bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 31
Jeremiah 31
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 32 →
1
იმ დროს, – ამბობს უფალი, – მე ვიქნები ისრაელის ყველა ტომის ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი.
2
ასე ამბობს უფალი: უდაბნოში ჰპოვა მადლი მახვილს გადარჩენილმა ხალხმა; წავალ, შვება რომ მოვუტანო ისრაელს.
3
შორიდან გამომეცხადა უფალი და მითხრა: საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე შენ, ისრაელ, ამიტომაც მოგფინე წყალობა.
4
კვლავ აგაშენებ და აშენდები, ქალწულო ისრაელისა, კვლავაც დამშვენდები შენი დაირებით და გამოხვალ მოკისკისე მროკველთა გუნდში.
5
კვლავ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებზე; დარგავენ მწიდავნი და ვინც დარგავენ, თავადვე მოისთვლიან მას.
6
რადგან დადგება დღე, როცა ეფრემის მთაზე დაიძახებენ გუშაგნი: ადექით და ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან!
7
რადგან ასე ამბობს უფალი: „სიხარულით იმღერეთ იაკობზე და გამოაცხადეთ ხალხთა მამის წინაშე; ადიდეთ და თქვით: ‘იხსენი, უფალო, შენი ერი, ნატამალი ისრაელისა!’“
8
აჰა, მოვიყვან მათ ჩრდილოეთის ქვეყნიდან და შემოვიკრებ მათ ქვეყნის კიდეებიდან; მათ შორის იქნებიან ბრმები და კოჭლები, ფეხმძიმენი და მშობიარენი, დიდი კრებული მოიქცევა აქეთ.
9
ტირილით გავიდნენ ისინი აქედან და ნუგეშისცემით წამოვუძღვები მათ; სწორი გზებით წამოვიყვან წყლის ნაკადების ახლოს და აღარ წაიფორხილებენ იქ, რადგან მამა ვარ მე ისრაელისა, და ეფრემი პირმშოა ჩემი.
10
ისმინეთ უფლის სიტყვა, ხალხებო, და აუწყეთ შორეულ კუნძულებს, და უთხარით: ვინც გაფანტა ისრაელი, იგივე შეიკრებს მათ და დაიფარავს, როგორც მწყემსი თავის სამწყსოს.
11
რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და გამოიხსნა მასზე უძლიერესის ხელიდან.
12
და მოვლენ ისინი, იზეიმებენ სიონის მთაზე, გაიხარებენ უფლის სიუხვით – მისი პურითა და ღვინით, ზეთითა და ცხვარ-ძროხით. და იქნება მათი სული აყვავებული ბაღივით, და მათი ტანჯვები დამთავრდება.
13
მაშინ გაიხარებს ქალწული ფერხულში, და გაიხარებენ ჭაბუკნი და ბერიკაცნი მათთან ერთად; და მათ გლოვას სიხარულად ვაქცევ და ვანუგეშებ მათ, და გავახარებ მათ და დარდებს გავუქარწყლებ.
14
და გავაძღობ მღვდლებს ლურთებით, და ჩემი ერი გაძღება ჩემი დოვლათით, – ამბობს უფალი.
15
ასე ამბობს უფალი: ხმა გაისმა რამაში, ტირილი და მწარე გოდება; რახელი დასტირის თავის ძეთ და არ უნდა ნუგეშისცემა თავისი შვილების გამო, რადგან აღარ არიან ისინი.
16
ასე ამბობს უფალი: დაიოკე ხმა ტირილისა და ცრემლის ღვრა თვალთაგან, რადგან საზღაური აქვს შენს შრომას, – ამბობს უფალი, – დაბრუნდებიან ისინი მტრის ქვეყნიდან.
17
იმედი გქონდეს შენი მომავლის, – ამბობს უფალი, – დაუბრუნდებიან შენი ძენი თავიანთ საზღვრებს.
18
მესმის, რომ ტირის ეფრემი: შენ დამსაჯე მე და დავისაჯე, როგორც უღელდაუდგმელი მოზვერი, დამაბრუნე და დავბრუნდები მე, რადგან შენა ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.
19
ჩემი დაბრუნების შემდეგ მოვინანიე; და მას შემდეგ, რაც გონს მოვეგე, მუხლებში ვიცემდი ხელებს; შერცხვენილი ვიყავი და შეძრწუნებული, რადგან ჩემი სიჭაბუკის სირცხვილს ვატარებდი.
20
განა ეფრემი ჩემი ძვირფასი ძე არ არის? განა საყვარელი ბავშვი არ არის? რადგან, როცა კი მასზე დავილაპარაკებ, მუდამ სიყვარულით ვიხსენებ. გულ-ღვიძლი მეწვის, რომ ვიგონებ, სიბრალული მიპყრობს, – ამბობს უფალი.
21
ნიშები აღმართე, გზის მაჩვენებელი სამანები დასხი, გული მიაპყარ გზას, რომლითაც დადიოდი. დაბრუნდი, ქალწულო ისრაელისა, დაუბრუნდი ამ შენს ქალაქებს.
22
როდემდე იხეტიალებ, განდგომილო ასულო? უფალი შექმნის სიახლეს ქვეყანაზე – დედაკაცი დაიფარავს მამაკაცს.
23
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: კვლავ იტყვიან ამ სიტყვას იუდას ქვეყანაში და მის ქალაქებში, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ მათ: უფალმა გაკურთხოს შენ, სიმართლის სამკვიდრებელო, მთაო წმიდაო!
24
და კვლავ ერთად დასახლდებიან იუდასა და ყველა მის ქალაქში მხვნელ-მთესველნი და მწყემსნი.
25
რადგან წყურვილს მოვაკვლევინებ ყოველ მწყურვალ სულს და გავაძღებ ყოველ მშიერ სულს.
26
და ამ დროს გამომეღვიძა და გავახილე თვალი და დავინახე, რომ მეამა ძილი.
27
აჰა, მოდიან დღეები, – ამბობს უფალი, – და დავთესავ ისრაელისა და იუდას სახლში კაცის თესლსა და პირუტყვის თესლს.
28
და როგორც ვუთვალთვალებდი მათ, რომ აღმომეფხვრა და გამეცამტვერებინა ისინი, დამენგრია, მომესპო და მომეწია უბედურება მათზე, ასევე ვიფხიზლებ, რომ ავაშენო და დავნერგო, – ამბობს უფალი.
29
იმ დღეებში აღარ იტყვიან: პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრაო კბილი.
30
რადგან ყოველი თავისი ცოდვით მოკვდება; ვინც ტყემალს შეჭამს, კბილიც იმას მოეკვეთება.
31
აჰა, მოდის დღეები, – ამბობს უფალი, – და ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ახალ აღთქმას დავუდებ.
32
არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდე მათ მამებს იმ დღეს, როდესაც ხელი მოვკიდე მათ, რომ გამომეყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან; ის ჩემი აღთქმა მათ დაარღვიეს, მე კი მაინც ვპატრონობდი მათ, – ამბობს უფალი.
33
რადგან ეს არის აღთქმა, რომელსაც დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, – ამბობს უფალი, – წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ, და მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი.
34
და აღარ ასწავლის მეტად თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას ასე: შეიცანითო უფალი! რადგან დიდიან-პატარიანად ყველას ვეყოლები შეცნობილი, – ამბობს უფალი, – რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და მათ ცოდვებს აღარ გავიხსენებ მეტად.
35
ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად, უბრძანებს მთვარეს და ვარსკვლავებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ მისი ტალღები ღმუიან; ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
36
თუ ეს წესები მოქმედებას შეწყვეტენ ჩემს წინაშე, – ამბობს უფალი, – მაშინ ისრაელიანთა თესლ-ტომიც შეწყდება და აღარ მეყოლება სამუდამოდ ჩემს ერად.
37
ასე ამბობს უფალი: თუ გაიზომება მაღლა ცა და დაბლა გამოიკვლევა დედამიწის საფუძვლები, მაშინ მეც შევიძულებ ისრაელიანთა მთელს მოდგმას ყოველივე იმის გამო, რაც მათ გააკეთეს, – ამბობს უფალი.
38
აჰა, მოდიან დღენი, – ამბობს უფალი, – და აუშენდება უფალს ქალაქი ხანანელის გოდლიდან კუთხის კარიბჭემდე.
39
და საზომი საბელი გადასწვდება გარების ბორცვამდე და გოყათს შემოუვლის.
40
და გვამებისა და ნაცრის მთელი ველი და მთელი მინდორი კიდრონის ნაღვარევამდე და ცხენთა კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით – უფლის წმიდა იქნება. არ აღმოიფხვრება და არ განადგურდება უკუნისამდე.
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 32 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52