bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 15
Jeremiah 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 16 →
1
და მითხრა მე უფალმა: თვით მოსე და სამუელიც რომ დადგნენ ჩემს წინაშე, არ იქნებაო ჩემი სული ამ ხალხთან. თვალით არ დამანახვოო, მომცილდნენო!
2
და თუ გეტყვიან: სად წავიდეთო? უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ზოგნი სიკვდილით მოკვდებით, ზოგნი მახვილით მოისრებით, ზოგნი შიმშილით ამოწყდებით და ზოგსაც ტყვეობაში წაგიყვანენ-თქო.
3
და მოვუვლენ მათ ოთხგვარ სასჯელს, – ამბობს უფალი, – მახვილით სიკვდილს, ძაღლებით თრევას, ცის ფრინველთა და მიწის მხეცთაგან ჯიჯგნასა და მოსპობას.
4
მე მათ საშინელ მაგალითად გავხდი ქვეყნიერების ყველა სამეფოსთვის, იმის გამო, რასაც იუდას მეფე, ხიზკიას ძე, მანაშე, აკეთებდა იერუსალიმში.
5
ვინ შეგიბრალებს შენ, იერუსალიმ, ვინ თანაგიგრძნობს, ვინ შემოუხვევს შენი მშვიდობის საკითხავად?
6
შენ მიმატოვე მე, – ამბობს უფალი, – შენ განმიდექი; და მე გამოვიწვდენ შენზე ხელს და დაგღუპავ. მე დავიღალე შენი შეწყალებით.
7
ფიწლით გავანიავე მე ისინი ქვეყნიერების კარიბჭეებს მიღმა; უშვილოდ დავტოვე, მოვსპე ჩემი ერი, თავიანთი გზებიდან კი არ მოიქცნენ.
8
ზღვის ქვიშაზე მეტად გამიმრავლდნენ მათი ქვრივები; დღისით-მზისით მოვუვლენ მათ, ჭაბუკთა დედებს, გამანადგურებელს; უეცრივ დაეცემა მათ ელდა და შიში.
9
ღონემიხდილი წევს შვიდის მშობელი, სულს ღაფავს; ჯერ კიდევ დღისით ჩაესვენა მისი მზე, შერცხვენილი და გაწბილებულია. მათ ნეშტს კი მახვილს მივცემ მათი მტრის თვალწინ, – ამბობს უფალი.
10
ვაიმე, დედაჩემო, მთელი ქვეყნის მოცილედ და მოდავედ რომ გიშობივარ! ვახშით არავისთვის მიმიცია, და არც ვინმეს მოუცია ჩემთვის ვალად, მაგრამ ყველა მე მწყევლის.
11
უფალმა მითხრა: ბოლო კეთილი გექნება, და მე ვაიძულებ შენს მტერს, არ გადაგიაროსო უბედურებისა და გაჭირვების ჟამს.
12
ვინ რა უნდა დააკლოს რკინას, განსაკუთრებით ჩრდილოეთისას და ბრინჯაოს?
13
შენს დოვლათსა და შენს საუნჯეს საძარცვავად მივცემ, უსასყიდლოდ, ყველა შენი ცოდვების გამო, მთელს შენს საზღვრებში.
14
და გავატან შენს მტრებს ქვეყანაში, რომელიც არ გინახავს, რადგან გაღვივდა ცეცხლი ჩემი რისხვისა და თქვენ შემოგენთებათ ის.
15
შენ ყოველივე იცი, უფალო, გამიხსენე და მომხედე, შური იძიე ჩემს მადევარზე! გადამარჩინე შენი სულგრძელებით; შენ იცი, რომ შენს გამო ვიტან დამცირებას.
16
შევიგნე მე შენი სიტყვები და შევითვისე ისინი; შენი სიტყვები შვებად მექცა და გულის სიხარულად, რადგან შენი სახელით ვიწოდები მე, უფალო, ცაბაოთ ღმერთო.
17
არ ვმჯდარვარ ლაზღანდარების კრებულში და არ გავლაღებულვარ; შენი მძიმე ხელის შიშით ვიჯექი ეულად, რადგან საყვედურებით გამავსე მე.
18
რატომ არის ჩემი სენი ასე გაუთავებელი და ჩემი ჭრილობა – განუკურნელი, რომ წამლობას არ ემორჩილება? შენ ჩემთვის დამშრალ ღელედ იქეცი, მაცდუნებელ წყლად.
19
და თქვა უფალმა: თუ დაბრუნდები, მე გიპასუხებ, შენ ჩემს წინაშე იდგები. თუ ძვირფასს გამოარჩევ ფუჭისაგან, ჩემს ბაგეებს გაუტოლდები. ადამიანები შენსკენ მობრუნდებიან, მაგრამ შენ არ მიბრუნდე მათკენ.
20
და აღგმართავ ამ ხალხის წინააღმდეგ ბრინჯაოს დაუძლეველ ზღუდედ; ისინი შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან შენთანა ვარ, შენი ხსნისა და გადარჩენისთვის, – ამბობს უფალი.
21
და გადაგარჩენ ბოროტთაგან და გამოგიხსნი სასტიკთა ხელიდან.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52