bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 42
Jeremiah 42
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 43 →
1
ამის შემდეგ მივიდა ყველა მხედართმთავარი და იოხანან კარეახის ძე და აზარია ჰოშაყიას ძე, და მათთან ერთად მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად,
2
და უთხრეს იერემია წინასწარმეტყველს: შეისმინე ჩვენი ხვეწნა და შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, ჩვენთვის, მთელი ამ დარჩენილი ხალხისთვის, რადგან, როგორც შენი თვალით ხედავ, მრავალთაგან მცირედნიღა დავრჩით.
3
გვაჩვენოს უფალმა, შენმა ღმერთმა, რა გზით ვიაროთ და რა გავაკეთოთ.
4
და უთხრა მათ იერემია წინასწარმეტყველმა: მესმის, და შევევედრები უფალს, თქვენს ღმერთს, თქვენი სიტყვისამებრ, და ყველაფერს, რასაც უფალი მიპასუხებს, გეტყვით, არაფერს დაგიმალავთ.
5
და მათ უთხრეს იერემიას: უფალი იყოს ჩვენს წინააღმდეგ ჭეშმარიტი და მტკიცე მოწმე, თუ არ შევასრულებთ ყოველივე იმას, რასაც უფალი, შენი ღმერთი, იტყვის ჩვენს გასაკეთებლად;
6
კარგი იქნება თუ ცუდი, მოვუსმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რომელთანაც გაგზავნით, რათა სიკეთე გვეწიოს, როდესაც მოვუსმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას.
7
და ათმა დღემ რომ გაიარა, უფლის სიტყვა იყო იერემიას მიმართ.
8
და მოიხმო იოხანან კარეახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც მასთან იყვნენ, და მთელი ერი დიდიან-პატარიანად.
9
და უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელთანაც გამაგზავნეთ მე, რომ წარმედგინა მის წინაშე თქვენი მუდარა:
10
თუ დასახლდებით ამ ქვეყანაში, მაშინ მე აგაშენებთ თქვენ და არ დაგანგრევთ, დაგნერგავთ და არ აღმოგფხვრით, რადგან ვნანობ მე იმ უბედურების გამო, რომელიც თქვენზე მოვაწიე.
11
ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფისა, რომლისაც გეშინიათ, ნუ შეგეშინდებათ მისი, – ამბობს უფალი, – რადგან მე თქვენთანა ვარ, რათა დაგიფაროთ და გიხსნათ მისი ხელიდან.
12
მე წყალობას მოგფენთ და ის შეგიწყალებთ თქვენ და დაგაბრუნებთ თქვენს მიწაზე.
13
მაგრამ თუ იტყვით: არ გვინდაო ამ ქვეყანაში დარჩენა! და არ მოუსმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, ხმას,
14
და იტყვით: წავალთო ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც არ ვიხილავთო არც ომსა და არც ბუკისცემის ხმას გავიგონებთ და არც ვიშიმშილებთ, და იქ ვიცხოვრებთო,
15
მაშ ისმინე უფლის სიტყვა, იუდეის ნატამალო! ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ თქვენ პირს იზამთ ეგვიპტისკენ წასასვლელად და მიხვალთ იქ საცხოვრებლად,
16
მაშინ მახვილი, რომლისაც გეშინიათ, ეგვიპტის ქვეყანაშიც მოგწვდებათ და შიმშილი, რომელიც გაწუხებთ, დაგედევნებათ და იქ დაიხოცებით.
17
და ყოველი კაცი, რომელიც პირს მიიქცევს ეგვიპტეში წასასვლელად და იქ დარჩენას გადაწყვეტს, მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოკვდება, და ვერავინ გადაურჩება იმ უბედურებას, რასაც მე მოვაწევ მათ.
18
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: როგორც ჩემი რისხვა და მძვინვარება გადმოინთხა იერუსალიმის მკვიდრებზე, ისე გადმოინთხევა ჩემი მძვინვარება თქვენზე, ეგვიპტეში რომ ჩახვალთ. და იქნებით იქ საწყევარი, საშინელება, საგინებელი და შესარცხვენელი, და მეტად ვეღარ იხილავთ ამ ადგილს.
19
თქვენზე წარმოთქვა უფალმა, იუდეის ნატამალო: ნუ წახვალთ ეგვიპტეში, იცოდეთ, მე თქვენ გამიფრთხილებიხართ დღეს!
20
რადგან თქვენ თვითონ შესცოდეთ თქვენს წინაშე! თქვენ გამაგზავნეთ უფალთან, თქვენს ღმერთთან, და მითხარით: შეევედრეო ჩვენზე უფალს, ჩვენს ღმერთს, და ყოველივეს, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, იტყვის, გავაკეთებთო.
21
მე გამოგიცხადეთ დღეს თქვენ, მაგრამ თქვენ არ მოუსმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას და ყოველივე იმას, რითაც მან გამომაგზავნა თქვენთან.
22
ახლა იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით დაიხოცებით იმ ადგილას, სადაც თქვენ საცხოვრებლად გინდათ წასვლა.
← Chapter 41
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 43 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52