bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 30
Jeremiah 30
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 31 →
1
უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ:
2
ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: გრაგნილში ჩაიწერე ყველა ის სიტყვა, რაც გითხარი.
3
რადგან, აჰა, დგება ჟამი, – ამბობს უფალი, – როცა მე დავაბრუნებ ჩემს ერს – ისრაელსა და იუდას – ტყვეობიდან. დავაბრუნებ მათ იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი მათ მამებს და ისინი დაიმკვიდრებენ მას.
4
ეს ის სიტყვებია, რომლებიც თქვა უფალმა ისრაელსა და იუდაზე.
5
ასე ამბობს უფალი: შიშის ხმა გვესმის ჩვენ, ძრწოლისა და არა მშვიდობისა.
6
იკითხეთ და ნახეთ, თუ სადმე გაგონილა, რომ კაცი შობდეს? მაშ რატომ ვხედავ, რომ კაცებს მშობიარე დედაკაცებივით ხელით უჭირავთ თეძოები? და რატომ გაფითრებია ყველას სახე?
7
ვაი, რა დიდია ის დღე, არ ყოფილა მისი მსგავსი. უბედურების ჟამია ის იაკობისთვის, მაგრამ ის გადარჩება.
8
და იქნება იმ დღეს, – ამბობს ცაბაოთ უფალი – რომ დავლეწავ მის უღელს შენ რომ გადგას ქედზე, და დავწყვეტ შენს აპეურებს; და აღარ მოემსახურებიან უცხოთესლთ.
9
არამედ მოემსახურებიან ისინი უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, რომელსაც მე აღვუდგენ მათ.
10
და ნუ გეშინია, იაკობ, ჩემო მონავ! – ამბობს უფალი, – და ნუ შეშინდები, ისრაელ, რადგან, აჰა, მე დაგიხსნი შენ შორეთიდან და შენს თესლს – მათი ტყვეობის ქვეყნიდან. და დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს წყნარად და მშვიდად და ვეღარავინ შეაშინებს მას.
11
რადგან შენთანა ვარ მე, – ამბობს უფალი, – რომ გიხსნა, რადგან ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხებს, რომელთა შორისაც გაგფანტე შენ, მაგრამ შენ არ მოგიღებ ბოლოს; შენ სამართლიანად დაგსჯი, დაუსჯელს კი არ დაგტოვებ.
12
რადგან ასე ამბობს უფალი: უკურნებელია შენი ჭრილობა, მძიმეა შენი წყლული.
13
არავინ არის შენი საქმის განმკითხველი, შესახორცებელი სალბუნი არ მოიძიება შენთვის.
14
ყველა შენმა მეგობარმა დაგივიწყა, არ გკითხულობენ, რადგან მტრის ჭრილობით დაგჭერი მე, სასტიკი სატანჯველით – შენი მრავალი ურჯულოების გამო, რადგან გამრავლდა შენი ცოდვები.
15
რას კვნესი შენს ჭრილობებზე, შენს უწყალო სატკივარზე? შენი მრავალი ურჯულოების გამო გიყავი მე ეს, იმის გამო, რომ გამრავლდა შენი ცოდვები.
16
ამიტომ ყველა შენს შემჭმელს შეჭამენ; და ყველა შენს მოძალადეს ტყვედ წაიყვანენ; ყველა შენს ამაოხრებელს ააოხრებენ, და ყველა შენს მძარცველს გავაძარცვინებ.
17
მე მინდა მოგივლინო კურნება მძიმე წყლულებისაგან და განგკურნო, – ამბობს უფალი, – რადგან მოკვეთილი გიწოდეს და ამბობდნენ: ეს არისო სიონი, რომელსაც აღარავინ კითხულობსო.
18
ასე ამბობს უფალი: მე დავაბრუნებ იაკობის კარვებიდან ტყვეობაში წაყვანილთ და შევიწყალებ მის დაბებს; და აშენდება ქალაქი თავის ბორცვებზე და ტაძარი თავის ძველ ადგილზე მოეწყობა.
19
და გამოვა მათგან სამადლობელი და სიცილის ხმა; განვადიდებ მათ და არ დამცირდებიან.
20
და იქნებიან მათი ძენი უწინდელივით, მისი თემი ჩემს წინაშე წარსდგება და მე დავსჯი ყველა მის დამთრგუნველს.
21
მისგანვე იქნება მისი მბრძანებელი და მისივე წიაღიდან გამოვა მისი მთავარი. და მე მოვიახლოვებ მას და ის მოვა ჩემთან, რადგან თავისით ვინ გაბედავს, რომ მომიახლოვდეს მე? – ამბობს უფალი.
22
და თქვენ იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი.
23
აჰა, მძვინვარე ქარბორბალა წამოვიდა უფლისგან, მრისხანე ქარბორბალა, ბოროტეულთ დაატყდება თავს.
24
უკუ არ იქცევა უფლის გულისწყრომის რისხვა, ვიდრე არ შეისრულებს თავისი გულისნადებს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას.
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52