bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 17
Jeremiah 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 18 →
1
იუდაელთა ცოდვები რკინის საჭრეთლითაა ამოღარული, ალმასის წვეტითაა ამოკაწრული მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე.
2
როგორც თავიანთ შვილებზე, ისე წუხან ისინი თავიანთ სამსხვერპლოებსა და აშერებზე ფოთლოვანი ხეების ძირას და მაღალ ბორცვებზე.
3
შენს მთებს, მთელ შენს ქონებას და შენს საგანძურებს საძარცვავად მივცემ, და მთელ შენს მაღლობებს – შენი ცოდვების წილ მთელ შენს საზღვრებში.
4
შენს გამო დაკარგავ სამკვიდროს, რომელიც მე მოგეცი; მტრებს მიგცემ მონად იმ ქვეყანაში, რომელიც შენ არ გინახავს, რადგან თქვენ გააღვივეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც საუკუნოდ იგიზგიზებს.
5
ასე ამბობს უფალი: წყეულია კაცი, რომელიც ადამიანებში ხედავს დასაყრდენს და ხორციელში ეძებს შემწეობას, და რომლის გულიც შორდება უფალს.
6
იქნება იგი ეული, ეკლიანი ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან იხილავს სიკეთეს და იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, ბიცოვან და დაუსახლებელ მიწაზე.
7
კურთხეულია კაცი, რომელსაც უფლის იმედი აქვს, და უფალია მისი საესავი.
8
და იქნება ის, როგორც წყლის ნაკადებთან დარგული ხე, და ნოტიოზე გაიდგამს ფესვებს, და არ შეშინდება, როცა ხვატი დააცხრება მიწას, არ დაუჭკნება ნორჩი ყლორტები, გვალვიანი წელიწადი ვერ შეაშინებს, და არ მოაკლდება კეთილი ნაყოფი.
9
ცბიერია გული კაცისა, უკუღმართია, ვინ შეიცნობს მას?
10
მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და თირკმელთა გამომცდელი, რათა მივაგო ყოველ კაცს მისი გზისამებრ, მის საქმეთა ნაყოფისამებრ.
11
გნოლმა გამოჩეკა გუგულის კვერცხები, რაც მას არ დაუდვია. ასეა უსამართლოდ მომხვეჭელი კაციც – ცხოვრების შუაძალზე დაკარგავს, რაც მისი არ იყო, და ბოლოს ცარიელი რჩება.
12
დიდების ტახტი, დასაბამიდან ამაღლებული, არის ჩვენი საწმიდრის ადგილი.
13
უფალო სასოებაო ისრაელისაო, ყოველნი, რომელთაც მიგატოვეს, შერცხვებიან! ყველა ჩემი უარმყოფელი მიწაზე დაიწერება, რადგან მიატოვეს უფალი, ცოცხალი წყლის წყარო.
14
განმკურნე მე, უფალო, და გავჯანმრთელდები; გამომიხსნი და გამოხსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი დიდება.
15
აჰა, ისინი მეუბნებიან მე: რა იქნაო უფლის სიტყვები? აბა, გვეწიოსო!
16
მე არ დავღლილვარ შენს კვალზე სვლით, და ბედითი დღეც არა მსურდა გამთენებოდა. რაც წარმოუთქვამთ ჩემს ბაგეებს, შენს წინაშეა.
17
ნუ გახდები ჩემთვის საშინელება, შენა ხარ ჩემი თავშესაფარი გასაჭირის ჟამს.
18
სირცხვილით შერცხვნენ ჩემი მდევნელნი, და მე ნუ შევრცხვები! შემუსვრით შეიმუსრნენ ისინი და მე ნუ შევიმუსრები! მოაწიე მათზე უბედურების დღე და დალეწე ისინი უმძიმესი დარტყმით!
19
ასე მითხრა მე უფალმა: წადი და დადექიო საერთო კარიბჭესთან, სადაც შემოდიან და საიდანაც გადიან იუდას მეფენი; და ასევე იერუსალიმის ყველა სხვა კარიბჭესთან.
20
და უთხარი მათ: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო, ყველა იუდაელნო და იერუსალიმის მკვიდრნო, შემომსვლელნო ამ კარიბჭეებში!
21
ასე ამბობს უფალი: თავს გაუფრთხილდით, და შაბათ დღეს ტვირთს ნუ აიკიდებთ და ნუ შემოიტანთ იერუსალიმის კარიბჭეებში.
22
თქვენი სახლებიდან ნუ გამოიტანთ ტვირთს შაბათ დღეს და ნურაფერს გააკეთებთ. წმიდად იუქმეთ შაბათი დღე, როგორც ვუბრძანე თქვენს მამებს,
23
მაგრამ მათ არ მისმინეს და ყური არ მათხოვეს; გაჯიუტდნენ, რათა არ გაეგოთ და ჭკუა არ ესწავლათ ჩემგან.
24
მაგრამ თუ ყურადღებით მომისმენთ მე, – ამბობს უფალი, – და შაბათ დღეს არ შეიტანთ ტვირთს ამ ქალაქის კარიბჭეებში და წმიდად შეინახავთ შაბათს და არ ისაქმებთ ამ დღეს,
25
შემოვლენ ამ ქალაქის კარიბჭეებით მეფენი და მთავრები, რომლებიც დავითის ტახტზე სხედან, შემოვლენ ეტლებითა და ცხენებით, ისინი და მათი მთავრები, იუდაელნი და მკვიდრნი იერუსალიმისა, და დასახლდება ეს ქალაქი საუკუნოდ.
26
და მოვლენ იუდას ქალაქებიდან, იერუსალიმის შემოგარენიდან, ბენიამინის მიწიდან, მთიდან და ბარიდან, და სამხრეთიდან, რათა მოიტანონ სრულადდასაწველი და მსხვერპლი, პურეულის ძღვენი და გუნდრუკის ძღვენი, და მოიტანონ სამადლობელო მსხვერპლები უფლის სახლში.
27
და თუ არ მომისმენთ და წმიდად არ იუქმებთ შაბათ დღეს და ტვირთს აიკიდებთ ამ დღეს და შეიტანთ იერუსალიმის კარიბჭეებში, მე ცეცხლს მივცემ მის კარიბჭეებს, რომელიც შეჭამს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება.
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52