნა მიწა, უფალი, რომელმაც მოაწყო და დააფუძნა იგი, – უფალია მისი სახელი.
3
მომიხმე მე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ,
4
რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქის სახლებზე და იუდას მეფეთა სახლებზე, რომლებიც დაინგრა მიწაყრილთა და მახვილის წინაშე,
5
როცა მოვიდნენ ქალდეველები საომრად და მათ ასავსებად ადამიანთა გვამებით, რომლებიც მე გავწყვიტე ჩემი გულისწყრომითა და რისხვით, რადგან მათი ბოროტების გამო გარე-მივაქციე პირი ჩემი ამ ქალაქს.
6
აჰა, მე შევუხვევ მას ჭრილობებს და განვკურნავ, და ვყოფ მისთვის მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიუხვეს,
7
და დავაბრუნებ იუდასა და ისრაელის ტყვეებს და ძველებურად ავაშენებ მათ.
8
და განვწმედ მათ ყველა მათი უწმიდურებისაგან, რითაც ცოდავდნენ ჩემს წინაშე, და მივუტევებ ყველა ურჯულოებას, რითაც ცოდავდნენ ჩემს წინაშე და განმიდგნენ მე.
9
და იქნება ჩემთვის იერუსალიმი სიხარულის სახელი, საქებრად და სადიდებლად ქვეყნის ყველა ხალხების წინაშე, რომლებიც მოისმენენ ყველა იმ სიკეთეს, რასაც მე გავუკეთებ მას, და გაოცდებიან და შეძრწუნდებიან ყველა იმ სიკეთისა და კეთილდღეობის გამო, რასაც მას მოვუტან.
10
ასე ამბობს უფალი: ამ ადგილას, რომელზეც თქვენ ამბობთ: აოხრებულიაო და არც კაცი და არც პირუტყვი არ ჭაჭანებსო, – იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში, რომლებიც დაცარიელებულია, უკაცრიელია, სადაც არც კაცი და არც პირუტყვი ჭაჭანებს, კვლავაც გაისმება
11
მხიარულებისა და ლხენის ხმა, ნეფის ხმა და საპატარძლოს ხმა, ხმა, რომელიც იტყვის: ადიდეთ ცაბაოთ უფალი, რამეთუ კეთილია უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! და ხმა უფლის სახლში სამადლობელო მსხვერპლის მომტანთა; რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან, როგორც უწინ იყვნენ, – ამბობს უფალი.
12
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ამ გაუდაბურებულ ადგილზე და მის ქალაქებში, სადაც არ ჭაჭანებს არც კაცი, არც პირუტყვი, კვლავ გაჩნდება მწყემსთა ბინები, მათი ფარების სადგომები.
13
მთის ქალაქებსა და ბარის ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებსა და ბენიამინის მიწაზე, იერუსალიმის გარეუბნებში და იუდას ქალაქებში კიდევაც გაივლის ფარები მწყემსის კომბლის ქვეშ დასათვლელად, – ამბობს უფალი.
14
აჰა, დგება დღეები, – ამბობს უფალი, – როცა მე აღვასრულებ იმ სასიკეთო სიტყვას, რომელიც ისრაელის სახლსა და იუდას სახლს აღვუთქვი.
15
იმ დღეებში და იმ ჟამს ჩემი ნებით აღმოცენდება ჭეშმარიტი მორჩი, დავითის მემკვიდრე, და ის იქმს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე.
16
იმ დღეებში გადარჩება იუდა და იერუსალიმი უსაფრთხოდ დასახლდება. და მისი სახელი იქნება: „უფალი ჩვენი ხსნა!“
17
რადგან ასე ამბობს უფალი: არ დაელევა დავითს ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომი,
18
და ლევიანთა მღვდლებს არ დაელევათ კაცი ჩემს წინაშე, ყოველდღიურად სრულადდასაწველის აღმავლენელი და ძღვენის მკმეველი და მსხვერპლის შემწირველი.
19
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ:
20
ასე ამბობს უფალი: თუ შეძლებთ ჩემი აღთქმის დარღვევას დღისა და ღამის მონაცვლეობაზე, რომ დღე და ღამე აღარ იწყებოდეს თავის დროზე,
21
მაშინ შესაძლებელი იქნება ჩემი აღთქმის დარღვევაც დავითთან, ჩემს მონასთან, რომ აღარ ეყოლება მას ძე მის ტახტზე გასამეფებლად, და ასევე ლევიან მღვდლებთან – ჩემს მსახურებთან.
22
როგორც უთვალავია ცის მხედრობა და ზღვაში ქვიშაა აღურიცხველი, ისე გავამრავლებ დავითის, ჩემი მონის, თესლ-ტომს და ლევიანებს, ჩემს მსახურთ.
23
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ:
24
ნუთუ ვერ ხედავ, რას ამბობს ეს ხალხი: ის ორი ტომი, რომელიც უფალმა ამოირჩია, მანვე უარყოო? და ამის გამო მათ მოიძულეს ჩემი ერი ისე, თითქოს ის არ ყოფილიყოს ხალხი მათ თვალში.
25
ასე ამბობს უფალი: რომ არ დამედო აღთქმა დღესთან და ღამესთან, და არ დამემტკიცებინა განჩინებანი ცისა და მიწისა,
26
მაშინ იაკობისა და დავითის, ჩემი მონის, მოდგმასაც უკუვაგდებდი და არ ავიყვანდი ხელმწიფეებს მისი თესლიდან აბრაამის, ისააკისა და იაკობის თესლისათვის; რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან და შევიწყალებ.
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 34 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52