bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 8
Jeremiah 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 9 →
1
იმ დროს, – ამბობს უფალი, – ამოყრიან მათი საფლავებიდან იუდას მეფეთა და მის მთავართა, მის მღვდელთა, მის წინასწარმეტყველთა და იერუსალიმის მკვიდრთა ძვლებს.
2
და მიმოფანტავენ მათ მზისა და მთვარისა და ცის მთელი მხედრობის გულზე, რომლებიც უყვარდათ მათ და, რომლებსაც ემსახურებოდნენ და რომელთაც მიჰყვებოდნენ, რომელთაც ეძებდნენ და რომელთაც თაყვანს სცემდნენ; არავინ აკრეფს მათ და არ დამარხავს. ნაგვად ეყრება მიწაზე.
3
და ყველა გადარჩენილს, ამ ბოროტი მოდგმის ნეშტს, სიკვდილი გაუხდება სანატრელი, – ამბობს ცაბაოთ უფალი.
4
უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუთუ ვინც დაეცა, ვეღარ აღდგება, ან გზასაცდენილნი ვეღარ დაბრუნდებიან?
5
რატომ გამიდგა ეს ერი, იერუსალიმ, სამუდამო განდგომით? ისინი ებღაუჭებიან სიცრუეს და აღარ უნდათ მობრუნება.
6
ყურს ვუგდებდი და მოვისმინე, რომ სიმართლეს არ ლაპარაკობენ, არავინ ნანობს თავის ბოროტებას, არავინ ამბობს: რა დავაშავეო? თითოეული თავის სარბიელს უბრუნდება, ომში შევარდნილი ცხენივით.
7
ცისქვეშეთში ყანჩამაც კი იცის თავისი ვადები, და გვრიტი და მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოსვლის ჟამს, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის განგება.
8
როგორ ამბობთ: ბრძენნი ვართ და უფლის რჯული ჩვენთან არისო? მაგრამ აჰა, მწიგნობართა ცრუ კალამმა ისიც გააყალბა.
9
თავი შეირცხვინეს ბრძენკაცთ, შეძრწუნდნენ, თავგზა აებნათ. აჰა, მოიძულეს უფლის სიტყვა და რაღაა მათი სიბრძნე?
10
ამიტომ მათ ცოლებს სხვებს გადავცემ, მათ მინდვრებს – უცხო მფლობელებს, რადგან დიდიან-პატარიანად ყველა ანგარების მოყვარეა, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქნელია.
11
და ზერელედ მკურნალობენ ჩემი ერის ასულის ჭრილობას, გაიძახიან: მშვიდობა, მშვიდობაო! მაგრამ არ არის მშვიდობა.
12
რცხვენიათ მაინც, სისაძაგლეს რომ სჩადიან? არა, არცკი წითლდებიან. ამიტომ დაეცემიან დაცემულთა შორის; იმ დროს, როდესაც მოვიკითხავ მათ, წაიფორხილებენ ისინი, – ამბობს უფალი.
13
პირწმინდად გავცლი მათ მოსავალს, – ამბობს უფალი, – მტევანი არ შერჩება ვაზს და ერთი ცალი ლეღვი არ დარჩება ხეზე, ჩამოჭკნება ფოთოლი და, რაც მივეცი მათ, ხელიდან გამოეცლებათ.
14
რას ვუსხედვართ? თავი მოიყარეთ, წავიდეთ გამაგრებულ ქალაქებში და იქ დავიღუპოთ; რადგან უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, დაგვღუპა და გვასვა მოწამლული წყალი, რადგან შევცოდეთ უფლის წინაშე.
15
მშვიდობას ველით და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს – და, აჰა, საშინელება.
16
დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი, მისი ულაყების თქარა-თქური მთელ დედამიწას აზანზარებს. მოდიან ისინი და ჭამენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქებსა და მათ მკვიდრთ.
17
რადგან მე მოგივლენთ გველებს და ასპიტებს, რომელთა წინააღმდეგაც არ ჭრის შელოცვა, და დაგგესლავენ ისინი, – ამბობს უფალი.
18
სევდა მომეძალა, წუხს ჩემი გული!
19
აჰა, მესმის ჩემი ერის ასულის ქვითინის ხმა შორეული ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არისო უფალი სიონზე? ნუთუ აღარ არის იქ მეფე? რატომ განმარისხა ჩემმა ერმა თავიანთი კერპებით – უცხოთა ამ არარაობებით?
20
ალოობა დამთავრდა, მიილია ზაფხული, ჩვენ კი არ გვეშველა.
21
ჩემი ერის ასულის შემუსვრით მეც შევიმუსრე, დავბნელდი, საშინელებამ შემიპყრო.
22
ნუთუ აღარ არის ბალზამი გალაადში? ნუთუ აღარც მკურნალი არის იქ? მაშ რატომ არ განიკურნა ჩემი ერის ასული?
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52