bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 48
Jeremiah 48
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 47
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 49 →
1
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, მოაბზე: ვაი ნებოს! რადგან გაუდაბურდა; კირიათაიმი შერცხვენილია და დაპყრობილი; გაწბილებულია ციხესიმაგრე და დანგრეული.
2
წახდა მოაბის დიდება; ხეშბონში ბოროტება განიზრახეს მის წინააღმდეგ: მოდით და ამოვძირკვოთო ეს ხალხი. მადმენა, შენც განადგურდები, მახვილი მოგდევს უკან!
3
კივილის ხმა ისმის ხორონაიმიდან: გატიალება და ნგრევაა დიდი!
4
შეიმუსრა მოაბი, კივიან მისი პატარები.
5
რადგან ლუხითის აღმართზე ტირილი არ წყდება; და ხორონაიმიდან მომხვდურთ ნგრევისა და კივილის ხმა ესმით:
6
გაიქეცით, იხსენით თქვენი სულები! და ღვიის ბუჩქივით იქნებით უდაბნოში.
7
რადგან შენ ესავდი შენს ნამოქმედარსა და შენს საგანძურებზე, შენც შეგიპყრობენ და ქემოშსაც გადაასახლებენ თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად.
8
და მძარცველი დაეცემა ყოველ ქალაქს, და ვერცერთი ქალაქი ვერ გადარჩება; ხეობა განადგურდება და აოხრდება ველ-მინდვრები, როგორც უფალმა თქვა.
9
მიეცით ფრთები მოაბს, რომ გაფრინდეს, მისი ქალაქები უკაცრიელ უდაბნოდ იქცევიან.
10
წყეულიმც იყოს, ვინც უფლის საქმეს უდიერად ექცევა და წყეულიმც იყოს, ვინც თავის მახვილს სისხლით არ ღებავს!
11
უშფოთველად იყო მოაბი სიყრმიდანვე, განისვენებდა, როგორც ღვინოა თავის თხლეზე. და არ გადაუღიათ ჭურჭლიდან ჭურჭელში, და ტყვეობაში არ წაუყვანიათ. ამიტომაც შერჩა თავისი გემო და სურნელება არ დაუკარგავს.
12
მაგრამ მოდის დღეები, – ამბობს უფალი, – და მე გავუგზავნი მას მათ, ვინც გადაიღებენ! გადაიღებენ მას, ჭურჭელს დაუცარიელებენ და ქვევრებს დაუმსხვრევენ.
13
და შერცხვება მოაბი ქემოშის გამო, როგორც ისრაელის სახლი შერცხვა მათი იმედის, ბეთელის, გამო.
14
როგორღა ამბობთ: მამაცნი ვართ და ომისათვის ძალმოსილნიო?
15
გაიძარცვა მოაბი და მტერი ავიდა მის ქალაქებში, და მისი რჩეული ჭაბუკნი სასაკლაოზე ჩავიდნენ, ამბობს უფალი, ცაბაოთია მისი სახელი.
16
მოახლოვდა მოაბის აღსასრული და ძალზე მოისწრაფის მისი უბედურება.
17
დაიტირეთ, ყველამ, ვინც მის ირგვლივ ცხოვრობთ და ყველამ, ვინც კი მისი სახელი იცით, თქვით: როგორ შეიმუსრაო არგანი ძლიერებისა, კვერთხი დიდებისა!
18
ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი ურწყულში, დიბონში მცხოვრებო ასულო, რადგან მოაბის წარმწყმედი ამოვა შენთან და დაანგრევს შენს ციხესიმაგრეებს.
19
დადექი გზისპირას და თვალი ადევნე, ყაროყერის მკვიდრო, ჰკითხე გამოქცეულს და თავდახსნილს: რა მოხდა-თქო?
20
შერცხვენილია მოაბი, რადგან გაცამტვერდა; იქვითინეთ და იკივლეთ, აუწყეთ არნონში, რომ განადგურებულია მოაბი.
21
სასჯელმა უწია დაბლობ ქვეყანას – ხოლონს, იაჰცას და მეფაყათს,
22
და დიბონს, ნებოს და ბეთ-დიბლათაიმს,
23
და კირიათაიმს, ბეთ-გამულს და ბეთ-მაყონს,
24
და კერიოთს, ბოცრას და მოაბის ქვეყნის ყველა შორეულ და მახლობელ ქალაქს.
25
მოაბს მოემტვრა რქები და გადაიმსხვრა მისი მაჯა, – ამბობს უფალი.
26
დაათვრეთ იგი, რადგან უფლის წინაშე მედიდურობს; და დაე, იგოროს მოაბმა თავის ნარწყევში და თავად გახდეს სასაცილო.
27
განა მასხრად არ იგდებდი ისრაელს? განა ქურდებში წაუსწრეს მას, რომ მის ყოველ ხსენებაზე თავს აქნევ ნიშნის მოგებით?
28
დატოვეთ ქალაქები და კლდეებში დაეშენეთ, მოაბის მკვიდრნო, და მღვიმეთა პირას დაბუდებული მტრედივით იყავით.
29
გვესმა მოაბის ამპარტავნობა, მეტისმეტად ამაყია ის; გვესმა მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, მისი მედიდურობა და მისი დიდგულობა.
30
მე ვიცი, – ამბობს უფალი, – მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი და ფუჭი საქმე.
31
ამიტომ ვივალალებ მოაბზე და ყველა მოაბელზე ვიქვითინებ; და კირ-ხერესის კაცებზე იკვნესებს ჩემი გული.
32
იაყზერზე მეტად დაგიტირებ, სიბმას ვენახო! შენი ლერწები ზღვას გადასწვდნენ, იაყეზერის ზღვას მისწვდნენ; შენს საზაფხულო ხილსა და შენს მოწეულ ყურძენს მძარცველი დაეცა.
33
წაერთვა სიხარული და ლხენა ქარმელსა და მოაბის ქვეყანას; და დავწრიტე ღვინო შენს საწნახლებში; აღარ დაწურავენ მხიარული ყიჟინით; ბრძოლის გნიასი იქნება და არა სასიხარულო ყიჟინა.
34
ხეშბონის კივილს ელეყალემდე და იაჰაცამდე ბანს მისცემენ ცოყარიდან ხორონაიმამდე და ყეგლათ-შელიშიამდე, რადგან ნიმრიმის წყლებიც დაშრება.
35
და მოვსპობ მოაბში ყველას, – ამბობს უფალი, – ვისაც მსხვერპლი მიაქვთ მაღლობებზე და თავიანთ ღმერთებს უკმევენ.
36
ამიტომ სალამურივით კვნესის ჩემი გული მოაბზე; კირ-ხერესის ხალხზე მიკვნესის გული სალამურივით, რადგან მათი მონაგარი დაიღუპა,
37
გადაპარსული აქვს ყველას თავი, შეჭრილი აქვს ყველას წვერი, დასერილი აქვს ყველას ხელები და წელზე ჯვალო არტყია.
38
მოაბის ბანებსა და მოედნებზე გლოვის ხმა ისმის, რადგან მე დავლეწე მოაბი უსარგებლო ჭურჭელივით, – ამბობს უფალი.
39
როგორ დაიქცა, როგრ მოთქვამენ, როგორ შეირცხვინა თავი და შეიქნა მოაბი სამასხროდ და შესაზარად ირგვლივმყოფთათვის.
40
რადგან ასე თქვა უფალმა: ორბივით დააფრინდება მოაბს და ფრთებს გაშლის მასზე.
41
დაიპყრობენ ქალაქებს და ციხესიმაგრეებს დაიკავებენ; და იმ დღეს მოაბის ვაჟკაცთა გული მშობიარე ქალის გულივით გახდება.
42
და გაქრება მოაბი ხალხთაგან, რადგან გაუმედიდურდა უფალს.
43
შიში, ხნარცვი და მახე გელით, მოაბის მკვიდრნო, – ამბობს უფალი.
44
შიშისაგან გაქცეული ხნარცვში ჩავარდება და ხნარცვიდან ამოსული მახეში გაებმება, რადგან მოვაწევ მოაბზე მისი განკითხვის წელს, – ამბობს უფალი.
45
ხეშბონის ჩრდილში შეჩერდნენ ღონემიხდილი ლტოლვილნი; მაგრამ ცეცხლი გამოვარდა ხეშბონიდან და ალი სიხონის წიაღიდან, და საფეთქელი შეუტრუსა მოაბს და თხემი შფოთის ამტეხთ.
46
ვაი შენ, მოაბო, დაიკარგა ხალხი ქემოშისა, რადგან ტყვედ არიან წაყვანილნი შენი ძენი და დატყვევებულნი არიან შენი ასულნი.
47
მაგრამ დავაბრუნებ მოაბის ტყვეებს უკანასკნელ დღეებში! – ამბობს უფალი. აქ თავდება მოაბის განაჩენი.
← Chapter 47
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 49 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52