bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 10
Jeremiah 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 11 →
1
ისმინე სიტყვა, ისრაელის სახლო, რომელსაც უფალი გეუბნება შენ.
2
ასე ამბობს უფალი: ნუ ისწავლით წარმართთა გზას და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, რომლებისაც წარმართებს ეშინიათ.
3
რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა: ტყეში მოჭრეს ხე, დურგლმა გათალა ნაჯახით,
4
ვერცხლითა და ოქროთი დაფერა და ლურსმნებითა და ჩაქუჩით დაამაგრა, რომ არ ირყეოდეს.
5
ბოსტანში დადგმულ საფრთხობელას ჰგვანან, ლაპარაკი არ შეუძლიათ, ხელით ატარებენ, რადგან თავად ვერ დადიან; ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერ იბოროტებენ, მაგრამ არც სიკეთის ქმნა შეუძლიათ.
6
არავინ არის შენი მსგავსი, უფალო, დიდი ხარ შენ და დიდი ძალისაა შენი სახელი.
7
ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ? მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის ეს; რადგან წარმართთა ყველა ბრძენს შორის და ყველა მათ სამეფოში არავინ არის შენი მგავსი.
8
ყველა ერთიანად გამოტვინდა და გასულელდა, ხის კერპია მათი ჭკუის მასწავლებელი,
9
თარშიშის ვერცხლით და უფაზის ოქროთი მოჭედილი, დურგლისა და ოქრომჭედლის ნახელავი; მათი სამოსელი – იაკინთი და ძოწეული – ოსტატთა ნახელავია.
10
უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და საუკუნო მეფე, დედამიწა ირყევა მისი რისხვით და ვერ უძლებენ ხალხები მის რისხვას.
11
ასე უთხარით მათ: ღმერთები, რომელთაც არ შეუქმნიათ ცა და მიწა, გაქრებიან ამ ქვეყნიდან და ცისქვეშეთიდან.
12
უფალმა შექმნა დედამიწა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით, და თავისი გონიერებით განავრცო ზეცა,
13
მის ხმაზე ხმაურობენ წყლები ზეცაში, ღრუბლები ამოჰყავს მას ქვეყნის კიდეებიდან, ის წარმოშობს საწვიმრად ჭექა-ქუხილს, აგზავნის ქარს თავისი საგანძურებიდან.
14
უვიცობისგან გაბრიყვდა ადამიანი, შერცხვენილია ოქრომჭედელი თავისი კერპით, რადგან ფუჭია მისი ქანდაკი, სული არ უდგას.
15
სრული სიცარიელეა ისინი – საქმე ცთომილებისა, მათი განკითხვისას გაქრებიან ისინი.
16
ასეთი არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან იგია ყოველივეს შემოქმედი, ისრაელი კი მისი სამკვიდროს კვერთხია, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
17
აიკრიფე გუდა-ნაბადი და დატოვე შენი ქვეყანა, ალყაში მოქცეულო!
18
რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მე გავდევნი ახლა ამ ქვეყნის მცხოვრებთ, ამჯერად უბედურებას დავატეხ მათ თავს, რათა ბოლომდე შესვან იგი.
19
ვაი, ჩემს უბედურებას! უკურნებელია ჩემი წყლული! ვიფიქრე: ნამდვილად ეს იყო-მეთქი ჩემი უბედურება და მე მეწია-მეთქი ის!
20
ჩემი კარავი გაძარცვულია და ყველა საბელი გაწყვეტილია, ჩემი ძენი წავიდნენ ჩემგან და აღარ არიან: აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების გამჭიმავი.
21
გამიგიჟდნენ მწყემსები და არ მოიკითხეს უფალი, გაუგუნურდნენ და მთელი მათი სამწყსო გაიფანტა.
22
ხმა დადის: აჰა, ის მოდის, და დიდი ღრიანცელი ჩრდილოეთის ქვეყნიდან, რათა უდაბნოდ აქციოს იუდას ქალაქები და ტურების ბუნაგად.
23
ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არაა მისი გზა, რომ მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს.
24
დამსაჯე მე, უფალო, ოღონდ სამართლით და არა შენი რისხვით, რათა არ დამამცრო.
25
გადმოანთხიე შენი გულისწყრომა წარმართებზე, რომლებიც არ გიცნობენ, და ტომებზე, რომლებიც შენს სახელს არ მოუხმობენ; რადგან შეჭამეს მათ იაკობი, მოსპეს ის და მოაოხრეს მისი საძოვრები.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52