bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 18
Jeremiah 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 19 →
1
სიტყვა, რომელიც თქვა უფალმა იერემიას მიმართ:
2
ადექი და ჩადი მეთუნის სახლში და იქ გაუწყებ ჩემს სიტყვას.
3
მე ჩავედი მეთუნის სახლში, მეთუნე თავის მორგვთან მუშაობდა.
4
და ქოთანი, რომელსაც ის აკეთებდა თიხისგან, ხელში გაუფუჭდა. მიუბრუნდა და იმავე თიხით სხვა გააკეთა, როგორიც მოიფიქრა.
5
და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი:
6
განა ამ მეთუნესავით არ შემიძლია მოგექცეთ თქვენ, ისრაელის სახლო? – ამბობს უფალი, – აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ თქვენ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.
7
ზოგჯერ ვიტყვი რომელიმე ხალხზე ან სამეფოზე, რომ აღმოვფხრა იგი, გავაცამტვერო და მოვსპო;
8
და ის ხალხი, რომელზეც ეს ვთქვი, თუ მოიქცევა ბოროტებისგან, მაშინ შევინანებ და არ ვუზამ ბოროტებას, რაც განზრახული მქონდა.
9
ზოგჯერ ვიტყვი რომელიმე ხალხზე და სამეფოზე, რომ ავაშენო ის და გავამყარო;
10
და თუ ჩაიდენს ბოროტს ჩემს თვალში, არ მოუსმენს ჩემს ხმას, მაშინ მე გავაქარწყლებ იმ სიქველეს, რომელიც უნდა გამეკეთებინა მის სასიკეთოდ.
11
და ახლა, უთხარი იუდას კაცებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, მე მოგაწევთ უბედურებას და ბოროტი განზრახვა განვიზრახე თქვენზე, მოიქეცით თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან და გამოასწორეთ თქვენი გზები და საქციელი!
12
ისინი კი ამბობენ: არც იფიქროო! რადგან ჩვენს განზრახვებს მივყვებით და თითოეული ჩვენი ბოროტი გულის შეუპოვრობით ვიქცევითო.
13
ამიტომ ასე ამბობს უფალი: იკითხეთ წარმართთა შორის, თუ სმენია ვინმეს ასეთი რამ? დიდი საზარელი საქმეები ჩაიდინა ისრაელის ქალწულმა.
14
განა მოაკლდება თოვლი ლიბანის მთის თხემებს, განა შეწყდება უცხო ადგილებიდან მოწანწკარე ცივი წყლები?
15
მე კი მიმატოვა ჩემმა ერმა; ამაო ღმერთებს უკმევენ, ბორძიკობენ თავიანთ გზებზე, მიატოვეს ძველთაძველი გზები, რათა ევლოთ გაუკვალავი ბილიკებით,
16
რათა საშინელებად ექციათ თავიანთი ქვეყანა, სამუდამო სამასხროდ, ისე, რომ ყოველ იქ გამვლელს შეძრწუნებულს გაექნია თავი.
17
ხორშაკი ქარივით მიმოვფანტავ მათ მათი მტრების წინაშე; ზურგს ვუჩვენებ მათ და არა სახეს მათი უბედურების დღეს.
18
და თქვეს მათ: მოდით და პირი შევკრათ იერემიას წინააღმდეგ, რათა არ დაეკარგოს რჯული მღვდელს, რჩევა – ბრძენს და სიტყვა წინასწარმეტყველს! მოდით და დავცეთ ის ენით, რომ არ გავიგონოთ არც ერთი მისი სიტყვა.
19
ყური მომაპყარ, უფალო! და ჩემს მოდავეთა ხმაც მოისმინე.
20
განა სიკეთეს ბოროტებით უნდა მიეზღოს? ისინი ორმოს უმზადებენ ჩემს სულს. გაიხსენე: შენს წინაშე ვიდექი, სიკეთეს გთხოვდი მათთვის, რათა ამეცილებინა მათთვის შენი გულისწყრომა.
21
მაშ მიეცი მათი შვილები შიმშილს და მოაწიე მათზე მახვილი; და დარჩნენ მათი ცოლები უშვილოდ და ქვრივებად, მათი ქმრები სიკვდილით მოისრნენ, მათი ჭაბუკნი კი მახვილით დაეცნენ ბრძოლაში.
22
და გაისმას კივილი მათი სახლებიდან, როცა ანაზდად მიუსევ ურდოებს, რადგან თხრილს თხრიან ჩემს შესაპყრობად და მახეს მიგებენ ფეხებში.
23
შენ კი, უფალო, იცი მათი ყველა განზრახვა ჩემს წინააღმდეგ, ჩემს მოსაკლავად; ნუ მიუტევებ მათ ურჯულოებას და მათ ცოდვებზე თვალს ნუ დახუჭავ; დაე, დაემხონ ისინი შენს წინაშე, გაუსწორდი მათ შენი რისხვის ჟამს.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52