bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 9
Jeremiah 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 10 →
1
ო, ნეტავ მომცა მოგზაურთა სადგური უდაბნოში! ვიტირებდი მე დღე და ღამე ჩემი ერის ასულის წყლულებზე!
2
ო, ნეტავ, უდაბნოში მოგზაურთა თავშესაფარი მომცა! დავტოვებდი ჩემს ერს და გავშორდებოდი, რადგან ყველანი მრუშები არიან, მოღალატეთა ხროვა.
3
მშვილდივით ჭიმავენ ენებს სიცრუისათვის, და სიმართლისათვის კი არ გამაგრდნენ ქვეყანაზე, არამედ ბოროტებიდან ბოროტებაზე გადადიან და არ მცნობენ მე, – ამბობს უფალი.
4
მოერიდეთ თითოეული თავის მოყვასს და ნურც ერთ თქვენს ძმათაგანს ნუ ენდობით, რადგან ყოველი ძმა ფეხს უდებს მეორეს და ყოველი მოყვასი ცილისწამებას ავრცელებს.
5
ყოველი თავის მოყვასს დასცინის და სიმართლეს არ ლაპარაკობენ; მიაჩვიეს ენა სიცრუეს, ქანცი გაუწყდათ თვალთმაქცობით.
6
ვერაგობაში ცხოვრობ შენ! ვერაგნი არიან, ჩემი დანახვა არ სურთ, – ამბობს უფალი.
7
ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მე გადავადნობ და გამოვცდი მათ, სხვაგვარად როგორ მოვიქცე ჩემი ერის ასულისთვის?
8
მათი ენა – გამაპობელი ისარი, მზაკვრობით სავსეა მათი ბაგეები. პირით მშვიდობას ეუბნებიან მოყვასს, გულში კი მახეს უგებენ.
9
როგორ არ დავსაჯო ისინი ამის გამო? – ამბობს უფალი, – ნუთუ ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული?
10
მთების გამო ავამაღლებ ტირილს და მოთქმას, და ველ-მინდვრების საძოვრების გამო, რადგან გადაბუგულია ისინი და აღარავინ დადის იქ, არ ისმის ნახირის ზმუილი; ცის ფრინველები გაფრინდნენ, მხეცები გადაიხვეწნენ.
11
და ვაქცევ იერუსალიმს ქვა-ღორღის გროვებად, ტურების ბუნაგად; და იუდას ქალაქებს გავაუდაბურებ, უკაცურს გავხდი.
12
ვინ არის ისეთი ბრძენი, რომ ეს გაიგოს? და ვის მიმართავენ უფლის ბაგენი, რომელსაც შეუძლია ამცნოს, თუ რისთვის დაიღუპა ეს ქვეყანა და რისთვის გადაიხრუკა უდაბნოსავით, რომ აღარავინ ჭაჭანებს იქ?
13
და ამბობს უფალი: ეს იმის გამოა, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მე მივეცი მათ და არ შეისმინეს ჩემი ხმა, და არ გაჰყვნენ მას,
14
არამედ დადიოდნენ თავიანთი გულისთქმითა და ბაყალების კვალზე, როგორც მათმა მამებმა ასწავლეს მათ.
15
ამიტომ ასე ამბოს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მე შევაჭმევ ამ ერს აბზინდას, და შევასმევ გესლოვან წყალს;
16
და გავფანტავ მათ ხალხებში, რომლებსაც არ იცნობდნენ არც ისინი და არც მათი მამები, და მახვილს მივაყოლებ უკან, ვიდრე არ ამოვწყვეტ მათ.
17
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით და მოუხმეთ მოზარე ქალებს, რომ მოვიდნენ, და გაგზავნეთ განთქმულ მოზარეებთან, რომ ისინიც მოვიდნენ.
18
დროზე მოვიდნენ და ზარი თქვან ჩვენზე, რომ ჩვენს თვალთაგან ცრემლმა იდინოს და წამწამებიდან – წყალმა.
19
მოთქმის ხმა ისმის სიონიდან: როგორ გავნადგურდით! როგორ მწარედ შევრცხვით, რომ მივატოვეთ ჩვენი ქვეყანა და დავაგდეთ ჩვენი სახლ-კარი!
20
აბა, ისმინეთ, ქალებო, უფლის სიტყვა! ყურად იღეთ სიტყვა მის ბაგეთა და ასწავლეთ თქვენს ასულთ მოთქმა და ერთმანეთს – გოდება;
21
სიკვდილი მოგვადგა კარზე, შემოდის ჩვენს დარბაზებში, ბავშვებს ქუჩებში ცელავს და ჭაბუკებს – მოედნებზე.
22
და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი: ადამიანთა გვამები მინდორზე ეყრება, როგორც ფუნა და, როგორც ხელეური მომკელის კვალზე და კაცი არ იქნება მათი ამკრეფი.
23
ასე ამბობს უფალი: ნუ იამაყებს ბრძენი თავისი სიბრძნით, და ნუ იამაყებს ძლიერი თავისი ძალით, და ნუ იამაყებს მდიდარი თავისი სიმდიდრით.
24
არამედ მან იამაყოს, ვინც იმით ამაყობს, რომ მე მიცნობს, რადგან მე, უფალი, ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე, რადგან ეს არის ჩემთვის სასურველი! – ამბობს უფალი. –
25
აჰა, დგება ჟამი, – ამბობს უფალი, – როცა დავსჯი მათ, ვისაც მხოლოდ ჩუჩა აქვს დაცვეთილი.
26
მე დავსჯი ეგვიპტესა და იუდას, ედომსა და ყამონელთ, მოაბსა და ყველა საფეთქელაპარსულს, რომლებიც უდაბნოში ცხოვრობენ. სხვა ხალხები წინადაუცვეთელნი არიან, ასევე ისრაელიანთა გულებიც წინადაუცვეთელია.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52