bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 25
Jeremiah 25
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 26 →
1
სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ იუდას მთელს ერზე იუდას მეფის, იოშიას ძის, იეჰოიაკიმის, მეოთხე წელს (ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის პირველი წელი),
2
სიტყვა, რომელიც უქადაგა იერემია წინასწარმეტყველმა იუდას მთელ ერსა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს:
3
იუდას მეფის, ამონის ძის, იოშიას, მეფობის მეცამეტე წლიდან დღემდე, აი უკვე 23 წელია, რაც იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ, და მე გელაპარაკებოდით თქვენ, როგორც კი თვალს გავახელდი, და თქვენ არ ისმენდით.
4
და აგზავნიდა უფალი თქვენთან ყველა თავის მსახურს, წინასწარმეტყველთ, განთიადიდან გიგზავნიდათ და არ უსმენდით, აინუნშიც არ აგდებდით მის სიტყვას.
5
გეუბნებოდნენ: მოიქცესო ყოველი კაცი თავისი ბოროტი გზიდან და თავისი ბოროტი საქმეებიდან, და დასახლდითო მიწაზე, რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ და თქვენს მამებს საუკუნოდ;
6
ნუ მისდევთო უცხო ღმერთებს სამსახურებლად და თაყვანისსაცემად, რათა არ გამარისხოთ მე თქვენი ხელით ნაკეთებით, და მეც არაფერს დაგიშავებთო.
7
მაგრამ თქვენ არ მისმენდით მე, – ამბობს უფალი, – და მარისხებდით თქვენი ხელით ნაკეთებით, თქვენსავე საბოროტოდ.
8
ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმის გამო, რომ არ ისმინეთ ჩემი სიტყვები,
9
აჰა, მოვუხმობ და წამოვიყვან ჩრდილოეთის ყველა ტომს, – ამბობს უფალი, – და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურსაც გავუგზავნი კაცებს და ავამხედრებ მათ ამ ქვეყანაზე და მის მცხოვრებლებზე და ყველა იმ ხალხებზე, ირგვლივ რომ ცხოვრობენ; სრულიად გავანადგურებ მათ; უკაცრიელ, დასაცინ და საუკუნო ნანგრევებად ვაქცევ ყოველივეს.
10
და მოვსპობ მათგან შვებისა და სიხარულის ხმას, ნეფის ხმასა და საპატარძლოს ხმას, დოლაბების რაკუნსა და ლამპრის შუქს.
11
და მთელი ეს ქვეყანა გაოხრდება და გაუკაცურდება, და მთელი ეს ხალხები ბაბილონის მეფის მონობაში იქნებიან 70 წელიწადს.
12
და როცა გაივლის 70 წელი, დავსჯი მე ბაბილონის მეფეს და ამ ხალხს, – ამბობს უფალი, – და ქალდეველთა ქვეყანას მათი ურჯულოების გამო, და სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ მას.
13
და ავახდენ იმ ქვეყანაზე ყველა ჩემს სიტყვას, რომელიც წარმოვთქვი მასზე, ყოველივეს ჩაწერილს ამ წიგნში, რომელიც იწინასწარმეტყველა იერემიამ ყველა ამ ხალხებზე.
14
რადგან მათაც დაიმონებენ მრავალი ხალხები და დიდი მეფენი; და მივუზღავ მათ მათი საქმეებისა და მათ ხელთა ნაქნარისამებრ.
15
რადგან ასე მითხრა მე უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ჩამომართვი ეს რისხვის ღვინით სავსე თასი და შეასვი ყველა ხალხებს, რომლებთანაც შენ გაგაგზავნი.
16
და შესვამენ და აბობოქრდებიან და გაგიჟდებიან მახვილის წინაშე, რომელსაც მე მოვუვლენ მათ.
17
ხელიდან ჩამოვართვი უფალს თასი და შევასვი ყველა ხალხებს, ვისთანაც გამაგზავნა უფალმა:
18
იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, და მის მეფეებს, და მის მთავრებს, რათა გაეოხრებინა, შემზარავი და სამარცხვინო სანახავი გაეხადა და შეეჩვენებინა, როგორც დღევანდლამდე არიან,
19
ფარაონს – ეგვიპტის მეფეს, და მის მსახურთ, მის მთავრებს და მთელ მის ხალხს,
20
და ყველა შერეულ ხალხს, და ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს, და ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, და აშკელონს, ღაზას და ყეკრონს და აშდოდის ნატამალს,
21
ედომს და მოაბს, და ყამონელთ,
22
და ცორის ყველა მეფეს და ციდონის ყველა მეფეს, და ზღვისგაღმელ მეფეთ;
23
დედანს, თემას და ბუზს, და ყველა საფეთქელაპარსულს;
24
და არაბეთის ყველა მეფეს, და უდაბნოში დავანებულ ყველა აღრეული ტომების მეფეებს;
25
და ზიმრის ყველა მეფეს, ყელამის ყველა მეფეს და მიდიის ყველა მეფეს;
26
ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ერთმანეთის ახლობელს და შორებელს; და მსოფლიოს ყველა სამეფოს, რომელიც დედამიწის ზურგზეა, და შეშაქის მეფე მათ შემდეგ შესვამს.
27
და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: სვით და დათვერით, და ამოარწყიეთ და დაცვივდით, და ნუ ადგებით მახვილის დანახვისას, რომელსაც მე მოვავლენ თქვენზე.
28
და თუ უარს იტყვიან შენი ხელიდან თასის მიღებაზე, რომ შესვან, მაშინ უთხარი მათ: ასე ბრძანა ცაბაოთ უფალმა, რომ უნდა შესვათ-თქო.
29
რადგან ამ ქალაქზე, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, მე ვიწყებ უბედურების მოწევას; და ნუ იფიქრებთ, რომ არ დაისჯებით, რადგან მახვილს მოვუხმობ ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებზე, – ამბობს ცაბაოთ უფალი.
30
აუწყე მათ ყველა ეს სიტყვა და უთხარი მათ: უფალი სიმაღლიდან დაიგრგვინებს და მისი წმიდა სავანიდან გამოსცემს ხმას; საშინელი გრგვინვით დაიგრგვინებს თავის ფარეხზე; როგორც საწნახელში ყურძნის მწურავები, ისე დასჭექს დედამიწის ყველა მცხოვრებთა თავზე.
31
ხმა მიაღწევს ქვეყნის კიდეებამდე, რადგან დავა აქვს უფალს ხალხებთან: განიკითხავს იგი ყველა ხორციელს, ბოროტმოქმედნი მახვილს მიეცემიან, – ამბობს უფალი.
32
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, უბედურება გადადის ხალხიდან ხალხზე და დიდი ქარბორბალა აღიძვრის ქვეყნის კიდეებიდან.
33
და ეყრებიან იმ დღეს უფლის მიერ დახოცილნი ქვეყნის კიდიდან კიდემდე, და არავინ დაიტირებს მათ, არავინ აკრეფს და არავინ დამარხავს, ნეხვივით ეყრებიან მიწის ზურგზე.
34
ივალალეთ, მწყემსებო, და იკივლეთ, და მიწა-მტვერი გადაიყარეთ თავზე, ფარების სარქლებო, რადგან მოაწია დღეებმა თქვენი დაკვლისა და გაფანტვისა, და დაიმსხვრევით, როგორც ძვირფასი ჭურჭელი.
35
არ ექნებათ თავშესაფარი მწყემსებს და ვეღარ გადარჩებიან ფარების სარქლები.
36
მწყემსთა ყვირილისა და ფარის სარქლების ვაების ხმაა, რადგან აჩანაგებს უფალი მათ საძოვრებს.
37
და ჩანაგდება მშვიდობიანი საძოვრები უფლის გაცეცხლებული რისხვით.
38
ლომივით დატოვა მან თავისი ბუნაგი, რადგან გაუკაცრიელდა მათი ქვეყანა ამაოხრებლის მრისხანებითა და მისი რისხვის ცეცხლით.
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52