bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 36
Jeremiah 36
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 37 →
1
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეოთხე წელს:
2
აიღე საწერი გრაგნილი და ზედ დაწერე ყველა ის სიტყვა, რომელთაც მე გეუბნებოდი ისრაელზე და იუდაზე, ყველა ხალხებზე იმ დღიდან, რაც დაგელაპარაკე – იოშიას დღეებიდან დღემდე.
3
იქნებ შეაძრწუნოს იუდას სახლი ყველა იმ უბედურებამ, რასაც მე ვპირდები, რომ თავს დავატეხ, და მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, და მე ვაპატიო მათი დანაშაული და ცოდვები.
4
და მოუხმო იერემიამ ბარუქს, ნერიას ძეს, და დაწერა ბარუქმა გრაგნილზე იერემიას პირით ნათქვამი ყოველი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა მისთვის უფალს.
5
და უბრძანა იერემიამ ბარუქს ასე: მე დაპატიმრებული ვარ და არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა,
6
ამიტომ შენ წადი და უფლის სახლში მარხვის დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხე უფლის სიტყვები ამ გრაგნილზე, რომელიც შენ დაწერე ჩემი კარნახით; ასევე მთელი იუდაელებისა და მათი სხვა ქალაქებიდან მოსულთა გასაგონადაც წაიკითხე.
7
იქნებ მისწვდეს უფალს მათი ვედრება და მოიქცნენ თავისი ბოროტი გზიდან, რადგან დიდია რისხვა და გულისწყრომა, რითაც უფალმა დააშინა ეს ხალხი.
8
და ბარუქ ნერიას ძემ გააკეთა ყოველივე ისე, როგორც უბრძანა იერემია წინასწარმეტყველმა, რომ წაეკითხა გრაგნილიდან უფლის სიტყვები უფლის სახლში.
9
და იყო, იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეხუთე წლის მეცხრე თვეს, მარხვა გამოუცხადეს უფლის წინაშე იერუსალიმის მთელ ხალხს და იუდეის ქალაქებიდან იერუსალიმში მოსულთ.
10
და ხმამაღლა წაიკითხა ბარუქმა გრაგნილიდან იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარიას, შაფან მწიგნობრის ძის დარბაზში, ზემო ეზოში, უფლის ტაძრის ახალი კარიბჭის შესასვლელში, მთელი ხალხის გასაგონად.
11
და ესმა მიქაიას, შაფანის ძის, გემარიას ძეს, გრაგნილზე წაკითხული უფლის ყოველი სიტყვა,
12
და ჩავიდა მეფის სახლში, მწიგნობრის სენაკში, სადაც შეკრებილიყო ყველა მთავარი: ელიშამაყ მწიგნობარი და დელაია შემაყიას ძე, ელნათან ყაქბორის ძე და გემარია შაფანის ძე, ცედეკია ხანანიას ძე და ყველა სხვა მთავარი.
13
და გადასცა მიქაიამ მათ ყველა ის სიტყვა, რომელიც მოისმინა, როდესაც ბარუქი გრაგნილს კითხულობდა ხალხის გასაგონად.
14
და გაგზავნეს მთავრებმა ბარუქთან იეჰუდი, ძე ნეთანიასი, ძისა შელემიასი, ძისა ქუშისა და შეუთვალეს: გრაგნილი, რომელიც შენ წაიკითხე ხალხის გასაგონად, ხელში აიღე და აქ მოდიო. და აიღო ბარუქ ნერიას ძემ გრაგნილი ხელში და მივიდა მათთან.
15
და უთხრეს მას: დაჯექი და წაიკითხე ჩვენს გასაგონად. და წაიკითხა ბარუქმა მათ გასაგონად.
16
და, როცა მოისმინეს მათ ყველა ის სიტყვა, შიშით გადახედეს ერთმანეთს და უთხრეს ბარუქს: მეფეს გადავცემთო ყველა ამ სიტყვას.
17
და ჰკითხეს ბარუქს: გვაუწყე, როგორ დაწერეო ყველა ეს სიტყვა?
18
და უთხრა მათ ბარუქმა: თავისი პირით მკარნახობდა იერემია ამ სიტყვებს, მე კი მელნით ვწერდი გრაგნილზე.
19
და უთხრეს მთავრებმა ბარუქს: წადით და დაიმალეთ შენ და იერემია და ნურავის ეცოდინება, სად იმყოფებით.
20
და წავიდნენ მთავრები მეფის სასახლეში, გრაგნილი კი შესანახად დატოვეს ელიშამაყ მწიგნობრის დარბაზში და აუწყეს მეფეს ყოველი სიტყვა.
21
და გაგზავნა მეფემ იეჰუდი გრაგნილის წამოსაღებად და წამოიღო მან ელიშამაყ მწიგნობრის დარბაზიდან გრაგნილი; და წაიკითხა იეჰუდიმ მეფის გასაგონად და მეფესთან მდგომი ყველა მთავრის გასაგონად.
22
და იჯდა მეფე საზამთრო სახლში (მეცხრე თვე იყო), და ცეცხლი ენთო მის წინ.
23
და როდესაც იეჰუდი წაიკითხავდა სამ ან ოთხ კეფას, მეფე მოაჭრიდა მას გრაგნილს მწიგნობრის დანით და ცეცხლში აგდებდა, სანამ მთელი გრაგნილი ასე არ დაიწვა ცეცხლში.
24
და არც შეშინდნენ და არც სამოსელი შემოუგლეჯიათ ტანზე არც მეფეს და არც ერთ მის მსახურს, რომლებიც ისმენდნენ ამ სიტყვებს.
25
და ემუდარებოდნენ მეფეს ელნათანიც, დელაიაც და გემარიაც, რომ არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ არ მოუსმინა მათ.
26
და უბრძანა მეფემ იერახმეელს, მეფის ძეს, სერაია ყაზრიელის ძეს, და შელემია ყაბდეელის ძეს, შეეპყროთ მწიგნობარი ბარუქი და წინასწარმეტყველი იერემია, მაგრამ უფალმა დაიფარა ისინი.
27
და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მას შემდეგ, რაც დაწვა მეფემ გრაგნილი და ის სიტყვები, რომელიც ბარუქმა დაწერა იერემიას კარნახით:
28
აიღე სხვა გრაგნილი და დაწერე მასზე ყველა წინანდელი სიტყვა, რომელიც პირველ გრაგნილში იყო, და რომელიც იეჰოიაკიმმა, იუდას მეფემ, დაწვა.
29
და თქვი იეჰოიაკიმზე, იუდას მეფეზე: ასე ამბობს უფალი: შენ დაწვი ეს გრაგნილი და თქვი: რატომ დაწერეო გრაგნილზე ასე, რომ მოვა ბაბილონის მეფე და ააოხრებს ამ ქვეყანას და მოსპობსო ადამიანისა და პირუტყვის სახსენებელს?
30
ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოიაკიმზე, იუდას მეფეზე: არ ეყოლებაო მას დავითის ტახტზე მჯდომი, მისი მძორი კი ეგდება დღის ხვატში და ღამის ყინვაში.
31
და დავსჯი მას და მის მოდგმას და მის მსახურთ მათი ურჯულოების გამო, და მოვაწევ მათზე – იერუსალიმისა და იუდას მცხოვრებლებზე – ყველა იმ ბოროტებას, რაზეც ველაპარაკებოდი მათ და არ მისმინეს.
32
და აიღო იერემიამ სხვა გრაგნილი და მისცა ბარუქ ნერიას ძეს, მწიგნობარს, და მან დაწერა მასზე იერემიას პირით ნათქვამი ყველა სიტყვა იმ გრაგნილისა, რომელიც იეჰოიაკიმმა, იუდას მეფემ, დაწვა ცეცხლში. და დაემატა მას სხვა მრავალი მათი მსგავსი სიტყვა.
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 37 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52